რატომ დგას ყირიმში ქართველი თავადის ქალის ქანდაკება?

სიყვარულის ისტორიები

24 ნოემბერი 20:00, 2016 წელი

ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, პლაკას თვალწარმტაც კონცხზე, სადაც ოდესღაც თავადი გაგარინების სამფლობელო იყო გადაჭიმული, ზღაპრული ციხესიმაგრე დგას - მარადიული სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ ქცეული შენობა, რომელიც ქართველი თავადის ასულს ეკუთვნოდა. „კნიაგინია“ ტასოს სიყვარულის ამბავს ყირიმელები დღემდე სიამაყით უყვებიან მათთან ჩასულ სტუმრებს...


1845 წელს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორად ინიშნება რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-ლეიტენანტი, თავადი ალექსანდრე გაგარინი, რომელიც საქართველოში ახლად შერთულ ცოლთან - თავადის ასულ მარია ბოროზდინასთან ერთად ჩამოდის.
გაგარინთან ქორწინებამდე მარიას ბედისგან დიდი სიმწარე ჰქონდა გადატანილი. 
მაშას მამა, გენერალ-ლეიტენანტი, ანდრეი ბოროზდინი ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება იყო რუსეთში. თავადის ოჯახში სხვადასხვა დროს ხშირად სტუმრობდნენ პუშკინი და გრიბოედოვი. ლაღად და ბედნიერად იზრდებოდნენ გენერლის ქალიშვილები მარია და ეკატერინა. როდესაც გოგონები წამოიზარდნენ, მაშას იტალიელი პოდპოლკოვნიკი იოსებ პაჯიო შეუყვარდა და, მშობლების ნების საწინააღმდეგოდ, ცოლად გაჰყვა.
მალე იტალიელი დეკაბრისტების აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. პაჯიომ თითქმის ექვსი წელი შლისელბურგის ციხის სამარტოო კამერაში გაატარა. ბოროზდინი, რომელიც ძალიან განიცდიდა უქმროდ დარჩენილი ქალიშვილის მდგომარეობას, ცდილობდა, მაშა დაერწმუნებინა, რომ გათხოვებით ტუსაღი ქმრის მდგომარეობას შეამსუბუქებდა და იტალიელს, სიკვდილით დასჯის ნაცვლად, ციმბირში გადაასახლებდნენ.
თავიდან მარია გათხოვების სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ მოგვიანებით მამას დაუჯერა და თავადი მიხეილ გაგარინის ცოლობას დასთანხმდა. 


ქუთაისში მაშა მალე დაუმეგობრდა ქართველი თავადის ასულ ანასტასიას, ანუ, უბრალოდ, ტასოს, როგორც შინაურები ეძახდნენ.
ანასტასია ორბელიანთა უძველესი გვარის წარმომადგენელი გახლდათ. დედამისი, მანანა ორბელიანი, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად მიიჩნეოდა. გარეგნულად ტასო დედას ჰგავდა. ძალიან გონიერი, მხიარული და გულღია ადამიანი იყო, თუმცა პირად საიდუმლოს მხოლოდ უახლოეს ადამიანებს ანდობდა. ტასოს სწორედ ასეთად მიაჩნდა გაგარინის მეუღლე და მთელი გულით შეიყვარა ახლად შეძენილი მეგობარი.
იტალიელი ქმრის დაჭერის შემდეგ მაშა ხშირად ავადმყოფობდა და ქუთაისში ჩასვლიდან მალევე - 1849 წელს ფილტვების დაავადებით გარდაიცვალა. 


მაშას სიკვდილი როგორც გაგარინისთვის, ისე ანასტასიასთვის უდიდესი დარტყმა აღმოჩნდა.
ორი ადამიანი, რომელსაც მანამდე მეგობრობის გარდა არაფერი აკავშირებდა, საერთო ტკივილმა გააერთიანა და მათ შორის უდიდესმა გრძნობამ იფეთქა.
ამ დროს ანასტასია 28 წლის იყო, ხოლო თავადი - თითქმის მეოთხედი საუკუნით უფროსი...

მარია ბოროზდინას გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ, 1853 წელს, ალექსანდრე გაგარინმა და ტასო ორბელიანმა იქორწინეს, თუმცა მათ ბედნიერებას დიდი დღე არ ეწერა.
1857 წელს ალექსანდრე გაგარინი სვანეთის მთავარმა - კონსტანტინე დადეშქელიანმა მოკლა.
ტრაგედია, რომელმაც გაგარინი შეიწირა, რუსეთის მიერ კავკასიაში წარმოებულ პოლიტიკას მოჰყვა. რუსები ვერ ეგუებოდნენ, რომ სვანეთის საზღვრებში ვერ შეაღწიეს. ამის საშუალებას კი მათ კონსტანტინე დადეშქელიანი არ აძლევდათ. სწორედ ამ ბრალდებით 1857 წელს სვანეთის მთავარი დასავლეთ საქართველოს გუბერნატორ გაგარინთან დაიბარეს. გაგარინმა თავადს ბრალდება გააცნო. უთხრა, რომ მისი საქმე იმპერატორთანაა გაგზავნილი და პასუხის მოსვლამდე, ოჯახთან ერთად, ერევანში უნდა გადასახლებულიყო.
გუბერნატორის სიტყვით შეურაცხყოფილმა დადეშქელიანმა სატევარი იშიშვლა და გაგარინი ადგილზე მოკლა. გუბერნატორის მკვლელობისთვის 1857 წელს სვანეთის მთავარს დახვრეტა მიუსაჯეს და განაჩენი ქართველ ოფიცრებს აღასრულებინეს.
ანასტასიამ საშინლად განიცადა ქმრის სიკვდილი. ამბობენ, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გამოსულა თავისი ოთახიდან და საკვების მიღებაზე უარს ამბობდა. მწუხარებით განადგურებულ ქალს ნათესავები მოსვენებას არ აძლევდნენ: ახალგაზრდა, ლამაზი და მდიდარი ხარ და უამრავი ახალგაზრდა და ღირსეული ადამიანი გეტრფის. მთელი ცხოვრება წინ გაქვს, ამიტომ მეორედ უნდა გათხოვდეო. ასეთი შეგონებებით დაღლილმა ანასტასიამ საკუთარ ოჯახთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა, სამშობლო დატოვა და ყირიმში, ქმრის მამულში გადასახლდა. ოდესღაც ის და მისი მეუღლე ოცნებობდნენ, კონცხზე მარადიული სიყვარულის სადიდებლად ციხესიმაგრე აეგოთ. ტასოც თავისი ოცნებისკენ გაიქცა.  


მარტოობის 50 წელი

ანასტასია ორბელიანი აღარასოდეს გათხოვილა.
დაკარგული სიყვარულის ხსოვნისთვის ის მთელი ცხოვრება უპოვართ ეხმარებოდა - ზოგს ფულით, ზოგს სურსათით და ზოგს სამსახურით..
ქალს, რომელსაც საკუთარი შვილი არასოდეს ჰყოლია, განსაკუთრებით ბავშვები უყვარდა. ყირიმელები ჰყვებიან, რომ ქართველი თავადის ქალს შეეძლო, გაჭირვებულის დახმარებისთვის ყველა საქმე მიეტოვებინა და ქვეყნის დასალიერში წასულიყო. ადამიანთა ერთადერთი კატეგორია, რომელსაც ტასო არასოდეს ეხმარებოდა, ლოთები იყვნენ. 


ანასტასიამ თავის მამულში პატარა საავადმყოფო ააშენა, სადაც ახლომდებარე სოფლის მცხოვრებლებს მკურნალობდა.
გადიოდა წლები, მაგრამ ქართველ ქალს წუთითაც არ განელებია სურვილი, რომ ქმრის ოცნება აესრულებინა და მარადიული სიყვარულის სადიდებლად, რაინდული ციხესიმაგრე აეშენებინა. ეს ოცნება თითქმის ნახევარი საუკუნე უთბობდა სულს და ახალგაზრდობაში, საყვარელ ადამიანთან აბრუნებდა.


1902 წელს, 77 წელს მიტანებულმა თავადის ქალმა ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც ცნობილი ყირიმელი არქიტექტორი კრასნოვი უძღვებოდა. თითქოს სიკვდილის მოახლოებას გრძნობდა, ანასტასია კრასნოვს ყოველდღე და ყოველწუთს აჩქარებდა. თეთრი მარმარილო, მოსაპირკეთებელი მასალები და კრამიტი უცხოეთიდან შემოიტანეს, მშენებლებად ადგილობრივები და მოსკოველები დაასაქმეს. 1907 წელს მშენებლობა მთლიანად დასრულდა და კონცხის თავზე რომაულ სტილში აგებული, სამსართულიანი ციხესიმაგრე წამოიჭიმა.
რუხი ქვისა და მარმარილოსგან აგებული დიდებული ციხესიმაგრე, ოქროსფერი ფილებით მოპირკეთებული ფასადითა და ფანჯრებში მოკიაფე ვენეციური ბროლით  დღემდე მნახველის აღფრთოვანებას იწვევს.


77 წლის ანასტასია მალევე გარდაიცვალა, როგორც კი ქმრის ოცნება აასრულა. მისი საფლავი დაკარგულად მიიჩნევა, თუმცა გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ, 2007 წელს, ქართველი თავადის ქალის მარადიული სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ, სასახლის წინ ბრინჯაოს ქანდაკება „სიყვარულის ხსოვნა“ დაიდგა. ქანდაკების ავტორი უკრაინის დამსახურებული არქიტექტორი ვიქტორ გორდეევია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?