ტიციან ტაბიძის საბედისწერო სიყვარული და ახდენილი ავი წინათგრძნობა

სიყვარულის ისტორიები

26 სექტემბერი 14:00, 2015 წელი

ტიციანმა წითელკაბიანი ქალიშვილი დაინახა თუ არა, მიხვდა, რომ მისთვის იყო დაბადებული. მალე ნინა „ცისფერყანწელთა“ მკითხველად, მსმენელად, მეგობრად და თანამოაზრედ იქცა. ამ დროს ტიციანს მის მიმართ უკვე ძლიერი გრძნობა ჰქონდა...

შენს წითელ კაბას... ბალაგანის ჯვრის გარდამოხსნას, / შენს ტუბერკულოზს და სინაზით ავად გამხდარ ხმას! / ძველი სონეტის მხოლოდ დარჩა... ერთი ტერცინა. / შაითან ბაზრის დაიხურა ყველა დუქანი... - ეს სტრიქონები ქართველმა სიმბოლისტმა და „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთმა დამაარსებელმა ტიციან ტაბიძემ ნინა მაყაშვილს უძღვნა. „წითელი ქალიშვილი“, როგორც მას მეწამული კაბის გამო უწოდეს, თავადი მაყაშვილის ქალიშვილი გახლდათ. პატარა ნინოს წილად ხვდა ბედნიერება, ილია ჭავჭავაძის მუხლზე მჯდარიყო და ცოცხალი ვაჟა-ფშაველა ეხილა.
ალბათ, ვაჟა-ფშაველამ და ილია ჭავჭავაძემ დამანათლეს, მთელი ცხოვრება პოეტებთან გამეტარებინაო, - წერდა ნინო მაყაშვილი თავის მოგონებებში. თბილისში ჩამოსვლისთანავე, ლამაზი გარეგნობის, დახვეწილი გემოვნებისა და მანერების ნინა, რომელსაც განათლება თელავის წმინდა ნინოს პანსიონში ჰქონდა მიღებული, პოეტებისა და მწერლების ყურადღების ცენტრში მოექცა. მისი გულის მოგება თვით კონსტანტინე გამსახურდიამაც კი სცადა, თუმცა ნინამ ტიციანი არჩია, რომელიც გარშემომყოფებს დიდი ცისფერი თვალებითა და ღილ-კილოში გაკეთებული მიხაკით ხიბლავდა.


ტიციან ტაბიძე 1893 წლის 21 მარტს ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში დაიბადა. 1901-1905 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან, გალაკტიონთან ერთად.
1913 წელს ტიციანმა სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. სტუდენტობის წლებში ტიციანი აქტიურად მონაწილეობდა „ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. თბილისში „ცისფერყანწელთა“ თავშეყრის ადგილი კაფე „ქიმერიონი“ იყო, სადაც თითქმის ყოველ საღამოს იმართებოდა პოეტური საღამოები. ერთ-ერთ ასეთ საღამოს გაიცნო საზოგადოებამ ნინა მაყაშვილი. 


ნინა მაყაშვილის მოგონებებში ვკითხულობთ: „ერთხელ, კონსტანტინე გამსახურდიამ მიხაკების თაიგული მაჩუქა. ყვავილები შინ წავიღე. ერთი მიხაკი კი ჰალსტუხში გავირჭე  და ქართულ ჩაიხანაში წავედი, სადაც თავს იყრიდა მთელი ტფილისის ინტელიგენცია. მაგიდას რომ ვუახლოვდებოდი, მარტა მაჩაბელმა, რომელიც ტიციან ტაბიძის გვერდით იჯდა, მიხაკი გამომტაცა. მინდოდა, მარტასთვის მიხაკი წამერთმია, მაგრამ ქალი გაჯიუტდა, მაშინ ტიციანმა ყვავილი თავისი საღილედან ამოაძრო და გამომიწოდა. ჯერ ვიუარე, ის-ის იყო, უნდა დამეტუქსა, მაგრამ სიტყვა პირზე შემატოვა: უარს ნუ მეტყვით. მე თქვენ გიცნობთ. ნინა მაყაშვილი ბრძანდებითო. მადლობა გადავუხადე. ყვავილი გამოვართვი და შინ დავბრუნდი. კონსტანტინე გამსახურდიაც უკან გამომყვა. გზაში გამომიტყდა: დილით შენთვის თაიგულს რომ ვყიდულობდი, თაიგულიდან ერთი მიხაკი ტიციანმა ამოიღო, გულზე დაიბნია და მითხრა: ამ ერთადერთ ყვავილს ვუბოძებ წითელ ქალიშვილს, მაგრამ მისთვის ეს თაიგულზე ძვირფასი იქნებაო. იმ დღიდან მე და ტიციანი ძალიან ხშირად ვხდებოდით ერთმანეთს“.
ტიციანისა და ნინა მაყაშვილის სასიყვარულო ურთიერთობაზე და პოეტის შემოქმედებით მუზაზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი მურად მთვარელიძე გვიამბობს:


- ტიციან ტაბიძის პირველი გატაცება ცნობილი ქუთაისელი ექიმის ნაზარაშვილის სილამაზით განთქმული ქალიშვილი ისია ნაზაროვა იყო, თუმცა ამას სიყვარულს ვერ დავარქმევთ. თბილისში გადმოსვლის შემდეგ „ცისფერყანწელები“ რუსთაველის გამზირის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. თითქმის ყოველდღე იმართებოდა პოეზიის საღამოები, ნადიმები... ერთ მშვენიერ დღეს ამ საძმოს ძალიან საინტერესოდ შემოუერთდა კახელი თავადის ასული ნინო მაყაშვილი. ნინას მოგონებებიდან ჩანს, რომ მის მიმართ სიმპათიებით იყო განწყობილი კონსტანტინე გამსახურდია.


- ერთი ყვავილის ისტორიას გამსახურდიას მხრიდან რა რეაქცია მოჰყვა?
- ალბათ, ცოტა გაბრაზდა, თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ტიციანმა წითელკაბიანი ქალიშვილი დაინახა თუ არა, მიხვდა, რომ  მისთვის იყო დაბადებული. მალე ნინა „ცისფერყანწელთა“ მკითხველად, მსმენელად, მეგობრად და თანამოაზრედ იქცა. ამ დროს ტიციანს მის მიმართ უკვე ძლიერი გრძნობა ჰქონდა და მალე ქალმაც საპასუხო გრძნობით უპასუხა.


- ნინასთვის მიძღვნილ ლექსში ტიციანი ტუბერკულოზს ახსენებს...
- დიახ. ნინა ტუბერკულოზით დაავადდა. ამ პერიოდში მისთვის საოცრებებს აკეთებდნენ ტიციანი და მისი მეგობარი პაოლო იაშვილი. ნინას რომ ნემსის კეთება გაადვილებოდა, პაოლო ნემსებს მასთან ერთად იკეთებდა. პაოლომ, რომელსაც იმდენად უჭირდა, რომ დახეული შარვლითა და ფეხსაცმელებით დადიოდა, 1920 წელს ტიციანისა და ნინას ქორწილისთვის ბათუმიდან იები ჩამოიტანა. ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდა. მალე ტიციანსა და ნინას ქალიშვილი ნიტა შეეძინათ, მაგრამ 1921 წლის ამბებმა და 1924 წლის აჯანყების ჩახშობამ ქართველი მწერლების განწყობებზე საშინლად იმოქმედა. 1925 წელი დიდი სულიერი კრიზისის პერიოდი გახლდათ. სწორედ ამ დროს ტიციან ტაბიძე რუსთაველის გამზირზე, კომერსანტ ქებაძის მიერ ახლად გახსნილ მინერალური წყლების მაღაზიაში შევიდა. პავილიონში ოთხი ერთმანეთზე ლამაზი ქალიშვილი მუშაობდა. მათ შორის ყველაზე ლამაზი თამუნია წერეთელი გახლდათ.


- წერეთლების უმშვენიერესი ქალი მინერალური წყლების მაღაზიაში გამყიდველად როგორ აღმოჩნდა?
- ეს მთელი ისტორიაა... თამუნიას მამასთან, ბეჟან წერეთელთან აკაკი წერეთელს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. თამუნიას დედა ნიცა ბაგრატიონ-დავითაშვილი ტასო მაჩაბლისა და აკაკი წერეთლის უახლოესი მეგობარი გახლდათ. ფაქტობრივად, თამუნია აკაკის მუხლებზე გაიზარდა.. გასაბჭოების პერიოდში, თავადაზნაურობამ და მათ შორის, წერეთლებისა და ბაგრატიონ-დავითაშვილების ოჯახებმა ისეთი დევნა და შევიწროება განიცადეს, რომ უმეტესობამ საზღვარგარეთ გაქცევით უშველა თავს. სრულიად უმწეო მდგომარეობაში დარჩენილი თამუნია დედასთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და ქებაძემ მინერალური წყლების პავილიონში მუშაობა დააწყებინა. ასე შეხვდა ტიციანი თავის მუზად ქცეულ თამუნიას და ისე, რომ ქალიშვილს საერთოდ არ იცნობდა, პირველი ლექსი უძღვნა. ამ დროს ტიციანის მეუღლე ნინა ტაბიძე ბორჯომში ისვენებდა. ტიციანმა ჯერ დეპეშა გაუგზავნა ნინას და მერე დაურეკა, სასწრაფოდ თბილისში ჩამოდიო.


- რატომ?
- იმიტომ, რომ თამუნია ეჩვენებინა. ნინა თავის მოგონებებში წერს, რომ ტიციანმა მეორე დღესვე წაიყვანა მინერალური წყლების პავილიონში და წერეთლის ულამაზესი ქალი აჩვენა. ნინა ქალიშვილის სილამაზით აღფრთოვანებული დარჩენილა, თუმცა ტიციანისთვის უთქვამს, მე აქ საჭირო აღარ ვარო და ბორჯომში გაბრუნებულა. ამ დღის სახსოვრად პოეტმა მეუღლეს ძვირფასი ჩანთა უყიდა. იმ პერიოდში მთელი თბილისი თამუნიას ეტრფოდა, მაგრამ ტიციან ტაბიძე მისი პირველი მეხოტბე იყო. ნინა რომ თბილისში ჩამოვიდა, ტიციანს თამუნია წერეთელზე უკვე რამდენიმე ლექსი ჰქონდა დაწერილი. მეგობრები უკრძალავდნენ, ნინოს ეწყინება და არ გამოაქვეყნოო, მაგრამ იმდენად მშვენიერი ლექსები იყო, როგორ შეიძლებოდა, რომ მკითხველს არ ენახაო, იგონებდა ნინა ტაბიძე.


- ამბობენ, მშვენიერი თამუნიას სანახავად ტიციანი უკანასკნელი კაპიკებით ეპატიჟებოდა ნაცნობებს მინერალურ წყლებზე... ეს ურთიერთობა ბოლომდე პლატონური დარჩა?
- ნაცნობობის გარდა, არავითარი ურთიერთობა  არ ყოფილა. 1926 წლის ერთ დღეს ტიციან ტაბიძემ, პაოლო იაშვილმა, გოგლა ლეონიძემ და სხვა „ცისფერყანწელებმა“ თამუნია წვეულებაზე დაპატიჟეს. იმის საჩვენებლად, რომ ეს წმინდა და ამაღლებული ურთიერთობა იყო, წვეულებაზე ყველა ცოლებთან ერთად მივიდა. იმ საღამოს გოგლა ლეონიძემ წერეთლის ქალს ექსპრომტი უძღვნა. თამუნია ისეთი გასაოცარი სილამაზის იყო, რომ იოსებ გრიშაშვილი ამბობდა, ქუჩაში მის დანახვაზე ხალხი ჩერდება და პირჯვარს იწერსო. სხვათა შორის, გრიგოლ რობაქიძემ, რომელიც თამუნიას ეტრფოდა, ქალიშვილს თავისი „გველის პერანგი“ ასეთი წარწერით უძღვნა: „თუ შევძელი ქართველი ქალის ასახვა, მაშინ ვიფიქრებდი, რომ ჩემს ნაცნობობას თქვენთან ამაოდ არ ჩაუვლია“. კონსტანტინე გამსახურდიამ კი თამუნიას ძველი საქართველოს ცოცხალი ფრესკა უწოდა. თამუნიას ეძღვნება გიორგი ლეონიძის ლექსი „ღამე ივერიისა“. წერეთლის უმშვენიერესი ქალი  ცოლად იურისტს, სატირისა და იუმორის თეატრის დამაარსებელ ნიკოლოზ კახიძეს გაჰყვა. მათ ერთი ქალიშვილი, რუსუდან კახიძე ეყოლათ. მშობიარობის შემდეგ თამუნიას პერიტონიტი დაემართა და ექიმებმა ფეხი მოჰკვეთეს. საბოლოოდ, ეს ულამაზესი ქალბატონი ხეიბრად დარჩა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, თამუნია თავისმა დეიდაშვილმა, ვანო მაჩაბლის ქალიშვილმა ელენე მაჩაბელმა თავის ბინაში გადაიყვანა. აი, იქ მოინახულა ტიციანმა თამუნია და პირველად დარჩა მასთან პირისპირ. სიტყვა არ უთქვამთ ერთმანეთისთვის. იყო დუმილი და იყო საოცარი სევდა. ამ განწყობით დაიწერა „რა დამავიწყებს ამ შავ გაზაფხულს“ და „შენ აქ რა გინდა“, სადაც ტიციანმა თავისი სიკვდილიც იწინასწარმეტყველა: 
„შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის მომაგონდები ამ ანანურთან. / შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის, ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა. / არც კი გიცნობდი, არც კი მენახე, ისე გხატავდა თამარს ვრუბელი. / ხარ დანგრეული შენ „მოდი-ნახე“, ფეხმოტეხილი შენ ხარ ღრუბელი. / ისე ნაზია ეს მოგონება, როგორც დემონის ფრთების შეხება, / სჯობს გაიხარონ სხვა გოგოებმა, მოიბან შენი ირმის ფეხები. / დე! გაიხარონ იმათ მგოსნებმაც, მათი ცხოვრება ხვალე იწყება, / ჩვენ მგლოვიარე, მწუხვარ ოცნებას დაფარავს მიწა და დავიწყება. / გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი და ახეული მაქვს ლაყუჩები, შემართულია ფეხზე ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები“.


- ტიციანის სიკვდილის შემდეგ, როგორ განვითარდა ნინო ტაბიძის ცხოვრება?
- ნინო განსაკუთრებული ადამიანი იყო, ამ ქალბატონს ჰქონდა სიყვარულისა და მეგობრობის საოცარი უნარი. ის მთელი ცხოვრება ელოდა ტიციანს  და 60-იან წლებში გარდაიცვალა. თამუნია წერეთლის ქმარი, ისე როგორც ბევრი სხვა, 1937 წელს შუა აზიაში გადაასახლეს და წერეთლის ქალი ცალი ფეხით და ყავარჯნით ჩავიდა მასთან. ეს საოცარი ქალბატონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.  


ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის გაასამართლეს და 44 წლის ასაკში დახვრიტეს. პოეტს, რომლის ლექსები თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ და სხვა ენებზე, საფლავიც კი არ აქვს. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?