ქართველი ემიგრანტები „მექორწინე მდივნები“, რომლებიც მსოფლიოს აოცებდნენ

სიყვარულის ისტორიები

22 ოქტომბერი 12:00, 2016 წელი

ქართველი ემიგრანტის ზაქარია მდივნის შვილებს მსოფლიოს მაღალი წრის საზოგადოებაში ყველა იცნობდა. გასული საუკუნის 30-იან წლებში მათ აღმერთებდნენ და სიყვარულში უტყდებოდნენ ევროპისა და ამერიკის ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანები. მათი ცხოვრების შესახებ წერდა მსოფლიო პრესა, მათ წინაშე იღებოდა ყველა დახურული კარი. ვინ იყვნენ „მექორწინე მდივნების“ სახელით ცნობილი ქართველი ემიგრანტები და როგორ მოახერხეს მსოფლიოს გაოცება?

რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის გენერალ-მაიორს, დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე ზაქარია მდივანსა და ელენე სობოლევსკას ხუთი, ერთმანეთზე ლამაზი და ნიჭიერი შვილი ჰყავდათ.
ელენა დედით ქართველი, ხოლო მამით პოლონელი იყო. ზაქარია მდივანი კი რუსეთ-იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომების მონაწილე გახლდათ.
1918-21 წლებში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო არმიაში მსახურობდა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ზაქარია იძულებული იყო, სამშობლო დაეტოვებინა და თურქეთის გავლით, საფრანგეთში გამგზავრებულიყო.
პრობლემების მიუხედავად, რაც ემიგრაციას ახლავს, მშობლებმა ხუთივე შვილს საუკეთესო განათლება მისცეს. დანარჩენში კი მათ ბუნება დაეხმარა: დავითი, სერგეი, ალექსანდრე, ნინო და რუსუდანი ერთმანეთზე ლამაზი, მიმზიდველი და დახვეწილი არისტოკრატიული მანარების მქონე ახალგაზრდები იყვნენ. ევროპასა და ამერიკაში ქართველ თავადიშვილებს „მექორწინე მდივნების“ (Marrying Mdivanis) სახელით იცნობდნენ, რადგან ამერიკელი მულტიმილიონერების შვილებთან და ჰოლივუდის ვარსკვლავებთან მრავალრიცხოვანი ქორწინებებითა და განქორწინებებით გაითქვეს სახელი.



უფროსი ძმა, დავით მდივანი 1902 წელს ბათუმში დაიბადა.
თავისი გახმაურებული და სკანდალური ქორწინებების წყალობით მოახერხა, რომ მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლების ევროპული და ამერიკული პრესის გამუდმებული ყურადღების ცენტრში ყოფილიყო.
დავითის პირველი სამი ცოლის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. მეოთხე რჩეული კი მასზე 20 წლით უფროსი, ჰოლივუდის ყველაზე თავნება და სკანდალური ვარსკვლავი მეი მიურეი გახდა. მდივნისა და მიურეის ქორწინება 1926 წელს შედგა. წყვილს ვაჟი - დავითი შეეძინა, რომლის არსებობას ორი წელი საგულდაგულოდ მალავდნენ, რომ მიურეის ჰოლივუდური კარიერა არ გაფუჭებულიყო.
1933 წელს, მიურეის გაკოტრების შემდეგ დავითმა მსახიობთან განქორწინება გადაწყვიტა და ცნობილ ფრანგ მსახიობს არლეტს დაუახლოვდა.
ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1944 წელს დავით მდივანი მდიდარ ამერიკელ ქალზე, კომპანია „Sinclair Oil“-ის დამფუძნებელზე ვირჯინია სინკლერზე დაქორწინდა და მასთან კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა, თუმცა არც ეს ქორწინება გაგრძელებულა დიდხანს. 1964 წელს ვირჯინია და დავითი ერთმანეთს დაცილდნენ. ვირჯინია სინკლერ-მდივანი 1979 წელს გარდაიცვალა და შვილს 30-მილიონიანი ქონება დაუტოვა.
დავით მდივანი 1984 წელს, ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა.



მეორე „მექორწინე“ - სერგეი (სერჟ) მდივანი 1903 წელს ბათუმში დაიბადა. 1
925 წელს სერგიმ ძმის ქორწილში მუნჯი კინოს ვარსკვლავი, ჩარლი ჩაპლინისა და რუდოლფო ვალენტინის ყოფილი ცოლი, პოლა ნეგრი გაიცნო.
სერგიზე ექვსი წლით უფროსი პოლა ძირითადად „საბედისწერო ქალის“ როლებს თამაშობდა და იმ დროისთვის, ყველაზე მდიდარ კინოვარსკვლავად ითვლებოდა.
სერგისა და პოლას ქორწილი 1927 წელს შედგა, თუმცა წყვილის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1929 წლის ამერიკული საბირჟო კრიზისის შემდეგად, პოლამ მთელი ქონება და მასთან ერთად მეუღლე დაკარგა.
სერჟმა გაკოტრებულ მსახიობთან ცხოვრება არ ისურვა და 1931 წელს ცოლად ჩიკაგოს ოპერის მომღერალი მერი მაკკორმიკი შეირთო.
ამ ქორწინებამაც მხოლოდ ორი წელი გასტანა. 1936 წელს სერჟი თავისი განსვენებული ძმის ალექსანდრეს უმდიდრეს ცოლზე ლუიზა ასტორ ვან ალენზე დაქორწინდა. ერთი თვის შემდეგ კი ფლორიდაში, პოლოს თამაშის დროს, ცხენიდან გადმოვარდა და დაიღუპა.



მესამე ძმა - ალექსანდრე მდივანი 1908 წელს ბათუმში დაიბადა.
მისი პირველი ცოლი მდიდარი ამერიკელი ქალი, უილიამ ასტორის შვილთაშვილი ლუიზა ასტორ ვან ალენი გახლდათ, მეორე კი ორასმილიონიანი ქონების ერთადერთი მემკვიდრე - ბარბარა ჰატონი.
„მექორწინე მდივნების“ მსგავსად ბარბარას ცხოვრებაც სიყვარულით იყო სავსე. ალექსი მდივნისა და კერი გრანტის ჩათვლით, მას შვიდი ქმარი ჰყავდა და მსოფლიოს უმდიდრეს ქალად ითვლებოდა. ემიგრანტული პრესა ალექსანდრეს მორიგ ქორწინებაზე, რომელიც პარიზის საკათედრო ტაძარში შედგა, წერდა: „მხიარული და ხმაურიანი პარიზელები გუშინ ტაძართან შეიკრიბნენ. ძმები მდივნებიდან ერთ-ერთი ჯვარს იწერდა ამერიკელ მილიონერზე ბარბარა ჰატონზე. საზეიმოდ მორთული ტაძარი სავსე იყო თეთრი ვარდებით, აზალიებითა და გვირილებით. თეთრებში გამოწყობილი შვეიცარები სტუმრებს შესასვლელთან ხვდებოდნენ და ყურადღებით ათვალიერებდნენ მოსაწვევებს. ამ ტაძარს მანამდე არასოდეს უნახავს ასეთი ბრწყინვალება და ამდენი ლამაზად გამოწყობილი ადამიანი. 4 საათზე ქათქათა როლს-როისით სიძე მობრძანდა. მას მალე ახალგაზრდა, მშვენიერი პატარძალიც მოჰყვა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ახალდაქორწინებულებს  ნოე ჟორდანიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გეგეჭკორმა და საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩხენკელმა მიულოცეს“.
გრანდიოზული ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ, წყვილმა განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო: „ჩვენ გადავწყვიტეთ მშვიდობიანად დავცილდეთ. ალექსი ჩემს საუკეთესო მოგონებებში დარჩება“. - განაცხადა ბარბარამ.
ალექსი „მწუხარების გასაქარვებლად“, მეგობართან, სალვადორ დალისთან და ახალ რჩეულთან, ბარონესასთან ერთად, ესპანელ სიძესთან, ხოსე მარია სერტთან გაემგზავრა. ეს მისი უკანასკნელი მოგზაურობა იყო.
1935 წლის 11 აგვისტოს ალექსი მდივანი საკუთარი „როლს-როისით“ ავტოკატასტროფაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა.


მეოთხე „მექორწინე“ - ნინო მდივანი 1900 წელს თბილისში დაიბადა. ძმების მსგავსად, ისიც არაერთხელ გახლდათ დაქორწინებული: პირველად 1925 წელს გათხოვდა და ცოლად ჩიკაგოსა და სტენფორდის უნივერსიტეტების 48 წლის პროფესორს კარლ ჰუბერიხს გაჰყვა. ქორწინებამ თითქმის ათი წელი გასტანა. 1936 წლის 19 მაისს ნინო პროფესორს გაშორდა და იმავე წელს ცოლად არტურ კონან დოილის ვაჟს დენისს გაჰყვა.
1955 წელს დენისი გარდაიცვალა. დამწუხრებულმა ქვრივმა შვება ენტონი ჰარვუდის საზოგადოებაში ჰპოვა და მალე ცოლადაც გაჰყვა.



მეხუთე მდივანი - რუსუდანი 1906 წელს ბათუმში დაიბადა. ქართველი „პრინცესა“, როგორც მას პარიზში ეძახდნენ, მნახველს ულამაზესი ქერა თმით, ქათქათა სახის კანით, მწვანე თვალებითა და ბავშვური ღიმილით აოცებდა.
გარდა იმისა, რომ მზეთუნახავი იყო, რუსუდან მდივანი ნიჭიერი მოქანდაკეც გახლდათ და მონუმენტალისტიკის სპეციალობაში, ესპანელ მხატვართან ხოსე მარია სერტთან სწავლობდა, რომელიც პიკასოს გამოჩენამდე, პარიზში პირველ მხატვრად ითვლებოდა. მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა შეუმჩნევლად სიყვარულში გადაიზარდა. სერტმა ცოლი მიატოვა და 1928 წელს რუსუდანზე დაქორწინდა. დღეგრძელი არც ეს ქორწინება აღმოჩნდა. ძმების სიკვდილის შემდეგ, რუსუდანი დეპრესიაში ჩავარდა და ტუბერკულოზი დაემართა. მძიმედ დაავადებული ქალი კოკო შანელმა შვეიცარიაში სამკურნალოდ წაიყვანა, სადაც 1938 წელს გარდაიცვალა.



„მექორწინე მდივნების“ საოცარი მომხიბვლელობის წინაშე ყველაზე გავლენიანი დამიანებიც კი უძლურნი იყვნენ. მსახიობი ადელინა როჯერს სენტ-ჯონსი თავის მოგონებებში წერდა, რომ ქალებისთვის ძმები მდივნების მიერ გამოჩენილი თავაზიანობის ხიბლი საუკუნის ამოუცნობ გამოცანად რჩებოდა. ზაქარია მდივანმა ერთხელ აღნიშნა, რომ ის ერთადერთი ადამიანია, ვისაც თავადის ტიტული შვილებისგან გადაეცა და არა პირიქით.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?