ქართველი ოფიცრისა და ვარშავის მერის ქალიშვილის თავგანწირული სიყვარულის ამბავი და სიკვდილამდე გულით ნატარები ფოტო...

სიყვარულის ისტორიები

26 მარტი 14:00, 2016 წელი

უამრავმა ქართველმა დალია სიცოცხლის უკანასკნელი დღეები უცხოობაში და შთამომავლობას სამშობლოს მონატრებული კაცის სევდა და ქართული მიწის სიყვარული დაუტოვა. როგორ აღმოჩნდა ქართველი თავადიშვილი ალექსანდრე კალატოზიშვილი პოლონეთში და რით მოხიბლა ვარშავის მმართველის მშვენიერი ასული ევგენია იუშკევიჩი, ამაზე კალატოზიშვილების შთამომავალი და ჩვენი აქტიური მკითხველი მარინა ლოლაშვილი-ცომაია გვიამბობს.


- წინაპრებისგან მსმენია ჩემი დიდი პაპის, ალექსანდრე კალატოზიშვილისა და ბებიის, ვარშავის მმართველის ქალიშვილის დიდი სიყვარულის შესახებ. დავიწყებ იმით, რომ ჩემი წინაპრები რუსეთში ვახტანგ მეოთხის დროს გადახვეწილან. ალექსანდრე კალატოზიშვილი მეფის რუსეთის ქვეითი ჯარის პოლკოვნიკი და ყირიმის ომის გმირი გახლდათ. რომელიღაც სამხედრო ოპერაციაში მძიმედ დაჭრილი, სხვა დაჭრილებთან ერთად, სამკურნალოდ ვარშავაში გადაუყვანიათ. ამ დროს პოლონეთი რუსეთის იმპერიაში შედიოდა და დაჭრილი სამხედროების მკურნალობას რუსეთის მეფის და კურირებდა. სწორედ მასთან მისულა ვარშავის მმართველის ქალიშვილი, 18 წლის ევგენია ზინოვიევნა იუშკევიჩი და მუხლებში ჩავარდნია თხოვნით, რომ დაჭრილებზე ზრუნვის უფლება მიეცა. ამ ასაკის გოგონასთვის ძალიან მძიმე სანახავი იქნებოდა დაჭრილებით სავსე მატარებელი, თუმცა ევგენიას გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინეს. იმ დროს ბამბა არ არსებობდა, ამიტომ თეთრ ნაჭერს ჩეჩდნენ და დაჭრილებს სისხლის დენას ამით უჩერებდნენ. ალექსანდრე კალატოზიშვილი მაშინ 30 წლის სიმპათიური ოფიცერი იყო. საშინელი ტკივილებით გაწამებულმა, როგორც კი მშვენიერი გოგონა დაინახა, მაშინვე გულში ჩაუვარდა. ევგენიასაც მოეწონა და გვერდიდან აღარ მოშორებია. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, რომელიც ქორწინებით დაგვირგვინდა.  


- როგორ შეეგუა ვარშავის მმართველის ქალიშვილი სამხედრო ოფიცრის მომთაბარე ცხოვრებას?
- მათ შორის ისეთი თავგანწირული სიყვარული იყო, რომ ევგენია ქმარს ქვეყნიერების დასასრულამდე გაჰყვებოდა. ალექსანდრეს, როგორც სამხედროს, ხან რომელ ქალაქში აგზავნიდნენ, ხან - რომელში, მაგრამ ცოლი გვერდიდან ერთი წუთითაც არ მოშორებია. ჩემი დიდი პაპა ირაკლი კიევშია დაბადებული. საერთოდ კი, ალექსანდრესა და ევგენიას რვა შვილი შეეძინათ.


- ალექსანდრე კალატოზიშვილი საქართველოში არასოდეს ყოფილა?
- როგორ არა... მას საქართველოში ჰყავდა დედა - ეკატერინე, რომელსაც კეკეს ეძახდნენ. ეკატერინეს ერთი შვილი - ნიკო უკვე ჰყავდა, როდესაც ალექსანდრე გააჩინა. სამწუხაროდ, მისი ახალგაზრდა მეუღლე სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა და კეკე დაქვრივდა. ამ დროს მისი მული, რომელიც პეტერბურგში ცხოვრობდა, საქართველოში ჩამოვიდა და ახალშობილი ალექსანდრე თან წაიყვანა. ალექსანდრე პეტერბურგში გაიზარდა და სამხედრო განათლებაც იქვე მიიღო. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლას, მრავალწლიანი განშორების შემდეგ, როგორც იქნა, ის სამშობლოში გამოაგზავნეს და ცოლითა და რვა შვილით ჩამოვიდა. თურმე ჩემი დიდი პაპა, ირაკლი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა თავის პაპას. მსგავსება იმდენად დიდი იყო, რომ როცა კეკემ დაინახა, გული წაუვიდა. ალბათ, ამ მსგავსების გამო, კეკე ირაკლის განსაკუთრებულად ანებივრებდა. სამწუხაროდ, ერთად ყოფნის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. რაღაც პერიოდის შემდეგ ალექსანდრე, ოჯახთან ერთად, სტავროპოლში გაგზავნეს. გზაში ფილტვების ანთება დაემართა და ვლადიკავკაზამდე არმისული გარდაიცვალა. ალექსანდრე ვლადიკავკაზის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალეს, სრულიად ახალგაზრდა ევგენია კი რვა შვილით მარტო დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მთხოვნელები ჰყავდა, ევგენია აღარასოდეს გათხოვილა და მთელი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა. ამბობენ, ქმრის სურათი გულისჯიბით დაჰქონდა და გარდაცვალების დროსაც გულზე ედო...


- ალექსანდრესა და ევგენიას შვილების ცხოვრება როგორ წარიმართა?
- ქალიშვილებმა პეტერბურგის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი დაამთავრეს. მამის სეხნია ალექსანდრემ, მამის მსგავსად, სამხედრო კარიერა არჩია და საკადრო ოფიცერი გახდა, მაგრამ 1918 წელს ბოლშევიკებმა დახვრიტეს. ამ პერიოდში ოჯახს საშინელი რეპრესიების გადატანა მოუხდა. ირაკლის საბჭოთა უშიშროება დაკითხვებზე ატარებდა. ბებიას, როგორც თავადის შვილს, სკოლიდან აგდებდნენ... ჩემი დიდი ბებია ჰყვებოდა, დილას ირაკლის სახლიდან რომ ვაცილებდი, მეგონა, უკანასკნელად ვხედავდიო. რეპრესიების გამო ოჯახი იძულებული იყო, გვარი კალატუზოვზე შეეცვალა. თუმცა, ირაკლის პასპორტში ქართველი ეწერა და სხვებმაც მშვენივრად იციან, რომ ქართული წარმოშობა აქვთ.
ჩემმა დიდმა პაპამ ირაკლიმ სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და მთელი ცხოვრება ორჯონიკიძეში ექიმად მუშაობდა. ერთ-ერთი შვილი ნიკოლოზი მღვდელი გახდა. ვლადიმერი ჩრდილოეთ ოსეთის დამსახურებული ალპინისტი იყო. 1918 წელს დახვრეტილი ალექსანდრეს შვილთაშვილი მოსკოვში ატომური ენერგეტიკის მიმართულებით მომუშავე კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელია.


- როგორც ვიცი, თქვენმა დიდმა პაპამ სიცოცხლის უკანასკნელი წლები საქართველოში გაატარა.
- დიახ, ის საქართველოში გარდაიცვალა, თუმცა მანამდე მასაც საინტერესო სიყვარულის ისტორია ჰქონდა. ის სამუშაოდ  სტავროპოლის მხარეს გაგზავნეს, სადაც გაიცნო ჩემი დიდი ბებია - მარია დარაგანოვა. მარიას მამა ადგილ-მამულებისა და ტბის მფლობელი უმდიდრესი ვაჭარი იყო. თავადიშვილის ვაჭრის შვილზე დაქორწინების ამბავმა წარჩინებულთა წრეში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, თუმცა ირაკლი მარიაზე თავდავიწყებით შეყვარებული გახლდათ და არავის აზრი არ აინტერესებდა. სწორედ ამ დროს სტავროპოლში თავად-აზნაურთა შეკრება და საზეიმო საღამო გამართულა. ამ საღამოზე უნდა წარედგინა ირაკლის საზოგადოებისთვის მარია. თავადები და მათი ცოლები სეირის საყურებლად და ვაჭრის ქალიშვილის დასაცინად ემზადებოდნენ. ამ დროს ირაკლის იისფერ კაბაში გამოწყობილი ულამაზესი ქალიშვილი შემოუყვანია, რომელსაც არც ერთი ოქრო და სამკაული არ ეკეთა. მხოლოდ ფეხსაცმელი ეცვა, რომელსაც ბრილიანტებით მოოჭვილი ქუსლი ჰქონდა. მარიას დანახვაზე ყველა სახტად დარჩენილა. ქალიშვილმა მოხერხებულად დასცინა იმ ადამიანებს, რომლებიც მის დასაცინად ემზადებოდნენ. ირაკლისა და მარია დარაგანოვას შეეძინათ ჩემი ბებია - თინა კალატოზიშვილი, რომელიც ექიმი ფიზიოთერაპევტი იყო. საუბრის ბოლოს გეტყვით, რომ მე დღემდე მაქვს კონტაქტი ირაკლის სამივე ძმის შთამომავლებთან. წარმოიდგინეთ, რამდენი ომი, რევოლუცია და რეპრესიები გამოიარა ამ ხალხმა და დღემდე სათუთად ინახავს წინაპრების ხსოვნასა და ფოტოებს. ალბათ, ასეთი დამოკიდებულება ორი საუკუნის წინათ აღმოცენებული დიდი სიყვარულის შედეგია, რომელიც შთამომავლებს დღემდე გვათბობს...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?