მისი გულისთვის თვალის დაუხამხამებლად გავწირავდი თავს - გივი სიხარულიძის ტკივილნარევი სიყვარული

სიყვარულის ისტორიები

18 ივლისი 20:00, 2015 წელი

იმ სამი ათეული წლიდან, რომელიც გივი სიხარულიძემ და მისმა მეუღლემ რუსუდანმა ერთად გაატარეს, ბოლო წლები უმძიმეს სენთან ბრძოლამ წაიღო. ექიმების მცდელობამ სიკვდილი მხოლოდ ცხრა წლით შეაჩერა...



52 წლის ასაკში დაქვრივებულ მამაკაცს, რომელიც უამრავი ქალის ოცნების საგანი გახლდათ, ცოლის მოყვანაზე აღარ უფიქრია და ბოლომდე მარტო დარჩა.
ბობოქარი ცხოვრების წესით ცნობილი მსახიობი თბილისში, პედაგოგების ოჯახში დაიბადა.  
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში განაგრძო.
სწავლის პარალელურად, ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეორგაფიულ სტუდიაში დადიოდა.
1961 წელს სუხიშვილისა და რამიშვილის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლისტი გახდა.
ქორეორგაფიაში გაწეული ღვაწლისთვის 70 წლის იუბილეზე რაინდის წოდება მიენიჭა.
ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი მსახიობი სპორტითაც სერიოზულად იყო გატაცებული.  
საქართველოს პრიზიორი წყლის თხილამურებში, ტანმოვარჯიშე და ჩოგბურთელი - ასეთია სპორტულ მიღწევათა ჩამონათვალი.


 


გივი სიხარულიძის სამსახიობო კარიერა კი 1972 წელს დაიწყო ფილმებით „გასეირნება“  და „ჭიდაობას რა უნდა“. შემდეგ იყო „ტურანდოტი“, „გაჭედილები“, „დაუმთავრებელი პორტრეტი“, სერიალი „ცხელი ძაღლი“ და ა.შ.
მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა და საერთაშორისო აღიარება რეჟისორ თემურ ბაბლუანის ფილმმა „უძინართა მზემ“ მოუტანა.
სამსახიობო კარიერისა და აქტიური ცხოვრების წესის მიუხედავად, მის ცხოვრებაში ოჯახს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
გივი სიხარულიძის მეუღლე რუსუდან ჯოჯუა პროფესიით ექიმი გახლდათ, თუმცა ქმრის მრავალფეროვანი ცხოვრების თანამოზიარე იყო.
თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი ამბობს, რომ რუსუდანი მხოლოდ ოჯახის ცხოვრებით ცხოვრობდა.
მამაკაცმა ცოლი ბაზარში არ უნდა გაუშვას. ყელაფერი მე მიმქონდა სახლში. ჩემი ცოლი ექიმი იყო. როგორც კი მორიგეობაზე მიდგა საქმე, ფულს ვაძლევდი ერთ ექიმს და ის მო­­რიგეობდა მის მა­გივრად. შემდეგ, როცა იმ ბიჭმა მორიგეობაზე უარი მითხრა, ნახევარ განაკვეთზე გა­დავიყვანე. ქალმა თავის შვილებთან უნდა იმ­­ორიგეოს,“ - ამბობდა გივი სიხარულიძე.


71 წლის მსახიობი მეუღლის გარეშე გატარებული ცხრამეტწლიანი მარტოობის მიზეზად საყვარელ ადამიანთან სულიერ კავშირს ასახელებს. 
- მეუღლის გარდაცვალების შემდეგ  არ დავოჯახებულვარ და არც დავოჯახდებოდი არასოდეს, რადგან სიყვარული ხელშეუხებელია. სიყვარული ერთდროულად დამანგრეველიც არის და აღმაშენებელიც. თუ მართლა გიყვარს, ჯერ განგრევს, მაგრამ თუ ამ სიყვარულის გემოს გაიგებ და დატკბები, მაშინ აგაშენებს, როგორც მე ჩემი ცოლის სიყვარულმა და მასთან ერთად ცხოვრებამ ამამაღლა. 19 წელია, რუსუდანი ფიზიკურად ჩემ გვერდით აღარ არის, მაგრამ სულიერად ყოველთვის ცოცხალია და ჩემთანაა. ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, რაც ქმარმა თავის ერთგულ მეუღლეს უნდა გაუკეთოს. ჩემს ცოლს უდიდეს პატივს ვცემდი.


- სად და როდის ნახეთ პირველად და როგორ დაიბადა გრძნობა?
- სიყვარულის ჩიტი როდის შემოგაფრინდება, არავინ იცის. ასე უნდოდა უფალს და ასე მოხდა. ნახვით კი პირველად თელავში ვნახე. რუსუდანს მამა სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი ჰყავდა და მასთან ერთად იყო. მე მარჯანიშვილის თეატრის ყოფილ მსახიობთან, ცხონებულ ამირან ბუაძესთან ერთად ვიყავი. მისი ცოლი ნელიკო რუსუდანის დეიდაშვილია, სწორედ მან გამაცნო და ამის მერე წავიდა და წავიდა..


- მეუღლესთან ოცდაათწლიანი თანაცხოვრების მანძილზე არასოდეს გიღალატიათ?
- როგორ გეკადრებათ? სულ ვღალატობდი... მე ქალებში მოსიარულე კაცი ვარ, მაგრამ ეს იყო ჩემი ფიზიკური გატაცება. ჩემი გული, სული და გონება ერთადერთ ადამიანს - ჩემს მეუღლეს ეკუთვნოდა, რომლისთვისაც ყოველ წუთს, ყოველ წამს თვალის დახამხამების გარეშე გავწირავდი თავს. საუბედუროდ, რუსუდანი უკურნებელი სენით დაავადდა. როცა სამკურნალოდ მოსკოვისა და უცხოეთის კლინიკებში დამყავდა, ვნატრობდი, ღმერთო, ოღონდ ამას აჩუქე სიცოცხლე და ჩემი სიცოცხლე წაიღე მეთქი. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ გმირი ვარ და რამეს განსაკუთრებულს ვაკეთებდი, უბრალოდ, ადამიანი ვარ, რომელმაც იცის, რა არის საყვარელი ადამიანის ერთგულება და თავგანწირვა.  ცხრა წელი ვებრძოლეთ ამ სენს და მაინც ვერაფერს გავხდით... ალბათ, ესეც უფლის ნება იყო.


- როგორც ვიცი, ამ ცხრამეტი წლის მანძილზე თქვენი მეუღლის სურათთან ყოველთვის ცოცხალი ყვავილებია...
- არ არსებობს, მის ფოტოსთან ყვავილის მიტანა დამავიწყდეს. ის ნამდვილად იმსახურებდა ამას.  ეს პორტრეტი მის სიცოცხლეში დახატა ძალიან დიდმა მხატვარმა. უფალს იმაზე დიდი არაფერი არ შეუქმნია, რასაც ოჯახი ჰქვია. ბავშვებს და ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ უყვარდეთ, უყვარდეთ და უყვარდეთ, რადგან ბედნიერი ის კი არ არის, ვინც უყვართ, ბედნიერია ის, ვისაც უყვარს...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?