გია ფერაძე - „არასერიოზული კაცის“ დიდი სიყვარული

სიყვარულის ისტორიები

20 ივნისი 20:00, 2015 წელი

ტრაგედია, რომელიც თბილისელებს დღემდე ახსოვთ, 1985 წლის 19 მარტს დატრიალდა. მსახიობი გია ფერაძე და მისი მეუღლე, ცნობილი მხატვრისა და მოქანდაკის შვილი ირინა მიქატაძე, 18 მარტს გუდაურიდან თბილისში უზომოდ ბედნიერები და დაღლილები დაბრუნდნენ…

მეორე დღეს კი თბილისში მეხივით გავარდა ხმა, რომ მსახიობმა გია ფერაძემ საკუთარ სახლში მეუღლე მოკლა. 
მომხდარს ზოგი ეჭვიანობას უკავშირებდა, ზოგი იარაღთან გაუფრთხილებელ მოპყრობას, თუმცა ბევრი ამბობდა, რომ მსახიობს ცოლი უზომოდ უყვარდა და სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა. 
ტრაგედიამ, რომელმაც სრულიად ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეიწირა, მთლიანად გაანადგურა გია ფერაძის ცხოვრებაც… 
19 მარტი  მისი დასასრულის დასაწყისად იქცა.

გია ფერაძის ცხოვრებასა და ტრაგიკულ ბედზე მისი ძმა ილია ფერაძე გვიამბობს.
- ჩვენ ძალიან ცნობილი ოჯახი გვქონდა. მამა ცნობილი პედაგოგი და გამოჩენილი პიროვნება იყო, რომელმაც თავისი კვალი დატოვა. მის ლექსზე დაწერილ სიმღერას „ყვავილების ქვეყანა“ დღესაც მღერიან. დედაჩემი იყო ცნობილი მსახიობის სანდრო ჟორჟოლიანის ძმისშვილი და ბავშვობიდან მსახიობების წრეში ტრიალებდა. ჩვენს ოჯახს ხშირად  სტუმრობდნენ სესილია თაყაიშვილი, სესილია წუწუნავა და სხვები...


ალბათ, ამან განაპირობა თქვენი ძმის არჩევანი?
- რა თქმა უნდა. გენი თაობიდან თაობებში გადადის და არავინ აცის, სად იჩენს თავს. მე გიაზე ცხრა წლით უფროსი ვარ და ომამდე დაბადებულთა თაობას ვეკუთვნი. გია ომის შემდეგ დაიბადა. მე  აკადემიურად მზრდიდნენ. პედაგოგი მშობლები გამუდმებით  მარიგებდნენ: ეს შეიძლება, ეს არაო და ამასობაში გიამ მოასწრო თავისუფლად ცხოვრება. ძალიან ცელქი და ეშმაკი ბავშვი იყო. 
ერთ ადგილზე ვერ გააჩერებდი. ალბათ, ასეთი რომ იყო, იმიტომ შეარჩიეს სკოლაში და „პაპა გიგიაში“ ეპიზოდურ როლში გადაიღეს. ყველაფერი აქედან დაიწყო. გია 51-ე სკოლაში სწავლობდა და მისი კლასელი იყო მსახიობი ნანული  სარაჯიშვილი. ნანული თეატრალურ ინსტიტუტშიც გიას ჯგუფელი იყო. მის გარდა, გიასთან ერთად სწავლობდნენ ასმათ ტყაბლაძე, ამირან ბუაძე და სხვები. იმ უბედურების დროს, ეს ხალხი და კიდევ უამრავი მეგობარი, ვისაც ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გია ფერაძე განზრახ მკვლელი არ იყო, გვერდიდან არ მოგვშორებია და დღემდე მეგობრებად ვრჩებით.  
გია ძალიან მალე გახდა პოპულარული. გია და მისი მეგობარი, მხატვარ-მულტიპლიკატორი ბესო ხიდაშელი ისეთ იუმორისტულ ნომრებს აკეთებდნენ, რომ მათ სახლში დაპატიჟებაზე რიგი იდგა.  
მერე იყო ერთი ცოლი, მეორე, მესამე... როგორც ცხოვრებაში, ისე ოჯახშიც ვერ ჩერდებოდა დიდხანს, მაგრამ ირინა მიქატაძე მისი უდიდესი სიყვარული იყო. ირინაზე 30 წელს გადაცილებული დაქორწინდა. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ძალიან ბედნიერები იყვნენ, მაგრამ არ დასცალდათ. გიას ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: ერთია ზეიმის, გასტროლებისა და ბედნიერების პერიოდი და მეორე - ტრაგედიის შემდგომი ცხოვრება. - ტრაგედიის შემდეგ ითქვა, რომ გია მეუღლეზე ეჭვიანობდა...
- ეს ტყუილია. გიას ეჭვის არავითარი საფუძველი არ ჰქონია და ამას არავინ დაიჯერებს. ეს უბედური შემთხვევა იყო. ერთ-ერთ გასტროლზე გიას ვიღაცამ კალმისტარი აჩუქა, რომელიც ტყვიას ისროდა. პატარა იყო, მაგრამ საშინლად დიდი ხმა ჰქონდა. გეკოს 5-მილიმეტრიანი ტყვია კაცს არ ჰკლავს, მაგრამ ირინას ისეთ ადგილას მოხვდა, რომ ვერ გადარჩა. 
იმ დღეს ჩემი ძმა სახლში ძალიან გვიან, დაახლოებით, ღამის სამ საათზე მივიდა. ირინამ გვიან მოსვლის გამო უსაყვედურა და გია, როგორც სჩვეოდა, ჩაეხუტა, მოეფერა და გაბრაზება გაუქარწყლა. მერე  ორივე სამზარეულოში გავიდა ყავის დასალევად. ირინამ ყავა დაასხა და გიას წინ დაჯდა. ამ დროს, ჩემმა ძმამ პიჯაკის მარჯვენა ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. სიგარეტთან ერთად ედო ის კალმისტარიც და მოხდა მოულოდნელი გასროლა. ტყვიამ აორტაში გაიარა და ცოლი ხელში ჩააკვდა. საუბედუროდ, კალმისტარი შეყენებული იყო...
ჩემი ძმა სახლისკენ რომ მოდიოდა, რაღაც მთვრალ კამპანიას გადაყრია ეზოსთან და ყოველი შემთხვევისთვის, შეუყენებია - რამე რომ ყოფილიყო, ჰაერში ვისროდი და თავს დამანებებდნენო. 
ეს გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, საბედისწერო გამოდგა... 

- სასჯელი ძალიან მკაცრი აღმოჩნდა. ამბობდნენ, ირინას ოჯახის გავლენიანმა ახლობლებმა  ყველაფერი გააკეთეს, რათა სიძეს ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი არ შემსუბუქებოდა და  მერეც მკაცრად აკონტროლებდნენო... 
- მიქატაძეებს ძალიან ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ოჯახი ჰქონდათ. ამ ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს ძლიერნი ამა ქვეყნისანი, რომლებიც დაზარალებული ოჯახის საამებლად ცდილობდნენ, ყველანაირად დაემძიმებინათ გიას სასჯელი. 
გიას 17 წელი მიუსაჯეს - 12 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, მათ შორის 5 წელი საპყრობილეში ყოფნა, ანუ ე.წ. „კრიტი“ და მერე 5 წელი გადასახლება. 
ასეთი სასჯელი არავისთვის მიუსჯიათ, ვითომ გია ვინმე გადამთიელი ვიგინდარა ყოფილიყო და არა ცნობილი და საყვარელი მსახიობი. 
ყველა ციხე მოატარეს - თბილისის, აზერბაიჯანის, ვლადიმირის, სადაც ჭლექი აიკიდა და ამ ჭლექიან კაცს თვეობით ეტაპებში გზავნიდნენ. ციმბირი, იაკუტია, მახაჩკალა... 
მე დავდიოდი  და ვწერდი საჩივრებს. ბოლოს ნაცნობობით მოვხვდი საბჭოთა კავშირის გენერალურ პროკურორთან და იქ მითხრეს, მაგას ისეთი გრიფი აქვს, ურჩევნია, მოკვდესო. დედა, ფაქტობრივად, ამან დააავადა. მასზე განსაკუთრებით ის მოქმედებდა, რომ რუსეთსა და ციმბირში ვერ მიმყავდა პაემნებზე და გიას წლების მანძილზე ვერ ხედავდა. გაჟონვა მოუვიდა და პერიფერიული მხედველობა დაკარგა. ციხიდან გამოსული გიაც ძალიან ცუდად იყო. 
ჭლექი ჰქონდა მოდებული და ამ ჭლექმა დაახრჩო კიდეც. 
დავაწვინეთ ტუბდისპანსერში, სადაც ექიმები მისი კლასელები იყვნენ. წარმოიდგინეთ, რომ ამ მდგომარეობაში მყოფიც სვამდა და ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო. - თქვენი მონაყოლიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გია ფერაძემ „არასერიოზული კაცი“ საკუთარ ცხოვრებაში ითამაშა...
- ასე გამოვიდა. არა მარტო „არასერიოზულ კაცში“, არამედ „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაშიც“  საკუთარი მომავალი განასახიერა. როგორც ფილმის გმირს სცემდნენ და სტანჯავდნენ ციხეში, რეალურადაც ასე იყო და ამაზე უარესიც დაემართა. გიას ციხეში ყოფნის პერიოდზე ჯერ ერთი წიგნი დავწერე, ახლა კი გავაკეთე კინომოთხრობა და უახლოეს ხანში გამოვაქვეყნებ. 
სხვათა შორის, პატიმრობის დროს ქურდებში ძალიან დაფასებული ყოფილა. გიას სანახავად რომ ჩავდიოდი პაემანზე, მეუბნებოდნენ, გია ჩვენი ტელევიზორია. ჩვენ ციხის მეტი არაფერი გვინახავს. მაგას მსოფლიო აქვს მოვლილი და ყველაფერს გვიყვებაო. 
აქ ბევრმა რომ ზურგი აქცია გიას და თეატრმაც უარყოფითი დახასიათება მისცა თუ მიაცემინეს, მოსკოვში გიას დახასიათებაზე 15-მა დამსახურებულმა არტისტმა მოაწერა ხელი. 
ანდრეი მირონოვი და ალექსეი აბდულოვი ვლადიმირშიც კი  წამყვნენ გიას სანახავად ტუბზონაში. 

- იქნებ რუსეთში მცხოვრები გიას ცოლ-შვილის შესახებაც გვიამბოთ...
- 1983 თუ 84 წელს გია რუსეთში გასტროლებზე იმყოფებოდა. ახალგაზრდა კაცი სამი-ოთხი თვით რომ წავა გასტროლებზე, თანაც რუსეთში, არაფერია გასაკვირი. ერთ ოჯახში გაიცნო არაჩვეულებრივი გარეგნობის 18 წლის გოგონა. წესიერი ოჯახის შვილი. ბედის ირონიით, მასაც ირინა ერქვა. მერე ჩვეულებრივ ჩამოვიდა გასტროლებიდან. 
არც გიამ და არც ჩვენ არაფერი  ვიცოდით, თუ ბავშვი გაჩნდა. 
ამ გოგონას არაფერი უთხოვია და საერთოდ არც მოუწერია. 
მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც გიას დაჭერა გაიგო. 
იცით, როგორი ქალია?  ლექსებს წერს. რომანტიკოსი რუსი ქალები რომ იყვნენ, დეკაბრისტების ცოლები, აი, ასეთი... გია რომ იაკუტსკში იყო გადასახლებული, ჩავიდა და უკვე ოთხი წლის ბავშვი ანახა. 
ბავშვი მამის სახელს ატარებს. ციხეში ისე არ შეუშვებდნენ, ხელი რომ არ მოეწერათ. გია უკვე საშინლად ნატანჯი იყო. ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარდა, აღარავის ახსოვდა და ამ დროს გამოეცხადა ქალი, რომელმაც საუკეთესო დრო გაახსენა და შვილი ანახა, რომელიც გიას ბავშვობის ასლი იყო.  ხელი ციხეში მოაწერეს. ირინაც და მისი შვილიც ფერაძის გვარს ატარებენ. ირინა კუზუბოვა-ფერაძე და გია ფერაძე-უმცროსი. 

- ეს ქალბატონი გათხოვილია?
- ირინა არ გათხოვილა და შვილის საუკეთესოდ აღზრდას გადაყვა.  
ისევ გენების მოქმედებით, გია ფერაძე-უმცროსიც თეატრალურ ინსტიტუტში შევიდა, დაამთავრა და ახლა სამარის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობია. ირინა და გიკა, გიას გარდაცვალების შემდეგ, ათი წელი ვეძებე ინტერნეტის მეშვეობით, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ისევ შემთხვევამ მაპოვნინა. 2011 წლის 20 ივლისს დედა-შვილი თბილისში დავპატიჟე და ჩამოვიყვანე. ამ შეხვედრის ვიდეოჩანაწერიც მაქვს. უმცროსი გია გაჭრილი ვაშლივით ჰგავს უფროსს. შვილი-გიას ჩამოსვლამ გააოგნა თბილისელები. გია და მისი და მარიკუნა ერთმანეთს რომ ჩაეხუტნენ, მას შემდეგ არ დაშორებულან. მარიკუნამ კიდევ ორჯერ ჩამოიყვანა იგი. 20 დეკემბერს გიას გარდაცვალებიდან 20 წელი გადის. 20 აპრილს დაიბადა და 20 დეკემბერს გარდაიცვალა. მამაჩემიც 20 დეკემბერს გარდაიცვალა, ოღონდ 1965 წელს. გიას გარდაცვალებიდან  წელიწად-ნახევარი დედა ლოგინიდან არ ამდგარა. წინ გიას სურათი ეკიდა და სულ იმას უყურებდა. მერე კი ჩუმად და უხმაუროდ წავიდა. გიას შვილს მარიკუნას, როცა წამოიზარდა, გადავეცი ტრაგედიის წინა დღეებში, გუდაურში გადაღებული ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, როგორ ეფერებიან ერთმანეთს გია და ირინა, როგორ უყვარდათ ერთმანეთი. 
სხვათა შორის, ვიცი, რომ  გულის სიღრმეში ირინას ოჯახიც დარწმუნებული იყო ამ ტრაგედიის შემთხვევითობაში. 
გია დიდი სიყვარულით სავსე, უბოროტო და ნიჭიერი ადამიანი იყო და დასანანია, რომ მარტო 36 წელი იცხოვრა. დანარჩენი 8-10 წელს ცხოვრებას ვერ დავარქმევ... ეს ტანჯვა იყო..
მაგრამ დღეს გია ფერაძის დანატოვარი სიყვარულის განსახიერებაა, რომ მისი შვილები ერთად  დადიან ამ ქვეყანაზე: მარიკა, სოფო, ბიძინა და გია...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?