„გახსოვდეს, რომ ძველებურად მიყვარხარ“ - რატომ აღმერთებდნენ ნაპოლეონს ქალები?

სიყვარულის ისტორიები

8 ივნისი 22:00, 2016 წელი

 „რა არის სიყვარული? ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას და მეორეზე - მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს“ - ამ სიტყვების ავტორს, მე-19 საუკუნის უდიდეს მხედართმთავარ ნაპოლეონ ბონაპარტს, რომლის სახელსაც შიშითა და მოწიწებით ახსენებდნენ ევროპაში, სიცოცხლე ვერ წარმოედგინა ქალების გარეშე...


ნაპოლეონის პირველ სიყვარულთან, 16 წლის დეზირე კლართან სასიყვარულო თამაშები მალე ღრმა და ძლიერ გრძნობაში გადაიზარდა. მომავალმა იმპერატორმა მას ხელი სთხოვა, თუმცა სხვა ქალებთან გართობაზე უარი არ უთქვამს. დეზირე მოღალატე საქმროს საყვედურებით ავსებდა და როცა ყველაფერი მობეზრდა, ნაპოლეონის მეტოქეს, გენერალ ბერნადოტს გაჰყვა ცოლად. ბონაპარტი დეზირეს წინაშე თავს დამნაშავედ მიიჩნევდა, ამიტომ ქორწილსაც დაესწრო და მისი ბავშვიც მონათლა. მეტიც, როგორც კი იმპერატორი გახდა, ბერნადოტს მარშლის წოდება მიანიჭა და წყალობით აავსო.  


ერთხელ ნაპოლეონის გენშტაბში პატარა ბიჭუნა მივიდა, რომელმაც მამისგან სამახსოვროდ მისი დაშნის დატოვების უფლება ითხოვა (იმ დროისთვის გამოიცა ბრძანება პარიზის განიარაღების შესახებ). ნაპოლეონი მოწყალედ დასთანხმდა. შვილის შემდეგ, ბონაპარტთან მადლობის სათქმელად დედა მივიდა. ნაპოლეონმა თვალი ვერ მოაცილა ლამაზი აღნაგობისა და გრაციოზული მანერების მქონე მშვენიერ ქალს და რამდენიმე დღის შემდეგ მასთან საპასუხო ვიზიტით გამოცხადდა.
ჟოზეფინა დე ლა პაჟერი პარიზში 1779 წელს ჩამოვიდა. მისი ოჯახური ცხოვრება არ აეწყო. ქმრისა და შემოსავლის გარეშე დარჩენილ, 30 წელს მიღწეულ ქალს შვილები რომ ერჩინა, ხშირად ფულის შოვნა მამაკაცების მანიპულირებით უწევდა. მისი სახლი საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებოდა, თუმცა ამას ბონაპარტისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ორკვირიანი ნაცნობობისა და ინტიმური კავშირის შემდეგ, ნაპოლეონს ქალი თავდავიწყებით შეუყვარდა და ქორწინებაზე დაიყოლია.
1976 წლის გაზაფხულზე ჟოზეფინამ თითზე მოირგო ულამაზესი ბეჭედი წარწერით: „ეს იღბალია“. რეგისტრაციის აქტში ჩაწერეს, რომ საქმრო 28 წლის იყო, ხოლო საცოლე - 29-ის. სინამდვილეში, ამ დროს ნაპოლეონი 26 წლისა გახლდათ, ხოლო ჟოზეფინა - 32-ის. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ პერსპექტიული გენერალი საფრანგეთის იმპერატორი და ევროპაში ძალაუფლების განმსაზღვრელი გახდებოდა.
მწვერვალებისკენ მისი სვლა ეგვიპტის დალაშქვრას მოჰყვა. ქორწინებიდან მალევე ნაპოლეონი იტალიურ არმიაში გაემგზავრა, ხოლო ქალბატონი ბონაპარტი, როგორც სანიმუშო ცოლი, ქმრის მოლოდინში პარიზში დარჩა.


ნაპოლეონი ჟოზეფინას წერილს წერილზე უგზავნიდა და ჩასვლას სთხოვდა,  მაგრამ განებივრებულ ჟოზეფინას სამხედრო ბანაკის მომთაბარე ცხოვრებაზე მეტად, პარიზული ცხოვრება იზიდავდა. პარიზიდან წასვლა რომ თავიდან აეცილებინა, ქალი არარსებულ ფეხმძიმობას იმიზეზებდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, ქმართან გამგზავრებულიყო.
გიჟური ვნების ორ დღეს ისევ განშორება მოჰყვა. ნაპოლეონი ისევ სწერდა ჟოზეფინას, ისევ სთხოვდა, ევედრებოდა და ემუქრებოდა...
40 წელს მიღწეული ჟოზეფინა ნაპოლეონისთვის ყველაზე სასურველ ქალად რჩებოდა, თუმცა მალე ვითარება შეიცვალა. ბონაპარტი მიხვდა, რომ, თუ ქალი, რომელიც მგზნებარედ უყვარს, საკუთარ თავს სიამოვნებას არ აკლებს, მასაც შეუძლია, თავს ღალატის უფლება მისცეს.


ბევრი ფიქრის შემდეგ, ნაპოლეონმა არჩევანი ლეიტენანტ ფურიეს ცოლზე - მშვენიერ მარგარიტა ბელინიზე შეაჩერა. ლეიტენანტი ფურიე აიძულეს, ცოლს გაყროდა. ამის შემდეგ მარგარიტა, როგორც ბონაპარტის ფავორიტი, უკვე დაუფარავად ცხოვრობდა გენერალთან. იგი იმდენად გაიტაცა ახალმა სიყვარულმა, რომ მზად იყო, ჟოზეფინას გაყროდა და მარგარიტაზე დაქორწინებულიყო, თუ ის ბავშვს გაუჩენდა, მაგრამ ასე არ მოხდა. კარიერული ზრდის ამ ეტაპზე ნაპოლეონის ინტერესებში საყვარლის ყოლა და საზოგადოებისთვის საჭორაო მიზეზის მიცემა არ შედიოდა, ამიტომ ლეიტენანტის ცოლს დაშორდა.


მორიგი გამარჯვების შემდეგ პარიზში ტრიუმფით დაბრუნებულ ბონაპარტს ჟოზეფინასთან გაყრა ჰქონდა გადაწყვეტილი. ნაპოლეონი სულ უფრო ხშირად ფიქრობდა იმაზე, რომ საფრანგეთს მემკვიდრე სჭირდებოდა, ჟოზეფინას კი შვილის გაჩენა არ შეეძლო. თავიდან ბონაპარტი მემკვიდრედ ძმისშვილ ლუდოვიკს მოიაზრებდა, მაგრამ ყმაწვილი ნაადრევად გარდაიცვალა და ყველა გეგმა ჩაუშალა.
მემკვიდრეზე ფიქრით დაღლილმა იმპერატორმა განქორწინებაზე ზრუნვა დაიწყო, თუმცა ჟოზეფინამ, რომელიც ხვდებოდა, რომ გაყრასთან ერთად, მისი უზრუნველი ცხოვრებაც დამთავრდებოდა, ნაპოლეონის აპარტამენტების კართან მთელი დღე ტირილით გაატარა და განქორწინების გადავადება მოახერხა.  


1803 წელს, როცა ჟოზეფინა უშვილობის სამკურნალოდ კურორტზე გაემგზავრა, ბონაპარტმა სასახლეში იტალიელი მსახიობები მოიწვია. იმპერატორის ყურადღება ახალგაზრდა მსახიობმა ლუიზა როლანდომ მიიპყრო, თუმცა მგზნებარე რომანი კურორტიდან დაბრუნებულმა  ჟოზეფინამ შეწყვიტა, რომელმაც ქმარს საშინელი სკანდალი მოუწყო.
პოლიტიკური ძლიერების ზრდასთან ერთად, ნაპოლეონის ცხოვრებაში ქალების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა.
1800 და 1810 წლებს შორის ბონაპარტი თავისი დიდების, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების ზენიტში იმყოფებოდა. ის არ ეძებდა ქალებს. ქალები თავად ეძებდნენ მასთან სიახლოვეს. ამასთანავე, ბონაპარტი ახერხებდა, რომ ერთი წუთითაც არ მოსწყვეტოდა სახელმწიფო საქმეებს. ჟოზეფინას მორიგი ეჭვიანობის სცენის შემდეგ იმპერატორმა განაცხადა, რომ ჟოზეფინასთან მისი ქორწინება დასრულებული იყო, თუმცა ქალის ცრემლებსა და პატიების მუდარებს ისევ ვერ გაუძლო.


ამ პერიოდში იმპერატორის ფავორიტმა ქალმა ელეონორა ლე პლენმა მისგან ბიჭუნა გააჩინა, რომელსაც ლეონი დარქვეს. ბავშვს მამისგან უზარმაზარი მემკვიდრეობა ერგო. ნაპოლეონს მისი კანონიერ შვილად აღიარებაც კი სურდა, მაგრამ ვერ შეძლო.


იმპერატორის ცხოვრებაში კაშკაშა ვარსკვლავად იქცა მდიდარი პოლონელი არისტოკრატის ცოლი მარია ვალევსკაია. ქერათმიანი, მომხიბვლელი მარია გაღარიბებული არისტოკრატის ოჯახში დაიბადა. 16 წლის იყო, როცა ცოლად 68 წლის გრაფს გაჰყვა. თავიდან ახალგაზრდა მზეთუნახავი მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა ბონაპარტის შეტევას, მაგრამ გავლენიანი პოლონელები, რომლებიც ქვეყნის გადარჩენის შანსს მხოლოდ ამ კავშირში ხედავდნენ, დანებებას ურჩევდნენ. იმპერატორმა მხოლოდ მაშინ შეძლო ვალევსკაიას წინააღმდეგობის დაძლევა, როცა მიანიშნა, რომ კეთილგანწყობის სანაცვლოდ, პოლონეთს დამოუკიდებლობას უბოძებდა. მაშინ ქალი ვერ წარმოიდგენდა, რომ იმპერატორით მოიხიბლებოდა და თავდავიწყებამდე შეუყვარდებოდა. მალე პოლიტიკურმა მოტივებმა მეორე პლანზე გადაიწია, მაგრამ  მემკვიდრეზე მეოცნებე იმპერატორმა ჟოზეფინასთან გაცილების შემდეგ ვალევსკაიასა და ავსტრიის მეფის ასულს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა. იმედგაცრუებული და დამწუხრებული მარია ვალევსკაია მეუღლის მამულში დაბრუნდა.

ქმართან განშორების შემდეგ, ჟოზეფინა პარიზიდან 20 კილომეტრში, ნაპოლეონის ნაჩუქარ მალმეზონის სასახლეში დასახლდა და ცხოვრების დანარჩენი ნაწილი იქ გაატარა. განქორწინების შემდეგ ჟოზეფინამ მხოლოდ 4 წელი იცხოვრა და 1814 წლის 29 მაისს გარდაიცვალა.


ვატერლოოში განცდილი მარცხის შემდეგ ატლანტის ოკეანეში მდებარე წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებული ბონაპარტი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე არ იშორებდა ბეჭედს, რომელიც მარიამ განშორების დროს აჩუქა - „თუკი აღარ გეყვარები, გახსოვდეს, რომ მე ძველებურად მიყვარხარ“.  
კუნძულზე, რომელიც გადასახლებული იმპერატორის უკანასკნელი ნავსაყუდელი აღმოჩნდა, ნაპოლეონი 51 წლის ასაკში, 1821 წლის მაისში გარდაიცვალა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?