რატომ ვერ დააშორა ცოლს ორნელა მუტიმ ადრიანო ჩელენტანო?

სიყვარულის ისტორიები

5 იანვარი 20:00, 2017 წელი

იტალიელი მომღერლის, მსახიობისა და რეჟისორის ადრიანო ჩელენტანოსა და მსახიობ კლაუდია მორის ქორწინება კინოს ისტორიაში ის იშვიათობაა, როდესაც ფეთქებადი ტემპერამენტის მსახიობები მყარი და დღეგრძელი ოჯახის შექმნას ახერხებენ... 

ჩელენტანო ხშირად ამბობს, რომ კლაუდიას გარეშე ცხოვრების აზრს ვერ ხედავს და მართლაც ასეა. მთელი ცხოვრების მანძილზე კლაუდია მისი საიმედო დასაყრდენი იყო - მზრუნველი მეუღლე და დედაც გახლდათ, სახელოვანი ქმრის სარეკლამო აგენტის როლსაც ასრულებდა და ორნელა მუტისთან ხანმოკლე რომანიც აპატია.
წყვილი მილანის ვილაში ცხოვრობს და ცდილობს, წარსულის შეცდომები აღარ გაიმეოროს.
„ჩვენ დღემდე გვიყვარს ერთმანეთი“, - ასე წააწერეს ადრიანომ და კლაუდიამ საკუთარ „ოქროს ქორწინების“ მოსაწვევებს. 

მათი სიყვარულის ისტორია ნახევარი საუკუნის წინათ ფილმ „ერთი უცნაური ტიპის“ გადასაღებ მოედანზე დაიწყო, რომელშიც ორივე მსახიობი მთავარ როლს ასრულებდა.
იმ დროისთვის ჩელენტანო უკვე ცნობილი მსახიობი და მომღერალი იყო. კლაუდია მორი კი დამწყები მსახიობი გახლდათ და მის შემოქმედებით არსენალში მხოლოდ ერთი ფილმის ეპიზოდური როლი ირიცხებოდა. კლაუდიამ, როგორც გონიერმა გოგონამ, ადრიანოში ქარაფშუტა და არასერიოზული ადამიანი დაინახა და მისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. მსახიობი ლამაზი ქალის გულგრილობამ ძალიან გაანაწყენა და მისი ყურადღების მისაქცევად ყველა ხერხს მიმართავდა. იტალიელი ლამაზმანის მოხიბვლის ყველა მცდელობა კრახით დამთავრდა - გოგონამ ადრიანოს აგრძნობინა, რომ მათ შორის არაფერი განვითარდებოდა.
შესაძლოა, იტალიის ყველაზე ლამაზი წყვილი ვერც შემდგარიყო, რომ არა ერთი შემთხვევა: გადასაღებ პავილიონში კლაუდიას გაუფრთხილებლობის გამო, მოკლე ჩართვა მოხდა და რამდენიმე ნათურა აფეთქდა. მინის ნამსხვრევებმა ადრიანოს სახე გაუკაწრა, რაშიც კლაუდიამ თავი დამნაშავედ მიიჩნია და ჩელენტანოს პატიება სთხოვა.

იმ წუთიდან მსახიობები აღარასდროს დაშორებიან ერთმანეთს. 1964 წლის 14 ივლისს, ღამის 3 საათზე, პაპარაცების თვალისგან შორს, შეყვარებულებმა ჯვარი დაიწერეს. თვითმხილველების მოგონებებიდან ირკვევა, რომ ჯვრისწერა კინაღამ ჩაიშალა იმის გამო, რომ ადრიანომ და კლაუდიან პირდაპირ საკურთხევლის წინ იჩხუბეს - პატარძალს სიძის პეპელა-ჰალსტუხი არ მოეწონა, თუმცა საბოლოოდ შერიგდნენ და ერთმანეთს მარადიული სიყვარული შეჰფიცეს.
ადრიანო და კლაუდია დაქორწინებისთანავე იტალიური კინოსამყაროს ყველაზე ლამაზ წყვილად აღიარეს.  
ადრიანოს, კლაუდიას გარდა, გვერდით სხვა ქალი ვეღარ წარმოედგინა. ცოლი ყოველთვის და ყველაფერში ემორჩილებოდა და არც მაშინ გაუწევია წინააღმდეგობა, როცა ადრიანომ ახალი ფილმის „იუპი-დუს“ გადასაღებად სახლი ბანკში ჩადო, თუმცა მისთვის ჩელენტანოს ცოლისა და მსახიობობის ერთმანეთთან შეთავსება მძიმე ტვირთი იყო. მაშინ კლაუდია მორიმ არჩევანი ოჯახის სასარგებლოდ გააკეთა. ვარსკვლავის კარიერაზე უარი თქვა და მეუღლეს სამი მშვენიერი შვილი აჩუქა.

მიუხედავად იმისა, რომ კინოს ჩამოსცილდა, კლაუდია ადრიანოს სამსახურებრივი საკითხების მოგვარებაში ეხმარებოდა, შეთავსებული ჰქონდა სარეკლამო აგენტისა და ადმინისტრატორის ფუნქციები. კლაუდია საოცარ პიარკამპანიებს აწყობდა, რათა მისი ქმრის სახელი იტალიური გაზეთების გვერდებიდან არასოდეს გამქრალიყო. ალბათ, სწორედ ამიტომ მიაჩნდა ჩელენტანოს ცოლი თავისი ზღაპრული წარმატებისა და მრავალრიცხოვან ნომინაციებში გამარჯვების მთავარ შემოქმედად.
თუმცა 1981 წელს, „ჭირვეულის მორჯულებაში“ ადრიანოს მონაწილეობის შემდეგ, წყვილის ურთიერთობაში კრიზისი დადგა.
კლაუდია ყოველთვის ახდენდა დემონსტრირებას, რომ ბრძენი ქალია და უამრავ ქალზე, რომლებიც მის მეუღლესთან რომანზე ოცნებობენ, მშვიდად რეაგირებს. მაგრამ ნებისმიერ, თუნდაც რკინის ნებისყოფას დასასრული აქვს...
სწორედ მაშინ მთელმა მსოფლიომ გაიგო ადრიანოსა და ორნელა მუტის ბობოქარი სასიყვარულო რომანის შესახებ.  პრესის დამღლელი კითხვებისთვის თავი რომ აერიდებინა, კლაუდია, ბავშვებთან ერთად, საცხოვრებლად სოფელში გადავიდა. ჟურნალისტები დღე-დღეზე ხმაურიანი განქორწინების პროცესს ელოდნენ, მაგრამ...

ადრიანოსა და ორნელას რომანი რაღაც სერიოზულის დასაწყისს ჰგავდა. როცა კატისთვალება ლამაზმანმა და ადრიანომ ერთმანეთი გაიცნეს, ორივე უკვე ცნობილი მსახიობი იყო. „ჭირვეულის მორჯულების“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ კი მათმა პოპულარობამ პიკს მიაღწია.
80-იანი წლების დასაწყისი ორნელა მუტის პირად ცხოვრებაში რთული აღმოჩნდა - მეუღლესთან ორანო ალესიოსთან ურთიერთობა გაუუარესდა.
ჩელენტანოსთან რომანის შემდეგ, 1981 წელს ორნელამ ალესიოსთან განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო და ადრიანოსგანაც იგივე მოითხოვა, მაგრამ ადრიანოს კლაუდია მორისთან 20-წლიანი ქორწინება და სამი შვილი აკავშირებდა და ამაზე უარის თქმას არ აპირებდა.

კლაუდია მოთმინებით ელოდა ქმარს და ყოველ ინტერვიუში ამბობდა: „შემთხვევითი რომანი განქორწინების მიზეზი არ გახლავთ. მამაკაცისთვის დროებითი კავშირი იგივეა, რაც მექანიკოსისთვის ავტომობილის ტექდათვალიერება“.

კლაუდიამ ქმარს სკანდალების გარეშე აპატია. თავის მხრივ, ჩელენტანომ ცოლსა და შვილებს საჯაროდ მოუბოდიშა „ცუღლუტობისთვის“, 2014 წელს კი მათ მთელი იტალია ქორწინების 50 წლის იუბილეს ულოცავდა.

ადრიანოსა და კლაუდიას შერიგებიდან უმოკლეს დროში, ორნელა ცოლად გაჰყვა ფედერიკო ფაჩინეტის. თითქოს მან საბოლოდ იპოვა ბედნიერება მოყვარული მეუღლისა და ორი მშვენიერი შვილის სახით, თუმცა ეს ქორწინებაც მალე დაირღვა.


ორნელა დუმილს 2015 წლამდე ინარჩუნებდა და მხოლოდ თავისი 60 წლის იუბილეზე დაადასტურა, რომ ადრიანო ჩელენტანოსთან ნამდვილად რომანი ჰქონდა. ინტერვიუში, რომელიც მსახიობმა ერთ-ერთ ადგილობრივ გამოცემას მისცა, დაუფარავი წყენა იგრძნობა: „მე არასოდეს ვისაუბრებდი ამაზე, მაგრამ ადრიანომ წლების წინათ მოყვა ჩვენი რომანის შესახებ, ისე რომ ჩემთვის არაფერი უკითხავს. მან ეს გააკეთა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, რომელსაც მეუღლეებისა და განსაკუთრებით შვილების გამო ვიცავდით. დიახ, ჩვენ გვქონდა რომანი და ეს სიმართლეა, მაგრამ მე შოკში ჩამაგდო მისმა აღიარებამ. კარგი იქნებოდა, წინასწარ მცოდნოდა, რომ ამის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ მისთვის ყველაფერი სულერთი იყო. იმასაც გეტყვით, რომ მის კაპრიზებს თუ არ ჩავთვლით, ის საოცრად მხიარული ადამიანია და გამუდმებით მაცინებდა. ხანდახან მხიარულება იქამდე მიდიოდა, რომ გადაღებების გაგრძელებას ვეღარ ვახერხებდით“.

როცა ჩელენტანოს ოჯახში ვნებები დაცხრა, წყვილმა მილანის გარეუბანში უზარმაზარი ვილა შეიძინა და იქ განმარტოვდა. ელიტარულ წვეულებებსა და ხმაურიან თავყრილობებს მათ ულამაზესი ბაღისა და ცხენების მოვლა ამჯობინეს. ცხენით ჯირითი ჩელენტანოების საყვარელ გასართობად იქცა. რამდენიმე წლის წინათ ადრიანომ მეუღლეს სიყვარულის ნიშნად, შესანიშნავი საჩუქარი უძღვნა - კლაუდიას ქანდაკება, რომელსაც შადრევანი ამშვენებს. კლაუდია მორი ხშირად აღნიშნავს ჟურნალისტებთან, რომ საკუთარ მეუღლეზე საინტერესო ადამიანს ცხოვრებაში არ შეხვედრია.


თავის მხრივ, 79 წლის ჩელენტანო, რომელსაც ინტერვიუების მიცემა არასოდეს უყვარდა, პრესასთან  კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ მისი გული ერთადერთ ქალს - კლაუდია მორის ეკუთვნის.

ნახევარსაუკუნოვანი ერთობლივი ცხოვრების აღსანიშნავად, ადრიანო ჩელენტანომ და კლაუდია მორიმ გამოსცეს წიგნი-დღიური თავიანთ სიყვარულზე. წიგნში კლაუდია გულახდილად აღწერს ადრიანოსთან გატარებულ წლებს. მიუხედავად იმისა, რომ  ყველაზე ერთგულ და მოსიყვარულე წყვილად მიიჩნევიან, კლაუდია აღიარებს, რომ მათაც ჰქონიათ ურთიერთობაში სირთულეები, მაგალითად, გამუდმებული კამათი ადრიანოს გადაჭარბებული ეჭვიანობის გამო, ისტორია ორნელა მუტისთან და ა.შ., მაგრამ ყველა კრიზისი დაძლიეს და დღემდე ერთად არიან.  
ადრიანოსა და კლაუდიას ორი ქალიშვილი - როზიტა და როზალინდა, ერთი ვაჟი - ჯაკომო ჩელენტანო და უამრავი შვილიშვილი ჰყავთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?