ცამეტწლიანი განშორება და სიკვდილის წინ ნათქვამი მიყვარხარ...

სიყვარულის ისტორიები

1 აგვისტო 14:00, 2015 წელი

 „გაუფრთხილდით ერთად ყოფნის თითოეულ წამს, რადგან არავინ იცის, როდის დადგება დასასრული...“


ოლიკო ოცდახუთი წლის იყო, როცა ავთო გაიცნო.
მიუხედავად სოლიდური ასაკობრივი სხვაობისა, წყვილს ერთმანეთი თავდავიწყებამდე შეუყვარდა, თუმცა ერთად ყოფნა დიდხანს არ დასცალდათ... ცამეტწლიანი მტკივნეული განშორებისა და საკუთარი გრძნობების უმკაცრესად გამოცდის შემდეგ, ახალი შეხვედრა ბედნიერი ქორწინების დასაწყისად იქცა. გამიგია, რომ წყვილს, რომელმაც უერთმანეთოდ ყოფნის სიმწარე გამოსცადა, სიკვდილის გარდა ვერაფერი დააშორებსო, სწორედ ასე მოხდა ჩვენი რესპოდენტის შემთხვევაშიც...  


ოლიკო ქანთარია-ბიბიჩაძე:
- მე და ჩემმა მომავალმა მეუღლემ ავთანდილ ბიბიჩაძემ ერთმანეთი 1991 წელს, საერთო სამეგობრო წრეში გავიცანით. ის ამ დროს 38 წლის იყო, მე - 25-ის. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და დროთა განმავლობაში დიდი გრძნობაც გაჩნდა. ამ დროს ავთო მეუღლესთან დაშორებული იყო, მაგრამ ვატყობდი, რომ ჩემთან ურთიერთობაში ჩვენ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა აბრკოლებდა. ისე მოხდა, რომ მე რიგაში სასწავლებლად წასვლა მომიწია. როცა ავთოს ამის შესახებ ვუთხარი, გადაწყვეტილება მომიწონა და მითხრა, რომ ჩემი მომავლისთვის სწავლის გაგრძელება ჯობდა. ორივე ვხვდებოდით, რომ რიგაში წასვლას შეიძლებოდა ჩვენი ურთიერთობის დასასრული მოჰყოლოდა, მაგრამ თითქოს საკუთარი გრძნობების შემოწმება გვინდოდა... თავიდან აქტიურად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს და წერილებს ვწერდით, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გამომიცხადა, შენი ცხოვრებიდან უნდა გავქრეო და სიტყვა შეასრულა. 1995 წლის შემდეგ არ ვიცოდი, სად იყო, როგორ იყო და რას აკეთებდა.


- თქვენ თუ სცადეთ მისი მოძებნა?
- ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ვერაფერს შევცვლიდი. რიგაში სამედიცინო აკადემიაში ჩავაბარე. ბალტიისპირელებმა ქართველები ძალიან თბილად მიგვიღეს. ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, რამაც ავთოსთან დაშორების მტკივნეული პერიოდი გადამატანინა. უამრავი მეგობარი შევიძინე, რომლებთანაც დღემდე ვაგრძელებ ურთიერთობას. მეც ჩავდივარ მათთან სტუმრად და ისინიც ჩამოდიან. ფაქტობრივად, ორი სამშობლო მაქვს.


- საქართველოში დაბრუნების შემდეგ როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა?
- რიგიდან 2002 წელს დავბრუნდი. ამ დროს ერთმანეთის შესახებ არაფერი ვიცოდით. 2003 წელს, რაღაც დღესასწაული იყო და ჩემი უახლოესი მეგობრის დაჟინებული თხოვნით, ავთოს მოსაკითხად დავურეკე. შევატყვე, რომ ჩემი ხმის გაგონება გაუხარდა. მთხოვა, ყურმილი არ დამიკიდოო და ძალიან დიდხანს ვილაპარაკეთ. მერე ბათუმში ჩამოვიდა ჩემს სანახავად. როცა დავინახე, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ერთმანეთს წინა დღეს დავშორდით და შეწყვეტილი საუბარი განვაახლეთ, თითქოს ჩვენ შორის დაკარგული წლები და უშველებელი სიცარიელე არ ყოფილა.
2003 წლის სექტემბერში ოჯახი შევქმენით და დაიწყო ჩემი ცხოვრების უბედნიერესი შვიდი წელიწადი...
იმ წლების მანძილზე, რაც ურთიერთობა აღარ გვქონდა, ავთომ დიდი ტრაგედია გადაიტანა - ძმა და დედა გარდაეცვალა და მოხუც მამასთან ერთად დარჩა. მამამისი უაღრესად კეთილშობილი ადამიანი იყო.
ამ შვიდი წლის მანძილზე ბევრი პრობლემა გამოვიარეთ, მაგრამ ერთმანეთს ვაძლიერებდით. ავთოს ძალიან უყვარდა სიურპრიზების კეთება. შეეძლო, თავსხმა წვიმაში ჩასულიყო და იასამნები ამოეტანა. იცოდა, რომ ძალიან მიყვარდა და გაზაფხულზე იასამნის გარეშე სახლში არ მოვიდოდა.


- როდის გაიგეთ, რომ უკურნებელი სენი სჭირდა?
- 2010 წელს უეცრად მუცელში ტკივილები დაეწყო. ექიმთან წავედით და მეოთხე სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა. ოპერაცია გავუკეთეთ, მაგრამ დაგვიანებული იყო. საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, სამკვირიანი სიცოცხლის ვადა მისცეს, მაგრამ ოთხთვენახევარი ვაცოცხლე. ეს ძალიან მტკიცნეული თვეები იყო.  მაქსიმალურად ვცდილობდი, მისთვის სიცოცხლე გამეხანგრძლივებინა. ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფიც კი ჩემზე ზრუნავდა. ალბათ ძალიან სტკიოდა, მაგრამ მიფრთხილდებოდა და ცდილობდა, ეს ტკივილი არ დაენახებინა. სამსახურიდან მოსულს სუფრას გამიშლიდა - დაღლილი ხარ, ივახშმე და დაისვენეო. სიკვდილამდე ორი თვით ადრე ავთომ ხელის მოწერა მთხოვა. მანამდე მხოლოდ ჯვარი გვქონდა დაწერილი.



- იცოდა, რომ უკურნებელი სენი სჭირდა?
- შეიძლება ხვდებოდა, რადგან ძალიან განათლებული და გათვითცნობიერებული ადამიანი იყო. პროფესიით ჟურნალისტი გახლდათ.  ბოლო წუთამდე გონზე იყო. ავადმყოფობისას სიგარეტს თავი ვერაფრით დაანება. ერთხელ ხელიდან სიგარეტის ღერი გამოვართვი, რომ ჩამექრო. ამ დროს ჩემი ცრემლი დაეცა, ამომხედა და მითხრა - ნუ ტირი, მე შენ ძალიან მიყვარხარო. ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო.  გონება დაკარგა და, დაახლოებით, ხუთ წუთში გარდაიცვალა. ავთოს გარდაცვალების შემდეგ მამამისმა წელიწადნახევარი იცოცხლა.


- ასეთი ტკივილის გადატანის შემდეგ არ გინანიათ, რომ თბილისში დაბრუნებულმა ავთოსთან ურთიერთობა განაახლეთ?
- არა.. არასოდეს. დღემდე მის სახლში და მის სამყაროში ვცხოვრობ და  ხშირად არის მომენტები, როცა მინდა, რაღაც ვუთხრა, დაველაპარაკო, მაგრამ ძალიან მიჭირს...  რა თქმა უნდა, ყველაფერი ღვთის ნებაა და ცხოვრება გრძელდება.  ეს ისეთი ტკივილია, რომელიც არასოდეს მოშუშდება, მაგრამ ვცდილობ, ტკივილთან არ ჩავიკეტო. „ პსპ“ აფთიაქში  ფარმაცევტად ვმუშაობ და სამსახურიც ისეთი მაქვს, რომ ღიმილი ჩემი სავიზიტო ბარათი უნდა იყოს. ავთოს გარდაცვალების შემდეგ სამსახურში გასვლა შევძელი თუ არა, მაშინვე გავუღიმე წამლისთვის მოსულ ადამიანს.  

- ერთად ყოფნის პერიოდში თუ გიკითხავთ, რატომ გაწყვიტა თქვენთან კონტაქტი და რატომ არ ცდილობდა თქვენს დაბრუნებას?
- ამ კითხვებს ყოველთვის უპასუხოდ ტოვებდა. მერე კი წარსულზე აღარ ვსაუბრობდით.  ძვირფასი დრო დავკარგეთ, ძვირფასი ცამეტი წელი, რომელიც შეიძლებოდა, ერთად გაგვეტარებინა.
ჩემი მეუღლე ძალიან თბილი ადამიანი იყო, რომელმაც მოახერხა, ყველასთვის, ვინც მას იცნობდა, თავი შეეყვარებინა. ბედნიერი ვარ, რომ ეს შვიდი წელი არსებობდა ჩემს ცხოვრებაში.
საუბრის დასასრულს ყველა შეყვარებულს ვურჩევ, არასოდეს შეგეშინდეთ საყვარელი ადამიანისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა. გაუფრთხილდით ერთად ყოფნის თითოეულ წამს, რადგან არავინ იცის, როდის დადგება დასასრული...  

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?