ერთადერთი ქალი, ვისთანაც დონალდ ტრამპმა დამარცხება აღიარა!

სიყვარულის ისტორიები

12 ნოემბერი 12:00, 2016 წელი

ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, 70 წლის დონალდ ტრამპი, ბიზნესისა და პოლიტიკის გარდა, სასიყვარულო ფრონტზეც ცნობილი და წარმატებული გახლავთ. მის „ბალანსზეა“ სამი ცოლი, ხუთი შვილი, რვა შვილიშვილი და უამრავი საყვარელი. ტრამპი წლების მანძილზე სილამაზის კონკურსების „მის ამერიკა“ და „მის სამყაროს“ ორგანიზატორი და პლანეტის ულამაზესი ქალების ყურადღებით განებივრებული მამაკაცი გახლდათ.


პირველ ცოლთან, 67 წლის ივანა ზელნიჩკოვა-ტრამპთან 15-წლიანი ქორწინება (1977-1992 წ.) და სამი შვილი აკავშირებს.
სლავი მზეთუნახავი სოციალისტურ ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა. საახლობლო მას ავანტიურების მოყვარულ ქალბატონად იცნობს. მაგალითად, წლების წინათ ივანა ირწმუნებოდა, რომ 1972 წელს ჩეხოსლოვაკიის ფიგურული სრიალის ეროვნულ ნაკრებში ირიცხებოდა, თუმცა სპეციალისტებმა ფიგურულ სრიალში მისი ყოფნის კვალს ვერსად მიაკვლიეს. 70-იან წლებში ივანა საცხოვრებლად კანადაში გადავიდა, იქიდან კი ამერიკას მიაშურა, სადაც ჯერ ტოპმოდელის თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა, შემდეგ კი უკვე ტრამპის ცოლის სტატუსით, ნიუ-იორკის ცნობილ მომღერლად იქცა.
ივანა დონალდის მხოლოდ ცოლი არ ყოფილა. ის, ფაქტობრივად, ტრამპის ბიზნესიმპერიაში მეორე პირი გახლდათ. სხვა საქმიანობის გარდა, ივანა დონალდის მიერ აგებული შენობების ინტერიერის დიზაინზეც ზრუნავდა და ამისთვის 1990 წელს „წლის დიზაინერის“ წოდებაც დაიმსახურა. იმავე წელს გავრცელდა ხმები, რომ დონალდი 15 წლით უმცროს ლამაზმანს მარლა მეიპლსს ხვდებოდა, რასაც მალე ივანასთან განქორწინება მოჰყვა.
განქორწინების შემდეგ, ზელნიჩკოვას 25 მილიონი დოლარი ხვდა წილად, მხოლოდ იმ პირობით, რომ ქალი ჟურნალისტებს ყოფილი ქმრის შესახებ არაფერს მოუყვებოდა.
ივანამ ფუფუნების საგნებით ვაჭრობის კომპანია გახსნა და ტრამპის შესახებ სამუდამოდ დაივიწყა.


52 წლის მარლა მეიპლსმა დონალდ ტრამპთან ქორწინებაში 6 წელი გაატარა და საყვარელ მეუღლეს მშვენიერი გოგონა გაუჩინა.
აქტიური და ეფექტური ქალები ყოველთვის იყო მილიარდერის სუსტი წერტილი და ასეთად წარმოედგინა მარლაც.
მეიპლსი მონაწილეობდა ფილმებში და ბროდვეის მიუზიკლებში, მიჰყავდა რადიოშოუ და რესტლინგში მსოფლიო ჩემპიონატი, ეხმარებოდა პალესტინელ და ებრაელ ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარებაში და ა.შ. დონალდისა და მარლას ქორწილს ნიუ-იორკის საუკეთესო სასტუმროში ათასი სტუმარი ესწრებოდა. წინა ქორწინების მსგავსად, დონალდმა აქტიურ და ძლიერ პიროვნებასთან ცხოვრებას, რაც ქორწინებამდე ხიბლავდა, დიდხანს ვერ გაუძლო.
განქორწინების შემდეგ, მარლა ყოფილ მეუღლეზე დუმილს ამჯობინებდა. როცა კითხვები შემაწუხებელი ხდებოდა, მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმებდა და ამბობდა, რომ რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არაა.
 

მილიარდერის მესამე ცოლი და უკვე ამერიკის პირველი ლედი, 46 წლის მელანია კნაუსი 11 წელია, რაც ტრამპთან ქორწინებაშია და საყვარელ მეუღლეს ვაჟი აჩუქა.
მელანია იუგოსლავიელი კომუნისტის ქალიშვილია, რომელმაც 18 წლის ასაკში იტალიურ სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტზე მოაწერა ხელი და დასავლეთში საცხოვრებლად წავიდა.
26 წლის იყო, როცა ნიუ-იორკში გამართული მაღალი მოდის კვირეულზე ტრამპი გაიცნო, თუმცა მაშინ წყვილის ურთიერთობა არ შედგა, რადგან დონალდი დაქორწინებული გახლდათ, მელანიას კი სხვისი ოჯახის დანგრევა არ სურდა. 2005 წელს 35 წლის მელანია ამერიკული „წითელი ჯვრის“ კეთილი ნების ელჩი გახდა და იმავე წელს იქორწინა დონალდთან. ქორწილში საპატიო სტუმრად გახლდათ მიწვეული საარჩევნო მარათონში ტრამპის კონკურენტი ჰილარი კლინტონი, მეუღლესთან ერთად.
„დონალდთან თავს დაცულად ვგრძნობ, მისით აღფრთოვანებული ვარ, რადგან ვიცი, რამდენად ბევრის გაკეთება სურს მას ამერიკისთვის. მას უყვარს ამერიკა და ამერიკელები და სურს, ეს ქვეყანა უფრო ძლიერი გახადოს. თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, მე მისი ჟაკლინ კენედი გავხდები“, - განაცხადა მელანიამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ცოლებისა და მრავალრიცხოვანი საყვარლების გარდა, ამერიკელ მილიარდერს თაყვანისცემის იდუმალი ობიექტი ჰყავდა: დიანა სპენსერი - ერთადერთი ქალი, რომელმაც ყოვლისშემძლე და ქალთა გულების მპყრობელ მილიარდერს სასიყვარულო ფრონტზე დამარცხების სიმწარე აგემა.

პრეზიდენტების, მეფეებისა და პრინცების ცნობილი ცოლების მიმართ ოლიგარქებისა და მილიარდერების განსაკუთრებულ ინტერესზე თუნდაც არისტოტელე ონასისისა და ჟაკლინ კენედის ქორწინებაც მეტყველებს. არც ტრამპი ყოფილა გამონაკლისი და მაღალი წრის ქალბატონების მიმართ ყოველთვის ცხოველ ინტერესს გამოხატავდა.


გასაკვირი არაა, რომ უბრალო ამერიკელი მილიარდერი უელსის ჭკვიანი და მშვენიერი პრინცესით მოიხიბლა.
1996 წელს, პრინც ჩარლზთან დიანას განქორწინების შემდეგ, ტრამპი ყველა ღონეს მიმართავდა ქალის მოსახიბლად. ბრიტანელმა ჟურნალისტმა სელინ სკოტმა საზოგადოებას უამბო, როგორ ცდილობდა დონალდ ტრამპი უელსის პრინცესას მოხიბვლას. სელინ სკოტი ამტკიცებს, რომ ტრამპს დიანას ცოლად შერთვა სურდა და კენსინგტონის სასახლე ვარდებისა და ორქიდეების უძვირფასესი თაიგულებით გაავსო.
„ერთხელ დიანამ მითხრა, რომ ტრამპი ძალიან შემაწუხებელი გახდა და არ იცის, მის გამოგზავნილ უამრავ ყვავილს რა უყოს. მე ვურჩიე, რომ გადაეყარა. დიანამ პასუხად გაიცინა და აღარაფერი უთქვამს“, - ჰყვება სელინ სკოტი. 


ამერიკელი მილიარდერის მცდელობის მიუხედავად, პრინცესამ მისი სიყვარული უარყო და ნუგეშისცემა სხვა არაევროპელი მაგნატის - დოდი ალ ფაიედის გარემოცვაში იპოვა.
ჟურნალისტის თქმით, მილიარდერი შოკირებული იყო პრინცესას სიკვდილით. მან მეგობრებს უთხრა, რომ ძალიან წუხს დიანას გარდაცვალების გამო, მით უმეტეს, რომ შეეძლოთ, ერთად ბედნიერები ყოფილიყვნენ.
„მას საოცარი სახის კანი, მაგრამ ველური ხასიათი ჰქონდა, თუმცა ეს უკვე დეტალებია... დიანა ჩემი ერთადერთი დამარცხებაა სასიყვარულო ფრონტზე“, - აღიარა ტრამპმა.
სკოტის სტატიას დონალდ ტრამპის წარმომადგენლების მყისიერი რეაქცია მოჰყვა. მათი განცხადებით, ტრამპი ყოველთვის დიდი პატივისცემით იყო დიანას მიმართ განწყობილი და მათ მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა.
ცნობილია, რომ 1997 წლის 31 აგვისტოს, პარიზში მომხდარმა ავტოკატასტროფამ დიანასა და დოდის ლამაზი სიყვარულის ისტორიას წერტილი დაუსვა. ავარიის მიზეზები საბოლოოდ დღემდე არ არის დადგენილი. რომ არა, დიანას უარი, ვინ იცის, შესაძლოა, დღესაც ცოცხალი ყოფილიყო და ამერიკის პირველი ლედის სტატუსით, მელანია კნაუსის ნაცვლად, დიანა სპენსერი გვეხილა...


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?