ნატო ვაჩნაძე და ნიკოლოზ შენგელაია - სიყვარული ბედისწერით

სიყვარულის ისტორიები

27 ივნისი 20:00, 2015 წელი

მათი ურთიერთობა კამათით დაიწყო - დამწყები მსახიობი ნიკოლოზ შენგელაია უკვე აღიარებულ „პრიმა აქტრისა“ ნატო ვაჩნაძეს დაჰპირდა, თუ ოდესმე კინორეჟისორი გავხდი, ჩემს ფილმში უბრალო მოსამსახურის როლსაც არ გაღირსებთო... მაგრამ, პირობა მალევე დაარღვია...


ყველა დროის ულამაზეს ქართველ მსახიობ ქალად აღიარებული ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს ვარშავაში დაიბადა. მის ძარღვებში დედის მხრიდან რუსული, პოლონური და იტალიური სისხლი ჩქეფდა.
ნატოს მამა, გიორგი ანდრონიკაშვილი, რუსი ხელმწიფის სამსახურში მყოფი ოფიცერი იყო, რომელიც პოლონეთიდან საქართველოში დაბრუნებული ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა.
ნატოს დედა ეკატერინე სლივიცკაია ქმრის სიკვდილის შემდეგ იძულებული გახდა, თავისი ოთხი შვილით საცხოვრებლად კახეთში გადასულიყო.
სწორედ კახეთში გაიცნო ნატომ მომავალი მეუღლე მერაბ ვაჩნაძე და ჯერ კიდევ გიმნაზიის მოსწავლე ცოლად გაჰყვა. ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა.
ნატოს მერაბ ვაჩნაძისგან შვილი - თენგიზ ვაჩნაძე დარჩა.
ბატონი თენგიზი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ საბედისწერო რეისზე, რომელმაც ნატო ვაჩნაძის სიცოცხლე შეიწირა, დედას ბილეთი მან აუღო:



„მე და ელდარი მოსკოვში ვსწავლობდით. დედა ჩამოვიდა, რომ მეუღლე მურმანსკში გაეცილებინა. თბილისში დაბრუნებას 15 ივლისისთვის აპირებდა, მაგრამ დარეკეს და სთხოვეს, ადრე გამოფრენილიყო, რათა საკუთარ დაბადების დღეს, 14 ივნისს,  თბილისში ყოფილიყო. ბილეთის გადასაცვლელად დედამ მე გამგზავნა.


თუმცა, საბედისწერო რეისამდე იყო დიდი სიყვარული და ბედნიერი შემთხვევა, რომელმაც ნატო ვაჩნაძე კინოში მოიყვანა. რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი თავისი ფილმისთვის მთავარი გმირის შემსრულებელს ეძებდა, როცა ფოტოატელიეს ვიტრინაში 19 წლის ნატოს სურათი შეამჩნია. კითხვა-კითხვით ჩავიდნენ გურჯაანამდე და ნატო „მამის მკვლელის“ გადაღებებზე მიიწვიეს. 
პირველ ფილმს მალე მეორე - ვლადიმერ ბარსკის „არსენა ყაჩაღი“ მოჰყვა და წარმატებული სტარტიდან უმოკლეს დროში თავბრუდამხვევი წარმატება მოვიდა. 
მალე ნატო ვაჩნაძეს იღებენ კოტე მარჯანიშვილის ფილმებში „კრაზანა“ და „ამოკი“. 
ამ დროს ნიკოლოზ შენგელაია ახალგაზრდა და გამოუცდელი მსახიობია.
უკვე ცნობილ და აღიარებულ ნატო ვაჩნაძესთან მისი ურთიერთობა დაპირისპირებით დაიწყო, მაგრამ მალე ნატო ვაჩნაძე ჯერ მის ფილმში და შემდეგ ცხოვრებაში მთავარი როლის შემსრულებელი გახდა. 
როცა ნატო ნიკოლოზ შენგელაიასთან მუშაობას დათანხმდა, ბევრი აფრთხილებდა, რომ ამით თავის რეპუტაციას საფრთხეში აგდებდა, მაგრამ გულის კარნახითა და კოტე მარჯანიშვილის რჩევით, მსახიობმა ეს ნაბიჯი მაინც გადადგა. ძალიან მალე ეს ორი ადამიანი კინოს სიყვარულმა ისე დააახლოვა, რომ ნატოსთვის კოლიას გარეშე ყოფნა წარმოუდგენელი იყო. 
თავის მოგონენებში ნატო ვაჩნაძემ ნიკოლოზ შენგელაიას თავისი ცხოვრების რეჟისორი უწოდა და არც შემცდარა. 
მეუღლის მიერ გადაღებულ ფილმებში -  გიული“ნარინჯის ველი“, სამშობლო“ - მსახიობმა, რომელსაც სახელოვნებო განათლება არ მიუღია, კინოსა და პლასტიკის სპეციფიკა აითვისა
„ნიკოლოზ შენგელაიასთან მუშაობამ გარდატეხა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. შენგელაია შემიყვარდა,“ - აღიარა ქართული კინოს მშვენებამ. 
ნატო ვაჩნაძესთან თითქმის ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ნიკოლოზ შენგელაია 1943 წელს, კინოფილმის „ის კვლავ დაბრუნდება“ გადაღების დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. თბილისისკენ მომავალ რეჟისორს გულმა მანქანის საჭესთან უმტყუნა. 
მოგვიანებით ნატო ვაჩნაძე იტყვის, რომ იმ წლებში სიკვდილის სიახლოვის შეგრძნება სტანჯავდა.
მეუღლის გარდაცვალებით მიღებული სტრესი იმდენ ხანს გაჰყვა, რომ კინოს დიდი ხნით ჩამოსცილდა და მთელი დრო ოჯახს და შვილებს მიუძღვნა.  
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მსახიობი ისევ გამოჩნდა ეკრანზე და კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „აკაკის აკვანი“ აკაკის ძიძის როლი შეასრულა. 
ნატო ვაჩნაძე 1953 წლის 14 ივნისს, საკუთარ დაბადების დღე გარდაიცვალა. 
თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან თბილისისკენ მოფრინავდა, სწორედ ნატოს მეუღლის, ნიკოლოზ შენგელაიას სოფელთან ახლოს ჩამოვარდა და, მსახიობთან ერთად, ცამეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 
ნატოს დამწვარი სხეულის ამოცნობა მისმა დამ კირა ანდრონიკაშვილმა საგვარეულო ბრილიანტის ბეჭდით მოახერხა. მსახიობის ფერფლი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. 
ნატო ვაჩნაძის შვილი ელდარ შენგელაია იხსენებს, რომ ცნობილი მეგავარსკვლავი სახლში უბრალო დიასახლისი და შვილების მოყვარული დედა იყო. უყვარდა მეგობრები და სუფრის გაძღოლაც ეხერხებოდა.


ელდარ შენგელაია:
- ოჯახში საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ დედა ვარსკვლავი იყო. ეს გახლდათ ჩვეულებრივი დედა და დიასახლისი, რომელიც ოჯახს და შვილებს უვლიდა.  რაც შეეხება დედას და მამას სიყვარულს, გადმოცემით ვიცი, რომ მათი შეხვედრა ერთგვარი შეჯახებით დაიწყო, რადგან მამაჩემი მემარცხენეების მიმდევარი იყო, დედა კი ვარსკვლავი... განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ და ალბათ კამათიც ამან გამოიწვია. მამამ უთხრა, ჩემს ფილმებში არასოდეს გადაგიღებო, მაგრამ შემდეგ შეუყვარდა და თავის „გიულიში“ გადასაღებად მოიწვია. აქედან დაიწყო მათი ურთიერთობა.
საერთოდ, მათ შეუღლებას საზოგადოება ძალიან ნეგატიურად შეხვდა. დედას ჰყავდა ქმარი მერაბ ვაჩნაძე, რომელსაც გასცილდა. ხალხისთვის ნატო ვაჩნაძე უკვე ვარსკვლავი იყო და მას, გარკვეულწილად, საკუთარი თავი არ ეკუთვნოდა... სწორედ იმხანებში  თბილისში ჩამოსული იყო ვლადიმერ მაიაკოვსკი.
რასაკვირველია, მას მოუწყვეს პოეზიის საღამო, რომელზეც დედა და მამაც მივიდნენ.
მაიაკოვსკი სცენაზე იდგა და ლექსს კითხულობდა, როცა ყველასგან მოშორებით მდგარი დედა და მამა დაინახა. ლექსის კითხვა შეწყვიტა  და სცენიდან დაუძახა - კოლია და ნატაშა, მანდ რას დგახართ, აქ ამოდით და  ჯვარს დაგწერთო. მაიაკოვსკის ხუმრობამ დამსწრე საზოგადოებაში მხიარულება გამოიწვია და თითქოს დადნა ის ყინული, რომელიც დედას და მამას ხალხისგან აშორებდა. ხალხმა მიიღო მათი სიყვარული და ჩვეულებრივ, სრულფასოვან ოჯახად აღიარა.


- როგორი იყო ნატო ვაჩნაძე მეგობრებთან და მისი ნიჭის თაყვანისმცემლებთან?
- დედას ადამიანების მოყვარული იყო და ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა. სხვათა შორის, ხანდახან თამადად დგებოდა სუფრაზე და სუფრის გაძღოლაც შესანიშნავად გამოსდიოდა. დედაჩემი ნამდვილი კახელი ქალი იყო, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი კუთხე და, სხვათა შორის, კახურ ქუდსაც ხშირად ატარებდა. თავისი მოგონებების წიგნში წერს, რომ კახეთი მისთვის არის როგორც მშობელი დედა ან ღვიძლი შვილი. გურჯაანში გაიზარდა, სადაც ახლა მისი მუზეუმია. მერაბ ვაჩნაძესაც იქ შეხვდა და იქ შეუღლდა.


- ცნობილია, რომ ნიკოლოზ შენგელაიას გარდაცვალების შემდეგ ნატო მესამედაც გათხოვდა.
- ეს ძალიან ხანმოკლე ქორწინება იყო - დედა ამ გათხოვებიდან ერთ წელში დაიღუპა, 1953 წლის 14 ივნისს, საკუთარი დაბადების დღეს. დაბადების და გარდაცვალების დღე ერთი აქვს. სამწუხაროდ, შარშან გარდაიცვალა მისი პირველი შვილი თენგიზ ვაჩნაძე. თენგიზი, გიორგი და მე ერთად, ერთ ოჯახში გავიზარდეთ, სადაც არავინ არჩევდა, რომ მას სხვა მამა ჰყავდა. ჩემს მოგონებებში დედა ყოველთვის იყო და დარჩება ოჯახსა და შვილებზე უზომოდ შეყვარებულ და მზრუნველ ადამიანად, რომელსაც სიყვარულის განუზომლად დიდი ნიჭი ჰქონდა.


ნატო  ვაჩნაძე იყო პირველი ქართველი კინომსახიობი, რომელიც საერთაშორისო კონოფესტივალზე მოხვდა - ეს იყო ვენეციისბიენალე, სადაც ქართული კინოს ლეგენდა მთელი თავისი მშვენებით წარდგა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?