თამარ მეფის შვილიშვილი, რომელიც მუსლიმანური სამყაროს სიმბოლოდ იქცა

სიყვარულის ისტორიები

14 იანვარი 12:00, 2017 წელი

მუსლიმანურ სამყაროში გურჯი ხათუნის სახელით ცნობილი ქართველი ქალის ცხოვრება დღემდე ლეგენდებისა და მითების საბურველშია გახვეული. სილამაზითა და გონიერებით გამორჩეულ ახალგაზრდა ქალს, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სელჯუკთა იმპერიის მმართველი გახდა, სახელოვან ბებიას - თამარ მეფეს ადარებდნენ და ეთაყვანებოდნენ. მას უმღეროდა აღმოსავლეთის პოეზია.

გურჯი ხათუნის სევდიანი და ამაღელვებელი ისტორია მაშინ დაიწყო, როცა ცამეტი წლისა მშობლის კალთას მოსწყვიტეს და სელჯუკთა ახალგაზრდა მბრძანებელს ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევ II-ს მიათხოვეს.
ზნეკეთილმა და მშვენიერმა თამარმა სულთანი იმდენად მოხიბლა, რომ მის გარდა, ყველა ცოლი დაავიწყა, რაც კინაღამ ძვირად დაუჯდა - ცოლებიდან ერთ-ერთმა თამარის თავიდან მოცილება გადაწყვიტა და მოწამლა. საბოლოოდ, გურჯი ხათუნი სიკვდილს გადაურჩა, შურისმაძიებელი ცოლი კი ვერა - სულთანმა ის სიკვდილით დასაჯა.


ამ შემთხვევის შემდეგ სულთანს ცოლი კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა და თავისი სიყვარულის უკვდავსაყოფად, გურჯი ხათუნის სახის მონეტაზე ამოტვიფრა გადაწყვიტა.  
ვინაიდან მუსლიმანური კანონები ქალის სახის გამოსახვას კრძალავდა, ყაის ედ-დინმა ეშმაკობა იხმარა - 1236 წელს გამოვიდა სახელმწიფოს ახალი ფულის ერთეული - მონეტა, რომელზეც ამოტვიფრული იყო ფაფარაყრილი ლომი და მანათობელი მზე, რომლის დისკოში თამარის სახე იკვეთებოდა.


სწორედ XIII საუკუნის ვერცხლის მონეტიდან დაედო სათავე მაჰმადიანური სამყაროს სიმბოლიკებზე ლომისა და მზის გამოსახვას. მზისა და ლომის სიმბოლო შემდგომ სელჯუკთა სხვა სულთნებმა, მოგვიანებით კი სპარსელებმაც გამოიყენეს.



ქრისტიანულ გარემოში ლაღად აღზრდილი ქართველი მეფის ასულისთვის ისლამურ სამყაროში ცხოვრება მეტისმეტად მძიმე იქნებოდა, რომ არა უდიდესი ავტორიტეტი, რომელიც თავისი ქველმოქმედებით, სათნოებითა და ღვთის მოშიშობით მოიპოვა.
ქმრისა და ხალხის სიყვარულით გარემოცულ დედოფალს სულთნისგან სრული თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული. საქართველოს სამეფო კართან დადებული შეთანხმების თანახმად, მას არავინ უშლიდა ქრისტიანული წესების დაცვას, ლოცვასა და საღვთო ლიტურგიებზე დასწრებას. ალბათ, ყველაფერი ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა თამარის დედის უგუნური გადაწყვეტილება, რომლითაც საკუთარ შვილს უბედურება დაატეხა თავს.

სამწუხაროდ, სახელოვანი დედის, თამარ მეფისგან განსხვავებით, რუსუდანი გონიერებით, შორსმჭვრეტელობითა და პატიოსნებით არ გამოირჩეოდა. მემატიანე იუწყება, რომ მან ღვთის შიში და ძმის ანდერძი დაივიწყა და თავისი ძისთვის - დავით ნარინისთვის სამეფო ტახტისკენ გზის გასაკვალად, საკუთარი ძმისწული დავით ულუ სიძესა და ასულს კონიაში მოსაკლავად გაუგზავნა.
თუმცა, თამარმა და ყაის ედ-დინმა რუსუდანის დავალების შესრულებაზე სასტიკი უარი განაცხადეს და დავითი უფრო მეტად შეიყვარეს.


ბოროტებისგან გონებადაბნელებულმა რუსუდანმა შვილზე შურისძიება განიზრახა და სულთანს აცნობა, რომ თამარსა და დავითს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ.
ამ ცნობამ, რა თქმა უნდა, ჭაბუკი სულთანი სასტიკად განარისხა. მან სათაყვანებელ მეუღლეს უმოწყალოდ სცემა, ყველა ხატი და  სიწმინდე დაულეწა, მღვდელმსახურები დაუხოცა და სჯულის შეცვლა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიკვდილით დაემუქრა. 
„უპატიოდ განითრია ცოლი თვისი, მოფხურითა თმათა და ფერხითა ძლიერად უხეთქნა პირსა მისსა მშვენიერსა“.


თამარი განსაცდელისგან იმ დროს კონიაში მოღვაწე პოეტმა და ფილოსოფოსმა, აღმოსავლეთის უდიდესმა მოაზროვნემ და სულთნის კარზე დაფასებულმა მევლანა ჯალალ-ედ-დინ რუმმა იხსნა.  
ის თავის ერთ ეპისტოლეში თამარ დედოფლის შესახებ წერდა: მწყალობელი და დიდსულოვანი, საეჭვო საქმეთაგან განრიდებული, ჭეშმარიტი მონა ღმრთისა, ქალბატონთა ღირსება, მათ შორის ყველაზე უმწიკლო და ნამუსიანი კეთილბუნებოვანი და სათნომყოფელი, მომავლის მჭვრეტელი, სიკეთის მთესველი“.

ჯალალ-ედ-დინ რუმი დაეხმარა თამარს, რომ გარეგნულად ისლამი ეღიარებინა, სულით კი ქრისტიანობის ერთგული დარჩენილიყო, თუმცა თამარს სიმშვიდე არც ამის შემდეგ ღირსებია - ქართველ დედოფალზე ფარულად გამიჯნურებულმა სულთნის პირველმა ვეზირმა ფერვანმა ყაის ედ-დინი მოაწამვლინა და, სასულთნოს კანონების თანახმად, დედოფალი ცოლად შეირთო. 
სულთნის მსგავსად, ქართველ დედოფალს ვეზირი ფერვანიც აღმერთებდა, თუმცა მისგან კეთილგანწყობა ვერაფრით მოიპოვა.  
ისტორიული წყაროების მიხედვით, მათ ერთად აღარასოდეს უცხოვრიათ.
თამარს კიდევ ერთი უბედურება ელოდა - მისი და ყაის ედ-დინის 18 წლის შვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამ ტრაგიკული ამბის შემდეგ, სელჯუკიანთა სასულთნოს დედოფლის კვალი იკარგება. 
სახელოვანი ბებიის მსგავსად, თამარის საფლავის ადგილმდებარეობაც უცნობია.

აღმოსავლური მითების თანახმად, იგი დღემდე კაბადოკიის კლდეებში ცხოვრობს. ზოგი კი ამტკიცებს, რომ თამარი ზღვის ტალღებს საქართველოსკენ გაჰყვა.


გურჯი ხათუნის დრამატიზმით სავსე ცხოვრებისა და ამ ცხოვრებაზე პოლიტიკისა და დედის გავლენაზე მოკლე კომენტარი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ სოსო სიგუას ვთხოვეთ:
-  ეპოქაში, რომელშიც თამარი ცხოვრობდა, სამეფო ოჯახის წევრთა ქორწინების დროს განსაკუთრებული ყურადღება სოციალურ იერარქიას ექცეოდა. რელიგიასა და ეროვნებაზე მნიშვნელოვანი გახლდათ სასიძოსა თუ სარძლოს არისტოკრატიული წარმომავლობა და სოციალური იერარქია. შესაბამისად, სამეფო ოჯახის წევრი სამეფო ოჯახის წევრზე ქორწინდებოდა, თავადი - თავადზე და გლეხი - გლეხზე. ასეთი ქორწინების დროს სიყვარულის საკითხი არ განიხილებოდა. მეფის ასულები ისე თხოვდებოდნენ, რომ საქმრო ნანახი არ ჰყავდათ. მთავარი იყო, მას შესაბამისი სოციალური მდგომარეობა ჰქონოდა და უყვარდა თუ არა, არავის აინტერესებდა.
ჩვენმა მეფეებმაც უსიყვარულოდ შეირთეს ცოლები, თუმცა, რა თქმა უნდა, ქალის მდგომარეობა გაცილებით მძიმე იყო. ჩვენს დროშიც კი არსებობს გარკვეული ეთიკა და კანონები ქალის მიმართ და წარმოიდგინეთ, მაშინ როგორი იქნებოდა. რაც შეეხება შერეულ ქორწინებებს, დავით აღმაშენებლის დედა ბერძენი იყო, პირველი ცოლი - სომეხი და მეორე - ყივჩაღი. თამარ მეფის დედა - ოსი ქალბატონი გახლდათ. სომეხი იყო გიორგი პირველის ცოლიც. იმ დროს მიღებული იყო, რომ ქრისტიანები მუსლიმანებზე თხოვდებოდნენ და მუსლიმანები ცოლად მოჰყავდათ. დავით აღმაშენებლის ერთი ასული შირვანის მმართველის ცოლი იყო, მეორე ბიზანტიაში გახლდათ გათხოვილი. მუსლიმანი იყო რუსუდანის ქმარი და თამარის მამაც, მაგრამ შემდეგ გააქრისტიანეს.
რაც შეეხება პოლიტიკისა და რუსუდანის როლს თამარის ცხოვრებაში, სამწუხაროდ,  ზოგჯერ, ხელისუფლებისთვის ბრძოლამ არც შვილი იცის, არც დედა და მამა. რუსუდანს სურდა, სამეფო ტახტისკენ თავისი შვილისთვის გაეკაფა გზა და ლაშა-გიორგის შვილი გზიდან ჩამოეშორებინა. მან განხეთქილება შეიტანა ცოლ-ქმარს შორის და ისეთი ჭორი ააგორა, როგორსაც არც ერთი მუსლიმანი არ მოითმენდა.  


- რუსუდან მეფის მზაკვრობამ თამარის სულიერი მოძღვარი და მღვდელმსახურები შეიწირა. თქვენი აზრით, ნანობდა თუ არა რუსუდანი თავის საქციელს?
- მას რომ სინანული ჰქონოდა, ალბათ, სამეფო ტახტისკენ ლაშა-გიორგის შვილს გაუხსნიდა გზას, მაგრამ ასე არ მომხდარა. რუსუდანის სიცოცხლეში დავით ულუ და დავით ნარინი ტახტის მემკვიდრეებად დარჩნენ. შემდეგ ორივე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მეფეებად მოგვევლინნენ, თუმცა ფორმალურად, რადგან მონღოლები ბატონობდნენ და ქართველს მმართველობას არავინ ეკითხებოდა. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?