„უბრალოდ, მოთმინებით ველოდით ჩვენს ბედს“ - გაბრიელ მარკესი და მერსედეს ბარჩა

სიყვარულის ისტორიები

13 ივლისი 22:00, 2016 წელი

არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა კოლუმბიელი მწერლის გაბრიელ გარსია მარკესის ცხოვრება, რომ არა მისი მომთმენი მეუღლე. მარკესი 14 წლის იყო, როცა 9 წლის მერსედეს ბარჩა პირველად ნახა და მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა. სხვათა შორის, 9 წლის გახლდათ „მარტოობის ასი წელიწადის“ გმირი რემედიოსიც, როცა ის აურელიანო ბუენდიას შეუყვარდა...


წლების შემდეგ ერთმანეთს საცეკვაო მოედანზე შეხვდნენ.
„მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ყველა ლექსი, რომელიც ოდესმე დამიწერია, მხოლოდ თქვენ, ჩემს მომავალ მეუღლეს გეძღვნებათ“, - უთხრა ჭაბუკმა გოგონას და თანხმობაც მაშინვე მიიღო: „თანახმა ვარ, მხოლოდ, თუ ნებას დამრთავთ, ჯერ სკოლას დავამთავრებ“.
გაბრიელისა და მერსედესის ქორწინება მხოლოდ 13 წლის შემდეგ შედგა, მანამდე კი წყვილი ერთმანეთს წერილებით და ხანმოკლე შეხვედრებით ეკონტაქტებოდა.  
„ჩვენ დანიშნულებიც კი არ ვიყავით. უბრალოდ, მოთმინებით ველოდით ჩვენს ბედს. ვიცოდით, რომ, ადრე თუ გვიან, ოცნება რეალობად იქცეოდა“, - იხსენებდა მწერალი წლების შემდეგ.


გაბრიელი 1927 წლის 6 მარტს კოლუმბიის პატარა, პროვინციულ ქალაქ არაკატაკაში დაიბადა. მისი ფარმაცევტი მამა იძულებული იყო, ცოლისა და 11 შვილის სარჩენად ორ ცვლაში ემუშავა, ამიტომ სახლში იშვიათად ხედავდნენ.
მალე მარკესის ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ ბარანკილიაში გადავიდა, პატარა გაბიტო კი არაკატაკაში დედის მშობლებთან დარჩა. ბებიამ, დონია ტრანკილინა იგუარანმა და ბაბუამ, გენერალმა ნიკოლას რიკარდო მარკეს მეხიამ დიდი გავლენა მოახდინეს მომავალი მწერლის სულიერ განვითარებაზე. მოგვიანებით, მარკესის ბებია და ბაბუა მისი უამრავი ნაწარმოების პროტოტიპებად იქცნენ.

1946 წელს მარკესმა ბოგოტას უნივერსიტეტში ჩააბარა. 1947 წელს კი მისი პირველი მოთხრობა გამოქვეყნდა. ამ პერიოდში გაბრიელი ძალიან ბევრს მუშაობდა, რათა წარმატებული იურისტი გამხდარიყო და  მერსედესზე დაქორწინებულიყო.


მწერალი ამბობდა, რომ მომავალი მეუღლე გაცნობამდე, სიზმარში ნახა და ამ სიზმრით შთაგონებულმა დაწერა მოთხრობა გოგონაზე, რომელიც ისე ოცნებობდა მოგზაურობაზე, რომ პეპლად იქცა და სახლიდან გაფრინდა.
სიზმრად ნანახი გოგონას მსგავსად, პატარა მეჩეც მოგზაურობაზე ოცნებობდა. მისი მეგობარი მარგარიტა ჩიკა მარკესის ბიოგრაფ ჯერალდ მარტინთან იხსენებდა, როგორ აძვრა პატარა გოგონა თავისი სახლის ღობეზე, სევდიანად გახედა მტვრიან ქუჩებს და თქვა: „როგორ მინდა, ვიმოგზაურო მსოფლიოში და დიდი ქალაქების სასტუმროები მოვიარო“.
წლების შემდეგ მერსედეს ბარჩამ, რომელიც მხოლოდ ორჯერ დასთანხმდა ინტერვიუზე, თქვა, რომ მარკესმა მისი ბავშვობის ოცნებას ფრთები შეასხა და მსოფლიო მოატარა.


მერსედეს რაკელ ბარჩა ქვეყნიერებას 1932 წლის 6 ნოემბერს სოფელ მაგანგაში მოევლინა. დედამისი კოლუმბიელი ფერმერის ქალიშვილი იყო. მამა კი ნახევრად პალესტინელი და ნახევრად ეგვიპტელი ბრძანდებოდა. ბარჩას ოჯახი ხშირად გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე, მაგრამ გოგონასთვის ყოველთვის პრესტიჟულ, კათოლიკურ სკოლას არჩევდა. მარკესის მომავალი მეუღლე სერიოზული, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ბავშვი და წარჩინებული მოსწავლე იყო. თავიდან მარკესით გატაცება გოგონას მშობლებმა შექსპირის ნაწარმოებებზე შეყვარებული მოზარდის ახირებად მიიჩნიეს, თუმცა მოგვიანებით მიხვდნენ, რომ საქმე გაცილებით სერიოზულად იყო.
წლები გადიოდა, ოჯახს მერსედესის ხელის მთხოვნელები აკითხავდნენ, თუმცა მას, გაბრიელის გარდა, არავის გაგონება არ სურდა და არც შინაბერად დარჩენის პერსპექტივა აშინებდა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ესმოდა ხმები მარკესის სასიყვარულო თავგადასავლებზე და ესპანელ მსახიობთან რომანზე, ეს ოდნავაც არ აღელვებდა. მისთვის მთავარი იყო, რა ხდებოდა საყვარელი ადამიანის სულში, ხოლო ვისთან გაიზიარებდა ის სარეცელს, არ აინტერესებდა.


გაბო და მეჩე ერთმანეთს კვირაში ორჯერ-სამჯერ წერდნენ. შეყვარებულისგან შორს მყოფ მარკესს საყვარელი გოგონას სურათი ლოგინთან ჰქონდა დაკიდებული და ყოველი გაღვიძების და დაძინების წინ დიდხანს უყურებდა. მარკესის იმდროინდელი მეგობარი პლინიო მენდოსა იხსენებდა, როგორ დაინახა გაბრიელის ოთახში შესულმა მერსედესის ფოტო: „მე კედლისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, რომ დამენახა მისი ლამაზი საცოლეს სურათი, რომელსაც სწორი, გრძელი თმები ჰქონდა“.


შეყვარებულებს ქორწინებამდე ცამეტწლიანი ლოდინი მოუწიათ. ისინი 1958 წლის 21 მარტს დაქორწინდნენ, როცა მარკესი 31 წლის იყო, მარსედესი კი - 25-ის. „ოჯახური ცხოვრების პერიოდში არც ერთი სერიოზული უთანხმოება არ გვქონია. ალბათ, იმიტომ, რომ მოვლენებს ისევე ვაფასებდით, როგორც ქორწინებამდე. ოჯახური ცხოვრება საშინლად რთული საქმიანობაა, რომელიც ყოველდღე თავიდან უნდა დაიწყო.. და ასე მთელი ცხოვრება გამუდმებულ დაძაბულობაში, რაც ძალიან დამღლელია, მაგრამ ეს ამად ღირს“, - ამბობდა მარკესი ქორწინებიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ.


ქორწინების შემდეგ წყვილი კარაკასში დაბინავდა. მარკესმა პატარა ოთახი იქირავა, რომელშიც ავეჯი თითქმის არ იყო. მერსედესისთვის სრულიად უცხო იყო ოჯახური საქმიანობა, თუმცა მწერალი ამას გაგებით ეკიდებოდა და სახლს თავად ალაგებდა. ის, რაშიც მეჩო ნამდვილად კარგად ერკვეოდა, ეკონომიკის საკითხები იყო. სიღარიბეში გაზრდილი გოგონა დახლებზე ყველაზე იაფ პროდუქტებს არჩევდა და მათგან უგემრიელეს სადილებს ამზადებდა. მერსედესმა ისწავლა ოჯახში სითბოს შენარჩუნება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მათ ოროთახიან ბინაში გათბობა არ იყო, მწერალს კი სიცივეში მუშაობა არ შეეძლო. ყველაზე მეტად მარკესს მის შემოქმედებასთან ცოლის ფაქიზი დამოკიდებულება ხიბლავდა. ქალი ისე სათუთად ეხებოდა გაბრიელის ხელნაწერებს, როგორც უძველეს სიწმინდეებს. პატარა სახლში ქალმა მარკესთან შეყვარებულობის დროინდელი ყველა წერილი გადმოიტანა, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ გაბრიელმა მათი განადგურება მოსთხოვა. მარკესი ამ ფაქტს ასე ხსნიდა: „ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობის დროს მერსედესი ძველ წერილებს იმოწმებდა: „აი, პარიზიდან მოწერილ წერილში წერდი, რომ ასე არასოდეს მოიქცევი. ახლა კი...“
მწერალს ძველი მოგონებებისგან განთავისუფლება სურდა, თუმცა მერსედესმა საოცარი წინააღმდეგობა გაუწია. ბოლოს მწერალს საკუთარი წერილების გამოსასყიდად, ცოლისთვის 100 ვენესუელური ბოლივარის გადახდა მოუწია. ამის შემდეგ ქალმა წერილები ქმრის თვალწინ გაანადგურა. ჯერალდ მარტინი წერდა „ერთხელ მე ვკითხე მერსედესს, რა იყო მათი ოჯახური სიმყარის საიდუმლო, მან მიპასუხა: ეს ბიოლოგიური შეთავსებადობის საკითხია. ამის გარეშე არაფერი გამოვიდოდა“.


მერსედესს ქმრის გენიალურობაში ეჭვი არასდროს შეჰპარვია. იმ პერიოდში, როცა მარკესი მუშაობდა რომანზე „მარტოობის ასი წელიწადი“, ოჯახს ცოლი არჩენდა. წელიწად-ნახევრის შემდეგ რომანის წერა დასრულდა, მაგრამ მარკესს მისი რედაქციაში გაგზავნის ფული არ ჰქონდა. მაშინ მერსედესმა გაყიდა უკანასკნელი, რაც გააჩნდა - თმის ფენი და მიქსერი.
1967 წელს გენიალური რომანის გამოსვლამ მარკესის ოჯახს უდიდესი ჰონორარები, მსოფლიო აღიარება და ნობელის პრემია მოუტანა. მერსედესმა შეძლო, ისევე ღირსეულად გაეზიარებინა მეუღლის დიდება, როგორც ერთ დროს, სიღარიბეს იზიარებდა. ყველა საზეიმო მიღებაზე მარკესს გვერდს უმშვენებდა მისი განუყრელი თანამგზავრი მერსედეს ბარჩა.
საყვარელი ქალი ერთგულად უვლიდა მძიმედ დაავადებულ მწერალს სიცოცხლის უკანასკნელ წლებშიც. მარკესის ძმა ჟურნალისტებს უყვებოდა, რომ იყო დღეები, როცა გაბრიელი არაფერზე რეაგირებდა და ვერავის აღიქვამდა, მათ შორის, ვერც ძმას და შვილებს. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ყოველთვის ცნობდა, მერსედესი იყო...


 


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?