რატომ დაუთმო ბელმონდომ საყვარელი ცოლი სხვა კაცს?

სიყვარულის ისტორიები

23 თებერვალი 20:00, 2017 წელი

ამჟამად 84 წლის მსახიობი სრულიად მარტო ცხოვრობს. მის საძინებელში ერთადერთი მდედრობითი სქესის არსება ძაღლია, სახელად შიპი. თუმცა, თავისი გმირების მსგავსად, ბობოქარი და საინტერესო ცხოვრება განვლო. კარიერის მანძილზე 90 ფილმში ითამაშა, ოთხი მსოფლიო კინოპრემია მიიღო, მილიონობით ქალის გულის დაპყრობა მოახერხა და სიყვარულის ტკივილიც იგემა... 

ბებელი - ასე შეარქვეს ფრანგებმა საყვარელ მსახიობს, რომლის სიყვარული რეალურ ცხოვრებაში „მხოლოდ“ ექვსმა ქალმა დაიმსახურა... 


1953 წელს, თავისი ბრწყინვალე კინოკარიერის დასაწყისში, 20 წლის ჟან-პოლ ბელმონდო თანატოლ ბალერინა რენე კონსტანტენს შეხვდა, რომელიც მისი პირველი სიყვარული და ცოლი გახდა.
ბალერინას იდეალური ფეხები მსახიობმა პირველად სენ-ჟერმენის ერთ-ერთი კაბარეს სცენაზე იხილა. ყმაწვილს ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს გოგონა მხოლოდ მისთვის ცეკვავდა და სულაც არ აწუხებდა, რომ მის გარდა, რენეს ფეხებს უამრავი მამაკაცი აღფრთოვანებული შეჰყურებდა. ერთადერთი, რაც ბელმონდოს არ მოსწონდა, ქალის სახელი იყო, ამიტომ რენეს, ერთ-ერთი პიესის გმირის მსგავსად, ელოდი შეარქვა.

სიმპათიურ ბებელს მშვენიერი ბალერინას მოხიბვლა არ გასჭირვებია, მაგრამ გრძელფეხება ცოლთან ერთად საქორწინო მოგზაურობაში წასვლა ვერ მოახერხა, რადგან სწორედ ამ დროს ახალ ფილმში როლი შესთავაზეს.
თავიდან წყვილი ბელმონდოს მშობლებთან ცხოვრობდა, მაგრამ მალე მსახიობის ჰონონარით საკუთარი სახლის შეძენა და მისი კეთილმოწყობაც შეძლეს.
1958 წელს მსახიობის სახლში ბელმონდოს პირველი შვილის, პატრიციას ხმა გაისმა. შემდეგ კი ფლორენცია და ვაჟი პოლი დაიბადნენ.
ბედნიერი ოჯახის დიასახლისი ჟურნალისტებთან ხშირად ჰყვებოდა, როგორი მხიარული ადამიანი და გამოუსწორებელი ოპტიმისტი იყო მისი ქმარი.  
ბელმონდოს პოპულარობის ზრდასთან ერთად, ელოდის ნერვიულობისთვის სულ უფრო მეტი მიზეზი ჰქონდა: მის ქმარს ულამაზესი პარტნიორი ქალები და თაყვანისმცემლები ეხვივნენ გარს. ბალერინას მოთმინებამ საბოლოოდ უღალატა, როცა ჟან-პოლმა მსახიობ ურსულა ანდრესთან ფლირტი გააბა.
ბელმონდო არ ელოდა, რომ ცოლი, რომელიც 12 წელი გვერდით ერთგულად ედგა, მცირე ცუღლუტობას არ აპატიებდა და განქორწინებაზე განცხადებას შეიტანდა, თუმცა სწორედ ასე მოხდა.
მოგვიანებით, მსახიობმა აღიარა, რომ ელოდი ერთადერთი ქალი იყო, რომელსაც მასზე მბრძანებლობა არ უცდია.
განქორწინების შემდეგ ბალერინა მალე გათხოვდა, თუმცა მსახიობს მასთან მეგობრული ურთიერთობა არ შეუწყვეტია. ბავშვების აღზრდაში მონაწილეობდა და ჰონორარის მნიშვნელოვან ნაწილს მათ უგზავნიდა.


ბელმონდომ მსახიობი ურსულა ანდრესი, რომელმაც სახელი ჯეიმს ბონდის პირველი გოგონას როლით გაითქვა, ჰონკონგში გაიცნო.
ძუ ვეფხვის მანერებმა, ცეცხლოვანმა ტემპერამენტმა და ჭორებმა ურსულას თავისუფალ ყოფაქცევაზე, მსახიობში ვნება გააღვიძა.
მათი ურთიერთობა შვიდი წლის მანძილზე გრძელდებოდა. გამოუსწორებელი მექალთანეს რეპუტაციის მიუხედავად, მსახიობი სტაბილური ურთიერთობისკენ ისწრაფოდა, რაც ურსულას გეგმებში არ შედიოდა. როგორც კი ეს გააცნობიერა, ბელმონდომ ქალთან ურთიერთობა გაწყვიტა.


ურსულასთან დაშორებამ დააჩქარა ბებელის შეხვედრა ეროტიკული კინოს ვარსკვლავთან ლაურა ანტონელისთან. ერთმანეთი ფილმ „განმეორებითი ქორწინების“ გადაღებებზე გაიცნეს. ამ დროისთვის ლაურა გათხოვილი გახლდათ, მაგრამ სიმპათიური ფრანგის გამო ქმარი უყოყმანოდ მიატოვა. ბელმონდო ქორწინების წინააღმდეგი არ იყო, თუმცა თავისუფლების დაკარგვას არ ჩქარობდა. ლაურა რომში ცხოვრობდა, ჟან-პოლი - პარიზში და ერთმანეთს მხოლოდ დასვენების დღეებსა და დღესასწაულებზე ხედავდნენ.
ეს რომანიც შვიდი წელი, ანუ ზუსტად იმდენ ხანს გაგრძელდა, რამდენიც ბელმონდოს რეალობის აღსაქმელად დასჭირდა. როცა მიხვდა, რომ ქალს მასზე მეტად თავისუფლება უყვარდა, ბებელი ლაურას უყოყმანოდ დაშორდა.
ბელმონდოს ქალებს შორის, განშორება ყველაზე მძიმედ ლაურამ გადაიტანა. დეპრესიაში ჩავარდა, ალკოჰოლს მიეძალა და გამუდმებით პატიებას ითხოვდა ქარაფშუტული საქციელის გამო, მაგრამ მსახიობი თავს მოტყუებულად თვლიდა და პატიებას არ აპირებდა.


როგორც კი ვნებები დაცხრა, ჟან-პოლი საზოგადოებაში 19 წლის ბრაზილიელ მოდელ მარია კარლოს სოტომაიორთან ერთად გამოჩნდა.
გარუჯული ბრაზილიელი გოგონა 48 წლის „პროფესიონალის“ გვერდით შვილივით ჩანდა, თუმცა მსახიობს ეს დიდად არ ანაღვლებდა და ამბობდა: ის ჩემი ძრავია, ჩემი მუზა და, ბოლოს და ბოლოს, ძალა, რომელსაც ყოველდღე სიცოცხლისკენ მივყავარ.
ძალიან მალე აღმოჩნდა, რომ ბელმონდომ იმავე მდინარეში შეცურა, საიდანაც ცოტა ხნის წინ გამოვიდა. მდიდარი მშობლების განებივრებული ქალიშვილი მიჩვეული არ იყო, თავი რამეში შეეზღუდა. საყვარელთან პარიზში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ დღის განმავლობაში მაღაზიებში დარბოდა, ღამით კი სხვა გასართობს ეძებდა. დაქორწინებაზე სიტყვის მოსმენაც არ სურდა და თავაწყვეტილი ერთობოდა. მარიას ღალატის შესახებ ყველამ იცოდა, ბელმონდოს გარდა... იმავე შვიდი წლის შემდეგ კი, რომელიც ბელმონდოს ცხოვრებაში საბედისწერო პერიოდად იქცა, ჟან-პოლმა ლამაზმანთან დაშორება გადაწყვიტა. დამშვიდობებისას მარიამ ტერიერის ძუ ლეკვი აჩუქა და წყევლასავით უსურვა, რომ ბედნიერება ძაღლთან მაინც ეპოვა.

თითქოს წყევლა ახდა... ძაღლი, რომელსაც ბელმონდომ მაია დაარქვა და გვერდიდან არ იშორებდა, ნამდვილად დაეხმარა მსახიობს იმის პოვნაში, რასაც დიდხანს ეძებდა.


1989 წელს Roland Garros-ის ჩოგბურთის ტურნირზე ბებელმა ულამაზესი ქალიშვილი შენიშნა, ხელში ტერიერის ჯიშის ძაღლით. ამ დროს მსახიობი მაიასთვის პარტნიორს ეძებდა, ამიტომ ძაღლის სქესით დაინტერესდა და ქალს გამოელაპარაკა. ასე გაიცნო ბელმონდომ თავისი ცხოვრების მეორე ბალერინა - ქალი, რომელმაც მისი სიცოცხლე იხსნა და ქალიშვილი აჩუქა.
30 წლით უმცროს ნატალი ტარდიველთან რომანი წინა შემთხვევებს არ ჰგავდა. იმის გამო, რომ გადაღებები ბელმონდოს თავისუფალ დროს არ უტოვებდა, ნატალი მასთან თეატრში რეპეტიციებზე მიდიოდა. რეპეტიციების შემდეგ კი, ხმაურიანი წვეულებების ნაცვლად, ბებელი სახლში მიჰყავდა და საყვარელ ღვეზელებს უცხობდა.
როგორც იქნა, ბელმონდომ ცხოვრების იდეალური თანამგზავრი იპოვა, თუმცა ამჯერად, თავისი სოლიდური ასაკის გამო, ქორწინებასა და შვილებზე აღარ საუბრობდა, რადგან არ უნდოდა, ახალგაზრდა ქალი - ქვრივად, შვილები კი ობლებად დარჩენოდა. ნატალი ამას ხვდებოდა. არაფერს აძალებდა და იმითაც კმაყოფილი იყო, რომ მსახიობის გვერდით ყოფნა და მასზე ზრუნვის საშუალება ჰქონდა. მათი ურთიერთობა 12 წელს გაგრძელდა.

2001 წელს, კორსიკაზე დასვენების დროს, მსახიობს ინსულტი დაემართა და ადგილობრივი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი, სპეციალური რეისით, პარიზში გადააფრინეს. მედპერსონალი გაოგნებული უყურებდა ნატალის, რომელიც  პარალიზებული მსახიობის სასთუმალს წამითაც არ მოშორებია. 
ბელმონდოს სიარულის სწავლა თავიდან მოუხდა. ის ერთბაშად დაბერდა და გაჭაღარავდა და, ალბათ, ვერასოდეს დადგებოდა ფეხზე, რომ არა ნატალი. მთელი წელი, სანამ მსახიობი ლოგინსა და ინვალიდის სავარძელს იყო მიჯაჭვული, ქალი თავზე ევლებოდა და ცდილობდა, ცხოვრებისკენ მოებრუნებინა. საბოლოოდ, ნატალიმ მოახერხა ბებელის სიცოცხლისკენ შემობრუნება, მაგრამ მსახიობს სიკვდილის შიში გაუჩნდა და საოცრად მოუნდა, რომ ამ საოცარი ქალისთვის ცოლი ეწოდებინა.

ბებელისა და ნატალის ქორწილს მხოლოდ უახლოესი ადამიანები ესწრებოდნენ. თავის 70-ე დაბადების დღეზე კი ბელმონდომ საუკეთესო საჩუქარი მიიღო - ნატალი გამოუტყდა, რომ შვილს ელოდა. პატარა სტელა 2003 წლის 13 აგვისტოს დაიბადა. 2008 წლის ზაფხულში კი, როცა ბელმონდო 75 წლის იყო, ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. მსახიობს არ სურდა, ახალგაზრდა ქალისთვის ტვირთად ქცეულიყო და საშუალება მისცა, თანატოლ მამაკაცთან ბედნიერი ყოფილიყო.  


ბელმონდოს უკანასკნელი რომანი ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა. ბარბარა განდოლფი „პლეიბოის“ ყოფილი მოდელი გახლდათ, საკმაოდ საეჭვო რეპუტაციით. მას და მის ქმარს პოლიცია თაღლითობაში ადანაშაულებდა, მაგრამ 78 წლის მსახიობს არაფრის გაგება არ სურდა. მალე ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ბარბარა მსახიობს ფულს სძალავდა. ბელმონდოს სახლი საეჭვო ვითარებაში ორჯერ გაიძარცვა და მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის კვალი ბარბარასკენ მიდიოდა, მსახიობმა, ერთად გატარებული დღეებისთვის მადლიერების ნიშნად, გამოძიების დაწყებაზე უარი თქვა.

ამჟამად, 84 წლის ბებელი სრულიად მარტო ცხოვრობს. მის საძინებელში ერთადერთი მდედრობითი სქესის არსება ძაღლია, სახელად შიპი. ყოველდღე, მსახიობის ნაბოლარა შვილი სტელა სკოლისკენ მიმავალ გზაზე სახელოვან მამიკოს შეურბენს ხოლმე, რათა კრივის რინგზე გატეხილ ცხვირზე აკოცოს. სწორედ იმ ცხვირზე, რომლის გამოც სამსახიობო კარიერაში წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებდნენ...

P.S. მთავარ ფოტოზე კადრი ფილმიდან „ადამიანი და მისი ძაღლი“ (2008 წ.; რეჟ. ფრანსის იუსტერი; მთავარ როლში ჟან პოლ ბელმონდო).

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?