ურთიერთობა

ირანელი დიდგვაროვანის და მონათა ბაზარზე ნაყიდი თბილისელი გოგონას სიყვარულის ამბავი

fun time

18:00 ორშ. 28 ივნისი, 2021 წელი

მუშტაიდის ბაღის ისტორია

14
დაკოპირებულია

მუშტაიდის ბაღი თბილისელებისთვის საუკუნეზე მეტია, საყვარელი ადგილია. აქ იმართებოდა პირველი თეატრალური, გადმოცემით, სწორედ მუშტაიდის საზაფხულო ესტრადის სცენაზე იხილა გენიოსმა ფიროსმანმა პირველად თავისი მარგარიტა. მუშტაიდის ბაღში გაიყვანეს მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა... ამ ბაღის დაარსებას კი მეტად სევდიანი ამბავი უდევს საფუძვლად - ლამაზი და გულანთებული სიყვარულის ისტორია...

ბაღის დამაარსებელი ირანში მცხოვრები, დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი და შიიტების რელიგიური ლიდერი მირ-ფეთე-აღა სეიდ თავრიზელი ყოფილა, რომელიც წარმოშობით აზერბაიჯანელი იყო და ატარებდა წოდებას - მუჯთაჰიდ. სწორედ აქედან მომდინარეობს ბაღის სახელი - მუშტაიდი.

ზრდილი, განათლებული და მრავალი კეთილი თვისებით შემკული თავრიზი ირანის შაჰს სამშობლოდან რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გამოუძევებია. ფეთე-აღა სეიდ იძულებული გამხდარა, თავშესაფარი უცხო ქვეყანაში ეძებნა.

შაჰის მიერ შერისხულმა ახალგაზრდამ ცივსა და სუსხიან რუსეთს ქართველი ცოლის რჩევით, თბილი კლიმატის საქართველო არჩია და 1828 წელს თბილისში დასახლდა.
იმდროინდელი ხელისუფლება ირანელს თბილად დახვდა და, ახალი სახლის გარდა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა.

მუშტაიდს ულამაზესი ქართველი ცოლი ჰყავდა. ნინო თბილისელი გოგონა იყო, რომელიც სახლიდან გაიტაცეს და თურქეთში გადაიყვანეს.
სანამ მუშტაიდი სტამბოლის ტყვეთა ბაზრობაზე ულამაზეს ქართველ ტყვე ქალს იყიდდა, ნინომ უამრავი გასაჭირი გამოიარა. სწორედ მისი თხოვნით აირჩია მუშტაიდმა საცხოვრებლად თბილისი. ქალს იმედოვნებდა, რომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულს დედ-მამის ხილვის საშუალება ექნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა...

ნინოს მშობლები შვილის დაკარგვით გამოწვეულმა დარდმა გადაიყოლა. ამ ამბის გაგების შემდეგ, დიდხანს აღარც ნინოს უცოცხლია. ლოგინად ჩავარდა და ექვს თვეში გარდაიცვალა.

მუშტაიდმა საყვარელი მეუღლე სახლის წინ დაკრძალა და საფლავზე ნინოს საყვარელი წითელი ვარდები გაახარა. ცოლის დაკარგვით გამოწვეულ დარდს მუშტაიდი ყვავილებზე ზრუნვით იქარვებდა და ბაღში ახალ-ახალ ყვავილებს რგავდა. ასე გაჩნდა საფლავის გარშემო თვალწარმტაცი ყვავილების კორომი, რომლის მოსარწყავად მუშტაიდმა მტკვრიდან 12-კილომეტრიანი არხი გაიყვანა.

1845 წელს შაჰის მიერ შეწყალებული ირანელი თავრიზში დაბრუნდა. წალკოტად ქცეული ბაღი კი ერთ-ერთ ადგილობრივ ვაჭარს მიჰყიდა.
დროთა განმავლობაში მუშტაიდის ბაღი გაიზარდა და დედაქალაქის მთავარ სასეირნო და გასართობ ადგილად იქცა.
1887 წელს ბუნებისმეტყველი ნიკოლოზ შავროვის თაოსნობით, ბაღის ტერიტორიაზე კავკასიის სააბრეშუმო სადგური დაარსდა და პარკი სახელმწიფოს განკარგულებაში გადავიდა.

გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი, რომელიც 1884 წელს თბილისს ეწვია, მუშტაიდის ბაღზე წერდა:
„მუშტაიდი ჰქვია მტკვრის პირას მდებარე ვრცელ და მშვენიერ ბაღს, დასერილს ხეივნებით, სადაც სეირნობენ ეტლებითა და ფეხით. ამ ხეივნებს ორსავე მხარეს ჩარიგებული აქვს ველურ ვარდთა და სხვა მცენარეთა ბუჩქები, ხოლო ზედ ხეებზე ყურძნის მტევნებით დახუნძლული ვაზი ადის. ამ ამწვანებულ, დაჩრდილულ ბაღში ყოველ საღამოს იკრიბება თბილისის საუკეთესო საზოგადოება“.

მიუხედავად იმისა, რომ ბაღმა სახელი რამდენჯერმე გამოიცვალა, ხალხში მას დამაარსებლის, მუშტაიდის სახელი შერჩა...

ფოტოზე: მუშტაიდის ბაღი, 1890 წელს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!