„გულების დედოფალი“ და საიდუმლო, რომელიც ლედი დიმ საფლავში გაიყოლა

სიყვარულის ისტორიები

20 აპრილი 22:00, 2016 წელი

1997 წლის 31 აგვისტოს პარიზის  Place De L'Alma-ს გვირაბში ტრაგიკულად დაიღუპა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ქალი - პრინცესა დიანა. ამ დღიდან თითქმის 20 წელი გავიდა, მაგრამ ლედი დის ცხოვრება ძველებურად აღელვებს მილიონობით ადამიანს. დღემდე განსჯის საგანია, ვინ უყვარდა დიანას, როგორი იყო მისი ცხოვრების უკანასკნელი წლები, ვისი ბრალია საბედისწერო ავარია... 


უელსის პრინცესა დიანა ფრენსის სპენსერი 1961 წლის 1-ელ ივლისს დაიბადა. მისი მამა ჯონ სპენსერი ელტორპის ვიკონტი გახლდათ. დიანას ბავშვობამ სანდრიგემში გაიარა. 8 წლის იყო, როცა მისი მშობლები დაშორდნენ და დიანა, დებთან და ძმასთან ერთად, საცხოვრებლად მამასთან დარჩა. სპენსერებს მრავალსაუკუნოვანი კავშირი ჰქონდათ სამეფო ოჯახთან. მათი გვარიდან იყვნენ ჰერცოგი მელბურნი და უინსტონ ჩერჩილი. ამგვარად, ბრიტანეთის დედოფლის ვაჟთან ქორწინება დიანას მშობლების - ვიკონტისა და ვიკონტესას სტატუსით გახლდათ განპირობებული.


პრინცი ჩარლზის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, მის გარემოცვაში არასოდეს იყვნენ ახალგაზრდა გოგონები, ამიტომ არ გაუპროტესტებია, როცა მისთვის მეუღლის შერჩევა ოჯახის წევრებმა აიღეს საკუთარ თავზე. დიანას ხშირად იწვევდნენ სამეფო ოჯახში ვახშმად.1981 წლის 24 თებერვალს კი ვესტმინსტერის სასახლემ ნიშნობა გამოაცხადა. 

ამავე წლის 29 ივლისს წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში შედგა ჯვრისწერა. პრინცი ჩარლზისა და 20 წლის ულამაზესი პრინცესას გრანდიოზული ქორწილის ცერემონიალს მთელი მსოფლიოდან 750 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს.
1982 წლის 21 ივნისს პრინცესამ ტახტის პირველი მემკვიდრე, უილიამი გააჩინა. 1984 წლის 15 სექტემბერს ქვეყანას მეორე პრინცი ჰარი მოევლინა. ბრიტანელებმა მთელი გულით შეიყვარეს კეთილი და ლამაზი პრინცესა, თუმცა ჩარლზთან ქორწინება უიღბლო გამოდგა - ის ურთიერთობას აგრძელებდა საყვარელთან, კამილა პარკერ ბუოლზთან, რომელიც გათხოვილი ქალი იყო. ამბობენ, რომ პრინცესამ თავიდანვე იცოდა ჩარლზისა და კამილას ურთიერთობის შესახებ, ამიტომ დედინაცვლისთვის მიწერილ წერილში კამილას „როტვეილერად“ მოიხსენიებდა. საპასუხოდ, კამილა ჩარლზისთვის გაგზავნილ წერილებში დიანას სიცილისმომგვრელ არსებას უწოდებდა.


ჩარლზი და კამილა ერთმანეთს 70-იან წლებში პრინცის ძველმა საყვარელმა ლუსიამ გააცნო, რომელსაც უელსის პრინცთან ურთიერთობა მოსწყინდა და საკუთარი თავის შემცვლელს ეძებდა. „იცით, ჩემი დიდი ბებია ელის კეპელი თქვენი დიდი ბაბუის ედუარდ მეშვიდეს საყვარელი იყო. ჩვენც ხომ არ გვეცადა?“ - ასეთი შოკისმომგვრელი წინადადებით მიმართა კამილამ პრინცს პირველივე შეხვედრაზე. პრინცმა მშვიდად მიიღო ლუსიას კამილათი ჩანაცვლების ფაქტი და სცადა.  


„სიცილისმომგვრელი არსება“ კი, მეუღლისგან განსხვავებით, ერთგული მეუღლე და საუკეთესო დედა აღმოჩნდა. სამეფო წვეულებებზე დასწრების ნაცვლად, საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობდა. შვილებს ძიძის გარეშე ზრდიდა, ყოველთვის ახერხებდა ბავშვების სკოლიდან გამოყვანას და მათთან ერთად სეირნობას. დიანას ხალხის მოსმენისა და გაგების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. მას შეეძლო, ყველა რასისა და სოციალური სტატუსის წარმომადგენელთან ისე ესაუბრა, როგორც თანასწორთან. ერთ-ერთი უკანასკნელი მისიის დროს მან შემოიარა ბევრი ქვეყანა ანგოლიდან ბოსნიამდე, რათა თავად ენახა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აფეთქების შედეგები და მსოფლიოს მოუწოდებდა, უარი ეთქვა ამ იარაღის გამოყენებაზე. 


სანამ ბრიტანელები და მთელი მსოფლიო დიანას აღმერთებდა, ცოლ-ქმრის ურთიერთობა უარესდებოდა. ამასთანავე, ბუნებით თბილი და ემოციური დიანა ფეხს ვერ უწყობდა სამეფო ოჯახის ცივ და მედიდურ ცხოვრებას. ყველასთვის შესამჩნევი იყო, რომ დიანას თვალებში ტკივილმა და იმედგაცრუებამ დაიბუდა. მეუღლესთან დაძაბულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა პრესაში პრინცისა და კამილა პარკერის ახლო ურთიერთობის კადრებმა გაჟონა.




ქორწინებიდან 11 წლის შემდეგ დიანამ და ჩარლზმა ოფიციალურად დაიწყეს ცალ-ცალკე ცხოვრება, ხოლო 1996 წელს, დედოფლის ელისაბედ მეორის ინიციატივით, განქორწინება შედგა. ამან უელსის პრინცის რეპუტაცია საგრძნობლად შეარყია. განქორწინების მიუხედავად, დიანამ უელსის პრინცესას ტიტული შეინარჩუნა.


რამდენიმე ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ქმართან განქორწინების შემდეგ დიანას რომანი ჰქონდა პაკისტანელ კარდიოქირურგთან ჰასნატ ჰანთან, თუმცა წყვილი ყველანაირად ცდილობდა, ეს ურთიერთობა დაემალა. ჰანისა და დიანას განსხვავებულობამ მალე იჩინა თავი და ერთი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ.





გარკვეული დროის შემდეგ დიანას ცხოვრებაში მილიარდერ მუჰამედ ალ ფაიედის შვილი, პროდიუსერი დოდი ალ ფაიედი გამოჩნდა. დიანამ და დოდიმ ერთმანეთი1996 წელს გაიცნეს და ერთად ჩაებნენ საქველმოქმედო აქციებში. დოდის გაცნობის შემდეგ დიანა თითქოს მეორედ დაიბადა - დაუბრუნდა თავის საყვარელ სპორტს - ცურვას, დოდისთან  ერთად დადიოდა სამოგზაუროდ და ერთად ეწეოდნენ ქველმოქმედებას. დიანა ბედნიერი იყო და ამას არ მალავდა. აკეთებდა საყვარელ საქმეს და გვერდით ჰყავდა საყვარელი ადამიანი.





1997 წლის საბედისწერო ზაფხული დიანამ და დოდიმ ერთად გაატარეს. აგვისტოს ბოლოს იახტით იმოგზაურეს და 30 აგვისტოს პარიზში გაფრინდნენ, საიდანაც უელსის პრინცესა სახლში, შვილებთან წასვლას აპირებდა. ერთად ყოფნის უკანასკნელ დღეს დოდიმ დიანასთვის 100 000-ფუნტიანი ნიშნობის ბეჭედი იყიდა. წყვილმა სასტუმრო „რიცის“ რესტორანში ისადილა და, მძღოლთან და დაცვასთან ერთად, მანქანისკენ გაემართა. რამდენიმე წუთში მათი „მერსედესი“ ალმას ხიდის ქვეშ გვირაბის ერთ-ერთ კოლონას 105 კმ/სთ სიჩქარით შეასკდა. დოდი ადგილზე დაიღუპა. მანქანის ნამსხვრევებიდან გამოყვანილი დიანა კი კლინიკაში, დილის 4 საათზე გარდაიცვალა.
ის ამ დროს 36 წლის იყო...
დიანას გასვენების დღეს ლონდონი ყვავილებში ჩაეფლო. პრინცესას სიკვდილმა მთელი მსოფლიო შეძრა. ბრიტანელები იხსენებდნენ დიანას სიტყვებს: „ვისურვებდი, ვყოფილიყავი ხალხის გულების დედოფალი, მაგრამ ამ ქვეყნის დედოფლად თავი ვერ წარმომიდგენია“. ალბათ, ამიტომ შერაცხეს ლედი დი ხალხის გულების დედოფლად...


გერმანელი ჟურნალისტი ტრიქსი შოლი დიანასა და დოდის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებზე ჰყვება და ამტკიცებს, რომ უელსის პრინცესამ და ეგვიპტელი მილიარდერის შვილმა დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე საიდუმლოდ იქორწინეს. როგორც შოლის მონაყოლიდან ირკვევა, ის 23 აგვისტოს შეყვარებულებს მონტე-კარლოში შეხვდა. „მაღაზიიდან გამოსულმა შევამჩნიე უელსის პრინცესა, რომელიც ხელჩაკიდებული მიდიოდა უცნობ მამაკაცთან ერთად. დიანა ძალიან ლამაზი იყო და ბედნიერი ჩანდა. შეყვარებულები თითქოს ვერავის ხედავდნენ. ნელა სეირნობდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ. მათ გავყევი და დავინახე, როგორ შევიდნენ სასტუმრო „ერმიტაჟის“ გვედით მდებარე საიუველირო მაღაზიაში, სადაც დიანა დოდის ვიტრინაში განთავსებულ რომელიღაც სამკაულზე მიუთითებდა“, - იხსენებს ჟურნალისტი.



სხვათა მტკიცებით, ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე სასტუმრო „რიცში“ მიიტანეს დოდი ალ ფაიედის შეკვეთილი, 100 000 ფუნტად ღირებული საქორწინო ბეჭედი. 2007 წელს ჩატარებული გამოძიების მასალების თანახმად, პარიზის საიუველირო მაღაზიის მფლობელი ალბერტ რეპოსი აცხადებდა, რომ ის საიდუმლოდ შეხვდა დიანას და დოდის სენ-ტროპეს ერთ-ერთ სასტუმროში, რათა ადრე შეკვეთილი ბეჭედი ეჩვენებინა, თუმცა მოგვიანებით იუველირმა ჩვენება შეცვალა. ამბობენ, რომ გარდაცვლილ დიანას თითზე საქორწინო ბეჭედი ეკეთა. იყო ვერსიაც, რომ დიანა ალ ფაიედისგან ფეხმძიმედ იყო.


დოდის მილიარდერი მამა ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილისა და პრინცესას სიკვდილი უბედური შემთხვევა კი არა, მკვლელობა იყო, რომელიც ბრიტანეთის ხელისუფლებამ და სამეფო ოჯახმა დაგეგმა. მათ უკმაყოფილებას იწვევდა დიანას არჩევანი - ცოლად მუსლიმანს გაჰყოლოდა. მილიარდერის აზრით, მკვლელობაში ჩარეული იყო ელისაბედ მეორის მეუღლე ფილიპე და დიანას ყოფილი ქმარი ჩარლზი. ასევე, ბრიტანეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი. სამეფო ოჯახი არ აღიარებდა, რომ ცოლქმრული ერთგულების ფიცი სწორედ პრინცმა ჩარლზმა დაარღვია და არა დიანამ.



ავარიაში მაშინვე აბეზარი პაპარაცები დაადანაშაულეს, რომლებსაც მძღოლი გაურბოდა. მხოლოდ ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ დასახელდა დამნაშავედ მანქანის მძღოლი. მის სისხლში ალკოჰოლის რაოდენობა დასაშვებ ნორმას სამჯერ აღემატებოდა. სავარაუდოდ, ამ ფაქტორისა და გადაჭარბებული სისწრაფის გამო მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო.
1997 წლის 1-დან 8 სექტემბრამდე ბუკინგემის და კენსინგტონის სასახლეებთან 5 მილიონზე მეტი ყვავილის თაიგული დაიწყო. ყვავილების წონა 15 000 ტონას აღემატებოდა. 9 სექტემბერს მოსახლეობას დიანას ძმამ გრაფმა სპენსერმა მიმართა და თქვა, დიანა ისურვებდა, რომ ფული, რომლითაც ადამიანები ყვავილებს ყიდულობენ, საქველმოქმედო ფონდებში გადაერიცხათო. ყვავილების ნაწილი ნავებით გადაიტანეს დიანას საფლავზე, ნაწილი კი საავადმყოფოებში დაარიგეს. სამეფო ოჯახის ვარაუდი, რომ მისამძიმრების გამომხატველი ჩანაწერებისთვის ოთხი წიგნი საკმარისი იქნებოდა, არ გამართლდა - მარტო სენტ-ჯეიმსის სასახლეში 43 ასეთი წიგნი შეივსო, ხოლო მთელ მსოფლიოში - ასობით.


უელსის პრინცესა, მისივე ანდერძის თანახმად, 6 სექტემბერს ნოტჰემპტონშირის საოჯახო მამულებზე მდებარე ტბის შუაგულში, განცალკევებულ კუნძულზე დაასაფლავეს.
დიანას გარდაცვალების შემდეგ კამილა დიდი ხნით გაქრა მედიის ყურადღების ცენტრიდან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან, თუმცა მოგვიანებით ისევ გამოჩნდა...
დედოფალი ელისაბედ მეორე ჩარლზისა და კამილას ქორწინებას არ დასწრებია. პრინცი და მისი 30-წლიანი „სტაჟის“ მქონე საყვარელი 2005 წლის 9 აპრილს უინძორის მუნიციპალურ დეპარტამენტში დაქორწინდნენ. ჩარლზი გახდა სამეფო ოჯახის პირველი წევრი, რომელიც არა საეკლესიო, არამედ სამოქალაქო წესით დაქორწინდა. მიუხედავად იმისა, რომ პრინცთან მიმართებაში კამილამ დასახულ მიზანს მიაღწია, ვერაფრით მოახერხა, დიანას ადგილი დაეკავებინა ბრიტანელების გულებში.
„ბიბისის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ასი უდიდესი ბრიტანელის სიაში ლედი დი მესამე ადგილს იკავებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?