ონასისის ქალები და „დიდი ბერძენის“ საბედისწერო შეცდომა

სიყვარულის ისტორიები

5 ნოემბერი 12:00, 2016 წელი

მას ცხოვრებაში ყველაზე მეტად ფული და ქალები უყვარდა - ისეთი ქალები, რომლებიც ოლიმპოს კიდევ ერთი საფეხურით მიაახლოებდნენ. არისტოტელე ონასისს ეკუთვნის გამოთქმა: ქალი რომ  არ არსებობდეს, მთელი მსოფლიოს ფული არაფრად ეღირებოდა. ამ ბერძენი მილიარდერის ცხოვრება არასდროს ყოფილა მშვიდი: გაუთავებელი რომანები, ქორწინებები, განქორწინებები...

მომავალმა მილიარდერმა ქალების მიმართ ინტერესი ადრეულ ბავშვობაში გამოავლინა. სულ პატარა იყო, როცა სკოლიდან გარიცხეს, რადგან მასწავლებლებს უხერხულ ადგილებში ჩქმეტდა და საკუთარ გენიტალიებს აჩვენებდა.


ის სიმპათიური არასდროს ყოფილა, თუმცა მის განუმეორებელ მომხიბვლელობასა და მიზანსწრაფულობას ვერც ერთი ქალი ვერ უძლებდა. როდესაც ქალი მოეწონებოდა, არისტოტელე ციხესიმაგრესავით შემოერტყმებოდა და ისეთ წნეხში აქცევდა, რომ იქიდან თავის დაღწევა შეუძლებელი ხდებოდა. რაც უფრო ჯიუტი და პრინციპული იყო, მით მეტი აზარტით ცდილობდა ბიზნესმენი სასურველის მოპოვებას, თუმცა, როგორც კი თავისას მიაღწევდა, როგორც წესი, ინტერესს კარგავდა და ახალი სიყვარულის ობიექტის ძებნას იწყებდა.



როცა მარია კალასით დაინტერესდა, ქალიც გათხოვილი იყო და არისტოტელე ონასისსაც მეუღლე ჰყავდა, თუმცა ამას მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ის კალასის დათმობას არ აპირებდა.
1959 წელს ვენეციაში გამართულ საზეიმო მიღებაზე კალასი მეუღლესთან, ჯოვანი მენეჯინისთან ერთად, თავისი იახტით „კრისტინა“ ხმელთაშუა ზღვის კრუიზში მიიწვია. სასიამოვნო მოგზაურობა მოულოდნელად დასრულდა, როცა ონასისის ცოლმა თინამ საოპერო ვარსკვლავი თავისი ქმრის მკლავებში აღმოაჩინა. საშინლად გაბრაზებულმა ქალმა მომხდარის შესახებ კალასის მეუღლეს აცნობა და იახტიდან გადმოსვლისთანავე განქორწინებაზე განცხადება შეიტანა.
ამ წუთიდან არისტოტელემ უდიდესი სიამოვნებით დაიკავა კალასის ქმრის ადგილი, თუმცა, ჯოვანისგან განსხვავებით, ონასისს ოპერა არ უყვარდა და საყვარლის სცენაზე გამოსვლის დროს მოწყენილობისგან სულს ღაფავდა.


საყვარლების ურთიერთობა რთულად განვითარდა. ყველაზე ხშირად ჩხუბისა და უთანხმოების მიზეზი ის იყო, რომ მილიარდერი ურთიერთობის ოფიციალურად დაკანონებას არ აპირებდა. ერთხელ მარიამ საჯაროდ განაცხადა, რომ მან და არიმ დაქორწინება გადაწყვიტეს, თუმცა მეორე დღესვე ჟურნალისტებთან ონასისმა ამ სიახლეს ფანტაზია უწოდა.

ოპერის ვარსკვლავი 42 წლის ასაკში დაფეხმძიმდა, მაგრამ ონასისის მოთხოვნით, იძულებული გახდა, აბორტი გაეკეთებინა. მილიარდერის თქმით, ორი შვილი, რომელიც პირველი ცოლისგან ჰყავდა, მისთვის სრულიად საკმარისი იყო და მარიაც დაემორჩილა, რასაც მთელი დარჩენილი ცხოვრება ნანობდა. „ჩვენ ღმერთისგან დაწყევლილები ვართ, რადგან მეტისმეტად ბევრი ფული გვაქვს“, - ამბობდა ქალი.


მარია ვერასოდეს გახდა ონასისის კანონიერი ცოლი, რადგან მალე მილიარდერმა ეს საპატიო მისია ამერიკის პრეზიდენტ ჯონ კენედის ქვრივს ჟაკლინ კენედის არგუნა.
როგორც წინა შემთხვევებში, ონასისის ცოლმა ქმრის ახალი გატაცების შესახებ გაზეთებიდან შეიტყო. კალასი სრულიად ხელცარიელი დარჩა, რადგან კანონით არისტოტელეს ქონებიდან გროშიც არ ერგებოდა. ამასთანავე, მან დაკარგა ხმა და შანსი, რომ ოდესმე დედა გახდებოდა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მექალთანე მილიარდერი სიკვდილამდე უყვარდა.



ბერძენ მილიარდერს 39 წლის ჟაკლინ კენედისთან ქორწინება ძალიან სჭირდებოდა, რადგან მისი საშუალებით ამერიკის „დაპყრობას“ აპირებდა. ონასისთან ქორწინება ჟაკლინის ინტერესებშიც შედიოდა - ქმრისა და მაზლის მკვლელობის შემდეგ, ის საკუთარი შვილების ბედით სერიოზულად იყო შეშფოთებული და ძლიერ მფარველს ეძებდა. ამასთანავე, ფუფუნებას მიჩვეული ქალისთვის ონასისის მრავალმილიარდიანი ქონებაც მიმზიდველად გამოიყურებოდა.


ჟაკლინისა და არისტოტელეს ნაცნობობა იმავე ლეგენდარულ „კრისტინაზე“ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს კალასთან ერთად ცხოვრობდა, ონასისს არ მორიდებია, კენედის ქვრივის მიმართ სახალხოდ გამოეხატა ყურადღება და მისი ნებისმიერი კაპრიზი შეესრულებინა.



მათი ქორწილი 1968 წლის 20 ოქტომბერს, ონასისის მფლობელობაში მყოფ კუნძულ სკორპიოსზე შედგა.
ამერიკის ყოფილი პირველი ლედისა და ბერძენი მილიარდერის კავშირმა ამერიკელების თავმოყვარეობაზე ძალიან იმოქმედა. ბევრი მიიჩნევდა, რომ 5 წელი, რომელიც კენედის მკვლელობიდან გავიდა, ახალი ქორწინებისთვის საკმარისი დრო არ იყო. ამერიკულმა მედიამ ჟაკლინის ახალ გვარს პროტესტი გამოუცხადა და ყოფილ პირველ ლედის, უბრალოდ, ჯეკი ო-დ მოიხსენიებდა.


ძალიან მალე ონასისმა აღმოაჩინა, რომ ჯეკი სულაც არ იყო ის რომანტიკული და მიუწვდომელი ქალი, როგორიც წარმოედგინა. ერთადერთი საქმიანობა, რაც მისის ონასისს სიამოვნებას ანიჭებდა, ფულის უკონტროლო ხარჯვა იყო. ჯეკი არ კმაყოფილდებოდა უძვირფასესი კაბებისა და ფეხსაცმელების კოლექციებით, რომლითაც ონასისის ყველა სასახლე გამოტენილი იყო და მისი მოთხოვნები სულ უფრო იზრდებოდა. თავიდან მილიარდერს ჟაკლინის გაუმაძღრობა ამხიარულებდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ამ მასშტაბის ხარჯები მის ქონებას მნიშვნელოვნად დააზარალებდა.



ბოლოს და ბოლოს, ბერძენმა მილიარდერმა პრეზიდენტის ქვრივთან განშორება გადაწყვიტა და ამისთვის ხელსაყრელ მომენტს დაუწყო ძებნა. მან კერძო დეტექტივი დაიქირავა, რომელიც ჯეკის ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებდა და ცდილობდა, მასზე კომპრომატები მოეგროვებინა. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ მილიარდერს განქორწინება მინიმალური ფინანსური დანაკარგებით მოეხერხებინა, თუმცა სწორედ ამ დროს ონასისის საყვარელი ვაჟი მოულოდნელად დაიღუპა. შვილის სიკვდილმა 67 წლის ბიზნესმენი მთლიანად გაანადგურა.
სანამ ონასისის და და ქალიშვილი, პარიზელ ექიმებთან ერთად, მილიარდერის სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, ჟაკლინი ნიუ-იორკში ერთობოდა.
1975 წლის 15 მარტს, როცა „ძვირფასი მეუღლის“ გარდაცვალების შესახებ შეიტყო, მეორედ დაქვრივებულ ჟაკლინს მხოლოდ ორი საკითხი აღელვებდა: ვის დარჩებოდა განსვენებულის ქონება და რომელი კაბა უნდა ჩაეცვა სამგლოვიარო პროცესიის დროს.
რა თქმა უნდა, ბიზნესმენმა ცოლს მცირე მემკვიდრეობა დაუტოვა, თუმცა ქარაფშუტა დედინაცვალი სამუდამოდ რომ დაევიწყებინა, ონასისის ქალიშვილს მისთვის 26 მილიონის გადახდა მოუწია.


არისტოტელე ონასისი მთელი ცხოვრება ზუსტად იცავდა მამის შეგონებას, მაგრამ მთავარი ვერ გაითვალისწინა - ჟაკლინი მილიარდერის რეპუტაციას ვერ გააფუჭებდა, მაგრამ არც სიყვარული შეეძლო, ამიტომ სასიკვდილო სარეცელზე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და ოდესღაც ქალების კერპი მარტოდმარტო აღმოჩნდა...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?