მეფე ერეკლეს ანასტასიასა და მუსლიმანი აშუღის სიყვარული ამბავი

სიყვარულის ისტორიები

21 ნოემბერი 14:00, 2015 წელი

ერეკლე მეორის შვილიშვილის ანასტასია ციციშვილისა და მუსლიმანი აშუღის ალავერდა საზანდარის სიყვარულის ამბავმა მთელი იმდროინდელი დიდგვაროვანი საზოგადოება აღაშფოთა და საქმეში კათალიკოს-პატრიარქიც ჩაერია...

ანასტასიას დედა, ერეკლე მეორესა და დედოფალ დარეჯანის ქალიშვილი, მარიამ ბატონიშვილი თბილისის მოურავის დავით ციციშვილის მეუღლე გახლდათ.
თანამედროვეთა გადმოცემით, მარიამი მხიარული და გულგახსნილი ქალი ყოფილა, მაგრამ მეფის გარდაცვალებისა (1798 წ.) და ანტირუსული განწყობის გამო დედოფლის რუსეთში გადასახლების შემდეგ (1803 წ.), ძალიან დანაღვლიანდა. ყოველგვარი მხიარულება აკრძალა და ქარელთან ახლოს მდებარე სოფელში განმარტოვდა, სადაც ღამეებს ლოცვებსა და საღმრთო წერილის კითხვაში ათენებდა.
ამავე პერიოდს უკავშირდება მარიამ ბატონიშვილის სამგლოვიარო ლექსების ციკლიც.
ერეკლეს ქალიშვილების პოეზიის მკვლევარი ვახტანგ კოტეტიშვილი წერდა: „საზოგადოება, ნებსით თუ უნებლიეთ, დაეშვა გამარუსებელ პოლიტიკის დაღმართზე, მწერლები კი ქანაობდნენ ძველისა და ახლის შორის, იმედისა და სასოწარკვეთილების საზღვარზე, საქართველოზე მეოცნებენი და მისთვის განწირულები. და თითქოს სიმბოლურია ის გარემოება, რომ მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურა ქალებმა დაიწყეს, ერეკლე მეფის სამმა ასულმა - მარიამ, თეკლე და ქეთევან. ვაჟკაცები აქეთ-იქით გადაცვინდნენ, ქალები კი ნაზ ცრემლებით დაიტირებდნენ „ედემის ბაღს“ - საქართველოს“.


ბარბარე ქობულაშვილის ჩანაწერების თანახმად, მარიამ ბატონიშვილი „იყო სევდიანი, ვითარცა ბაგრატიონნი, რომელთაც გვარად მოსდგამთ და უყვართ მხიარულება და ისეც ჰქონდა თავისი სახლი დაჩვეული“.
მარიამ ბატონიშვილი გათხოვილი გახლდათ თბილისის მოურავზე დავით ციციშვილზე, რომელთანაც 1782 წელს ანასტასია შეეძინა.


იმდროინდელ საქართველოში ძალიან პოპულარული იყო აშუღური პოეზია. აღმოსავლეთის მუსლიმანურ ქვეყნებში აშუღი მგოსანია, რომელიც უკრავს თარს, საზს ან ქამანჩას და ზედ საკუთარ ლექსებს ამღერებს. სიცოცხლისა და სიყვარულის მომღერალი აშუღი ქართველ დიდგვაროვანთა დარბაისლური ქეიფის განუყრელი ნაწილი იყო.


ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი მურად მთვარელიძე:
- დავით ციციშვილსა და მარიამს ჰყავდათ ქალიშვილი ანასტასია, რომელიც  ცნობილია თავისი ტრაგიკული ბედით. ქეთევან ორბელიანის  მონათხრობის თანახმად, მარიამ ბატონიშვილი დანიშნული ყოფილა ზაზა ანდრონიკოვზე. პეტერბურგში ყოფნისას ეს ახალგაზრდა კაცი მდინარეზე საბანაოდ წასულა და დამხრჩვალა. როცა ანასტასიასთვის საქმროს სიკვდილის ამბავი უცნობებიათ, ძალიან მოუწყენია. მიუხედავად იმისა, რომ ანდრონიკოვთან ნიშნობა გარიგების შედეგი იყო და საქმრო არ უყვარდა, მისმა სიკვდილმა ქალზე ძალიან იმოქმედა. დაღონებული ანასტასიასთვის დარდის გასაქარვებლად, ახლობლებს მისთვის ალავერდა საზანდარი მოუყვანიათ.


მეცნიერის მონაყოლიდან ირკვევა, რომ თავისი ხელოვნებით სახელგანთქმული ალავერდა თბილისის არისტოკრატული ოჯახების სასურველი სტუმარი იყო. ალავერდა საზანდარი ხშირად სტუმრობდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახს და მეგობრობდა გრიგოლ ორბელიანთან. როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა კაცს, სახელოვნებო ნიჭის გარდა, ადამიანებთან ურთიერთობისა და თანადგომის განსაკუთრებული უნარი ჰქონდა და ანასტასიას ჭირისუფლადაც ამიტომ შეარჩიეს. ალავერდამ ციციშვილის ქალისთვის საქმროს გარდაცვალებით მიყენებული ტკივილის დავიწყებაზე გაცილებით მეტი მოახერხა, თუმცა მათ ურთიერთობას ბედნიერი დასასრული არ ეწერა.



ალავერდას გვარის შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება, თუმცა ცნობილია, რომ მას ყველა ალავერდა საზანდრად მოიხსენიებდა. სხვათა შორის, გრიგოლ ორბელიანი თავის ერთ ლექსში ალავერდაზე წერს: „სულით ერთნო, მოლხინენო, აწ შეკრბით, თასით, ჯამით, ყანწით, აზარფეშებით. ალავერდა დასვით თასით ნაქებით, ხოჯა ბულბულ ტკბილის ხმით აღუღუნეთ“.
სწორედ ამ ტკბილი ხმით უმღეროდა ალავერდა ანასტასიას. თავადის ასულსა და საზანდარს ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. ალავერდამ ქალიშვილი მოიტაცა და თბილისის აბანოების მახლობლად, მუსლიმანებით დასახლებულ უბანში მდებარე სახლში წაიყვანა.
ამ ამბავმა ქართველ დიდგვაროვანთა აღშფოთება გამოიწვია. საქმეში ჩაერია კათალიკოს-პატრიარქი და ანასტასია სახლში დააბრუნეს. უცნობია, როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები, მაგრამ ამ ამბიდან მალევე ანასტასია გარდაიცვალა.


როცა ეს ალავერდამ გაიგო, პროტესტის ნიშნად სალამური გატეხა და აბანოსთან მდებარე გამოქვაბულში შევიდა. იქიდან უკვე მხოლოდ მისი აზანი, ანუ ცრემლიანი ლოცვა ისმოდა, რომლის მოსასმენად მთელი ქალაქი დადიოდა.
ის სიცოცხლის ბოლომდე დარჩა თავისი სიყვარულის ერთგული და ცოლი აღარ მოუყვანია. 


ალავერდა საზანდარის შემდგომი ცხოვრების შესახებ მეტი ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ, თუმცა ერთი რამ ცხადია - ქართველმა დიდკაცობამ სასტიკად დასაჯა შეყვარებული საზანდარი და ცხოვრების გზა-კვალი აურია...
მაგრამ უბედურებას ვერც ანასტასია გადაურჩა.
ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვალებამდე ახალგაზრდა ქალი ჭკუიდან შეშლილა.


P.S. ტექსტში გამოყენებულია ლევან ჭოღოშვილის ნახატები.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?