პეტრე I-ის საიდუმლო - რა აკავშირებდათ ნატალია ნარიშკინას და ბატონიშვილ ერეკლეს?

სიყვარულის ისტორიები

26 იანვარი 20:00, 2017 წელი

ისტორიულ წრეებში დიდი ხანია, არსებობს ვარაუდი, რომ რუსეთის იმპერატორ - პეტრე დიდის მამა ქართველი უფლისწული, მოგვიანებით, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე I იყო, რომელიც ბავშვობიდან რუსეთის სამეფო კარზე იზრდებოდა და რუსეთის მეფის ალექსანდრე რომანოვის თანამეცხედრესთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ასეთი ვარაუდის საფუძველს ისტორიკოსებს რამდენიმე გარემოება აძლევს. მათ შორის, ალექსანდრე რომანოვის ავადმყოფობა და ერეკლესა და პეტრეს გარეგნული მსგავსება.


როგორც ცნობილია, ბატონიშვილი ერეკლე, რუსეთის მეფის კარზე ბაბუამ, თეიმურაზ პირველმა გაგზავნა. ერეკლემ რომანოვების სასახლეში 20 წელი გაატარა. მას ბატონიშვილ ნიკოლოზად მოიხსენიებდნენ და პატივით ეპყრობოდნენ. ისიც ცნობილია, რომ ქართველ უფლისწულს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მეფე ალექსისთან და იმდროინდელ რუსულ არისტოკრატიასთან.
რაც შეეხება მის ურთიერთობას მეფე ალექსის მეორე ცოლთან - ნატალია ნარიშკინასთან, ერთი ვერსიით, ის მანამდე დაიწყო, სანამ ნარიშკინა დედოფალი გახდებოდა, ხოლო მეორე ვერსიით, დედოფალთან მისი დაახლოვება დუმის გადაწყვეტილებით მოხდა.  





რუსეთის მომავალი დედოფალი ნატალია ნარიშკინა აზნაური კირილ ნარიშკინისა და მისი მეუღლის ანა ლეონტიევას შვილი გახლდათ.
11 წლიდან ნატალია თავისი შორეული ნათესავის, გავლენიანი თავადის არტამონ მატვეევის სახლში იზრდებოდა.
ალექსეის მეფობის პერიოდში არტამონ მატვეევი რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან  და პროგრესულ სახელმწიფო მოღვაწედ მიიჩნეოდა, რომელიც დასავლეთ ევროპის ყველაზე ღირებული მიღწევების რუსეთში დამკვიდრებას ცდილობდა. მისი სახლი მოსკოვის კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა და წარჩინებულ სტუმრებსა და უცხოელ დიპლომატებს მასპინძლობდა.
ასეთ გარემოში გაიზარდა რუსეთის მომავალი დედოფალი, რომელმაც, მოკრძალებული წარმომავლობის მიუხედავად, მატვეევის სახლში შესანიშნავი განათლება მიიღო და, ევროპულ ენებთან ერთად, კარგი მანერები ისწავლა.

ერთ-ერთი ვერსიით, როცა ნატალია და ერეკლე ერთმანეთს დაუახლოვდნენ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ნარიშკინა რუსეთის დედოფალი გახდებოდა. ნატალიას ნათესავი არტამონ მატვეევი ახალგაზრდების დაახლოებას ხელს არ უშლიდა და დაინტერესებული იყო, რომ მისი ნათესავი კახეთის მეფის შთამომავალს ცოლად გაჰყოლოდა, თუმცა მატვეევების ოჯახში ალექსი რომანოვის სტუმრობამ ყველაფერი შეცვალა.

პირველი ცოლის მარია მილოსლავსკაიას გარდაცვალების შემდეგ, ალექსანდრე მიხეილის ძე თავისი ძველი მეგობრის არტამონ მატვეევის სახლს ხშირად სტუმრობდა. სწორედ აქ ნახა რუსეთის მეფემ 19 წლის ნატალია და ცხოვრებაში პირველად, ნამდვილი სიყვარულით შეუყვარდა.
1671 წლის 22 იანვარს ალექსანდრე მიხეილის ძემ და ნატალია ნარიშკინამ ჯვარი დაიწერეს. მოგზაური და დიპლომატი იაკობ რეიტენფელსი ნატალია ნარიშკინას ასე აღწერს: „ეს იყო ტანმაღალი, ახალგაზრდა ქალი, შავი გამოწეული თვალებით, მაღალი შუბლით და მრგვალი, ლამაზი პირისახით, პროპორციული ნაკვთებით, წკრიალა ხმით და მეტისმეტად გრაციოზული მანერებით.“

ქორწინებას სამეფო კარისა და მთელი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სამეფო ტახტი ჯანსაღი მემკვიდრეს გარეშე იყო დარჩენილი. ალექსეი რომანოვს მარია მილოსლავსკაიასთან 13 შვილი შეეძინა. ვაჟებიდან რამდენიმე ნაადრევად გარდაიცვალა და ცოცხალი მხოლოდ ორი გადარჩა. ამათგან ერთი - თევდორე იმდენად ავად იყო, რომ გადაადგილება უჭირდა, მეორე მემკვიდრე ივანე კი გონებასუსტი გახლდათ.

20 წლის ჯანმრთელ, ლამაზ დედოფალს ჯანმრთელი მემკვიდრის გაჩენა არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ  42 წლის ალექსი ფიზიკურად მეტისმეტად დაუძლურებული გახლდათ და დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. არც იმის გარანტია არსებობდა, რომ ალექსის შვილი, დანარჩენებივით, ავადმყოფი არ გაიზრდებოდა, ამიტომ გავლენიანმა ბოიარებმა გადაწყვიტეს, რომ დედოფალს ჯანმრთელი მემკვიდრეს გაჩენაში ქართველ ბატონიშვილი უნდა დახმარებოდა. შექმნილ ვითარებაში, სამეფო კართან დაახლოებული, სამეფო სისხლის მქონე ჯანმრთელი მამაკაცი, რომელსაც ენაზე კბილის დაჭერაც შეეძლო და ზედმეტი პრეტენზიებიც არ გაუჩნდებოდა, საუკეთესო კანდიდატურა გახლდათ.
მნიშვნელოვანია, რომ მეფე ალექსისთან მეგობრული ურთიერთობების გამო მეფისა და ნატალიას საქორწინო ღონისძიებების ხელმძღვანელობა  და საპატიო სტუმრების მიღება ერეკლეს დაევალა. რუსულ წყაროებში იმასაც ამბობენ, რომ ნატალიასთან სარეცელის გაზიარება ერეკლეს მხრიდან მეგობრისა და მფარველის ღალატი არ ყოფილა, რადგან ეს დუმის გადაწყვეტილებით მოხდა.


ერეკლე 1672 წელს ახალშობილი პეტრეს ნათლობაზეც განსაკუთრებულად პატივისცემით მიიწვიეს, თუმცა, 1674 წელს მოსკოვიდან საკმაოდ ცივად გამოისტუმრეს. რუსი ისტორიკოსები ამის სავარაუდო მიზეზად სამეფო კარის ინტრიგებს და ერეკლეს გაზრდილ ამბიციებს ასახელებენ.

მეფე ალექსი თავის ახალგაზრდა, მხიარულ  ცოლს ისე აღმერთებდა, რომ მის გამო ჩაკეტილი ცხოვრების წესიც კი შეცვალა და საზეიმო ღონისძიებებზე დასწრება დაიწყო. „ამჟამინდელი დედოფალი ნატალია ტრადიციებს ურყევად იცავს, თუმცა ჭკვიანი და ამაღლებული ბუნების ქალია და წვრილმანებით თავს არ იტანჯავს. სხვებზე მხიარულად და თავისუფლად ცხოვრობს. რუსები ისეთი მიჩვეულები იყვნენ წინა დედოფლის მოკრძალებული ცხოვრების წესს, რომ როცა ამჟამინდელმა დედოფალმა სახალხოდ კარეტის ფანჯარა გამოაღო და გამოიხედა, ასეთი სითამამე დაუჯერებლად ეჩვენათ,“ - წერდა თავის დღიურებში მოგზაური და დიპლომატი იაკობ რეიტენფელსი.

ახალგაზრდა ცოლის თხოვნით, ალექსანდრე რომანოვმა პროფესიული თეატრი ჩამოაყალიბა და ეკლესიის მოთხოვნით დაწესებული აკრძალვები ცეკვებზე, სიმღერაზე, ზღაპრების მოყოლაზე და ა.შ. გააუქმა.

1676 წელს ალექსანდრეს მეფე ალექსის გარდაცვალებამ ნატალიას მშვიდი და უშფოთველი ცხოვრება სრულიად შეცვალა. გარდაცვალების წინ ალექსანდრემ სამეფო ტახტზე  მილოსლავსკაიასთან შეძენილი 14 წლის თევდორე აკურთხა. მეფედ კურთხევის ცერემონიალის შემდეგ ნატალიამ, თავის სამ შვილთან ერთად (პეტრეს შემდეგ დედოფალს ორი ქალიშვილი - ნატალია და თეოდორა შეეძინა), კრემლი დატოვა და სოფელ პრეობრაჟენსკოეში გადასახლდა, სადაც პეტრეს სათანადო აღზრდასა და განათლებაზე ზრუნვას შეუდგა.

სუსტი ჯანმრთელობის მქონე თევდორეს მეფობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1682 წელს, თევდორეს გარდაცვალების შემდეგ,  ნატალია ნარიშკინა სამეფო ტახტისთვის ბრძოლაში ჩაერთო, რასაც მისი მხარდამჭერების განადგურება მოჰყვა. შვილის გადასარჩენად, ნატალია იძულებული იყო  საკუთარი ძმა გაეცა, რომელიც 10 წლის პეტრეს თვალწინ, სიკვდილით დასაჯეს. დაიღუპა ასევე არტამონ მატვეევიც.. საბოლოოდ, დუმამ მეფედ ორივე ძმა - პეტრე და ივანე აღიარა, თუმცა რეალურად ქვეყანას მათი და, ალექსანდრეს ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, რეგენტი სოფიო მართავდა.


ჭკვიანი და ფრთხილი ნარიშკინა ხვდებოდა, როგორ სჭირდებოდათ მის მოწინააღმდეგეებს პეტრეს სიკვდილი და თავგანწირვით ცდილობდა შვილის გადარჩენას. ნატალიამ საკუთარ თავზე აიღო არტამონ მატვეევის დაობლებულ შვილზე ზრუნვაც. ბავშვების  სიყვარულისა და თავგანწირული დედობის გამო რუსებმა ნატალიას დედა დათვი შეარქვეს.


პეტრეზე, რომელიც ამ დროს მხოლოდ 10 წლის შეშინებული ბიჭუნა იყო, 1682 წლის მაისის ამბებმა იმდენად იმოქმედა, რომ თავისა და მხრის ნერვული კონვულსიები დაეწყო. მომავალ იმპერატორს ღამით  კოშმარები სტანჯავდა და მარტო დაძინების, დიდი სივრცეების და სიჩუმის ეშინოდა.
შესაძლოა, ასეთ ვითარებაში სხვა დედას შვილის გვერდიდან არ მოეცილებინა, მაგრამ მამაცი მეომრის ნაცვლად, ხელში მშიშარა და უნებისყოფო ადამიანი შერჩებოდა, ამიტომ თავდადებულმა დედამ რუსეთში პირველი სამხედრო სასწავლებელი გახსნა, სადაც პეტრეს საიმედო დაცვაც ჰყავდა და, თანატოლებთან ერთად, სამხედრო საქმესაც ეუფლებოდა.
ნატალია ნარიშკინას სიცოცხლის ბოლომდე არ გაუხდია ქმრის გარდაცვალების დღეს ჩაცმული სამგლოვიარო ტანსაცმელი.



განუწყვეტელმა დაძაბულობამ ნატალიას ჯანმრთელობა ძლიერ შეარყია. პეტრე პირველის დედა 42 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა რუსეთს დაუტოვა რეფორმატორი მეფე, რომელიც რუსეთის ისტორიაში პეტრე დიდის სახელით შევიდა.

რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებულ ერეკლეს, 1662 წელს ის კახეთში გამეფებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. 1642 წელს ერეკლე, ირანის შაჰის მოთხოვნით, ირანში გაემგზავრა. კახეთის სამეფო ტახტზე გამეფების პირობად შაჰმა გაჰმადიანება მოსთხოვა. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ ერეკლე დათანხმდა. 1703 წელს შაჰმა  ქართლის მეფის ტახტი გიორგი XI-ს დაუბრუნა, ხოლო ერეკლე I კახეთის მეფედ გამოაცხადა. ამასთან, შაჰმა იგი ირანში მიიწვია, ხოლო კახეთში მეფის მოადგილედ მისი ვაჟი დავითი გამოგზავნა. ერეკლე I ირანში დარჩა და იქვე გარდაიცვალა.


ამბობენ, რომ პეტრე პირველმა თავისი წარმომავლობის შესახებ ყველაფერი იცოდა. საგულისხმოა ერთი ცნობილი ფაქტი: როცა პეტრეს ქართველი მეფის ასულზე დაქორწინება შესთავაზეს, უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ მოგვარეზე ვერ იქორწინებდა.
ასევე, ცნობილია, რომ აკადემიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა მოსკოვში ერთ-ერთ საარქივო საქმეში შემთხვევით მიაკვლია ნატალია ნარიშკინას მიმოწერას ბატონიშვილ ერეკლესთან. წერილებში ნატალია ჯერ კიდევ ყრმა პეტრეს ერეკლეს შვილად მოიხსენიებს, თუმცა ამ წერილების ბედი დღეს უცნობია.
იმასაც ამბობენ რომ  ალექსეი ტოლსტოის თავის რომან „პეტრე I“-ზე მუშაობისას ხელში ჩაუვარდა მტკიცებულებები, რომლებითაც რუსი მეფის ქართულ წარმომავლობას ადასტურებდა. ტოლსტოი აპირებდა, ეს თავის რომანში აესახა, მაგრამ ამის გაკეთება სტალინმა აუკრძალა და ურჩია, ამ თემას არასოდეს შეხებოდა. ტოლსტოის მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც პეტრე პირველის ქართულ წარმომავლობას ადასტურებდა, არქივებიდან სწორედ სტალინის მმართველობის დროს გაქრა. „მოდით, დავუტოვოთ რუსებს, მინიმუმ, ერთი მმართველი მაინც, რომლითაც იამაყებენ,“ - უთქვამს მაშინ სტალინს მწერლისთვის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?