ვინ იყო შანელის ქართველი მოდელი, რომელსაც ტიციან ტაბიძემ კახეთის გამტყდარი გვირგვინი უწოდა?

სიყვარულის ისტორიები

10 დეკემბერი 12:00, 2016 წელი

„იმაზე დახვეწილი სახის ნაკვთები და ლამაზი აღნაგობა, ვიდრე ქართველ ქალებს აქვთ, ძნელი წარმოსადგენია. ალბათ ეს ქალები იმისთვის გაუჩენია განგებას, რომ უყვარდეთ და თავადაც, ყველა სიყვარულით დაასნეულონ,“ - წერდა აბატი დელაპორტი, რომელმაც 1768 წელს საქართველოში იმოგზაურა. სწორედ ასეთი გახლდათ ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის ულამაზესი ქალიშვილი და ილია ჭავჭავაძის ნათლული მელიტა ჩოლოყაშვილი.

მშვენიერი გარეგნობის მიუხედავად, თავადის ასული ფოტოგენური არ გახლდათ. როგორც მხატვარი საველი სორინი ამბობდა, მელიტას სილამაზე მხოლოდ მოძრაობისას ჩანდა, ამიტომ ფოტოებით და ნახატებით მისი გადმოცემა თითქმის შეუძლებელია, თუმცა ის თავისი დროის საყოველთაოდ აღიარებული ლამაზმანი გახლდათ.


სტალინური რეპრესიების წლებში დახვრეტილი ტიციან ტაბიძე თავის მუზას ღვთაებას და მადონას ადარებდა და სასიყვარულო ლექსებს უძღვნიდა.
მელიტა ჩოლოყაშვილის სახლი იმდროინდელი თბილისური ინტელიგენციის შეკრების ადგილს წარმოადგენდა,რომლის მუდმივი სტუმრები იყვნენ კონსტანტინე ბალმონტი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, კონსტანტინე პაუსტოვსკი, სიგიზმუნდ ვალიშევსკი, გრიგორ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, გოგლა ლეონიძე, პაოლო იაშვილი და სხვები.

მელიტას პირველი ქმარი ცნობილი პეტერბურგელი ადვოკატი და მწერალი კონსტანტინე ზელენსკი გახლდათ, რომელიც თავის ქართველ მეუღლეს აღმერთებდა.
1818 წელს მელიტას პორტრეტზე მუშაობა ყირიმიდან თბილისში ჩამოსულმა მხატვარმა საველი სორინმა დაიწყო, რომელიც ქართველი თავადის ასულის სილამაზით და გრაციოზულობით მოიხიბლა, თუმცა მელიტამ სორინის მხოლოდ 30 სეანსს გაუძლო, შემდეგ კი პოზირებაზე უარი განაცხადა:
„მომბეზრდა თქვენი ბრძანებების აღსრულება ბატონო სორინ“ - მიახალა მხატვარს ქალმა.
„საკუთარ თავზე მეტისმეტად დიდი წარმოდგენა გაქვთ, სინამდვილეში კი არც ისეთი უნაკლო მზეთუნახავი ბრძანდებით, როგორც შანელის მეორე მოდელი მერი შერვაშიძეა,“ - მიიღო პასუხად.
ამაყი თავადის ასულისთვის ამის მოთმენა უკვე შეუძლებელი იყო.
„ჯანდაბამდე გზა გქონიათ,“ - მიახალა ჩოლოყაშვილმა სორინს და თითქმის სირბილით გამოვიდა მისი სახელოსნოდან.
მხატვარს სხვა გზა აღარ რჩებოდა და პორტრეტის დასრულებაში დახმარება მელიტას ქმარს კონსტანტინე ზელენსკის თხოვა, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. საქმეში ქმრის და ახლობლების ჩარევის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს მელიტამ მოწყალება გაიღო და პორტრეტის დასასრულებლად სეანსებზე სიარული განაახლა.
სორინი საკუთარი ნამუშევრით იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ პორტრეტს არ შეელია და პარიზში გაიყოლა.
ნახატი საქართველოში მხოლოდ 1974 წელს დაბრუნდა, როცა მხატვრის ქვრივმა საქართველოს ნაციონალურ მუზეუმს საჩუქრად გადასცა.

1922 წელს მელიტა ჩოლოყაშვილმა დასთან და ქალიშვილთან ერთად, საქართველო დატოვა და თურქეთის გავლით, პარიზისკენ გაემგზავრა, სადაც თავისი უზარმაზარი ქონებიდან მხოლოდ ნაწილის გატანა მოახერხა. კონსტანტინე ზელენსკიმ ცოლის დანატოვარი XVI საუკუნის უნიკალური ხელოვნების ნიმუშები საქართველოს ნაციონალურ გალერეას გადასცა.
ის ბოლომდე იმედოვნებდა, რომ  მეუღლე და ქალიშვილი საქართველოში დაბრუნდებოდნენ და რამდენჯერმე თურქეთში  უკან დასაბრუნებელი ბელეთების ფულიც გაუგზავნა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მისთვის უძირფასესი ქალები დაბრუნებას არ აპირებდნენ და თავადაც ემიგრაციაში გაემგზავრა. ზელენსკის მცდელობის მიუხედავად, მელიტასთან მისი ქორწინება თურქეთშივე დასრულდა. ყოფილი მეუღლეები თურქეთიდან საფრანგეთში გადავიდნენ და თითოეული საკუთარი ბიოგრაფიის შექმნას შეუდგა.

სამსახურის ძიებაში მელიტამ კოკო შანელთან მოდელად მუშაობა დაიწყო და ერთი პერიოდი, მის ჩვენებებზე გამოდიოდა, მაგრამ ამაყი თავადის ასულისთვის სამშობლოს მონატრება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სამოდელო საქმიანობას თავი დაანება და ქართულის სწავლებას შეუდგა.

ემიგრაციაში მყოფი ქალი მთლიანად მოგონებებში გადაეშვა. იხსენებდა, როგორ ესწრებოდა პაოლო იაშვილის ქორწილს, როგორ ხვდებოდა მომღერალ ვანო სარაჯიშვილს, როგორ გაიცნო ლიზა ორბელიანის სახლში კომპოზიტორი სერგეი რახმანინოვი და ეს მოგონებები მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მალე მელიტა პოეტ სერგეი რაფალოვიჩზე გათხოვდა და პოდიუმზე ის ქალიშვილმა - ლილიმ შეცვალა...


მელიტამ დიდხანს იცოცხლა ემიგრაციაში და 1993 წელს გარდაიცვალა.
ლილი ზელენსკაიამ, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავდა დედას, 91 წლამდე იცოცხლა და ბოლო დღემდე შეინარჩინა მოხდენილი ტანი და სილამაზე, რაც ისეთ ადამიანებსაც კი აიძულებდა მისთვის ყურადღება მიექციათ, რომლებიც მოდის სამყაროდან ძალიან შორს იდგნენ. 



2001 წელს ლილი ზელენსკაია თავისი ბიძაშვილის, ნინო ჩოლოყაშვილის მოსანახულებლად თბილისში ჩამოვიდა. თბილისელები თვალს ვერ აშორებდნენ რუსთაველის პროსპექტზე ამაყად მომავალ თმაშევერცხლილ ქალბატონს. ნინო ჩოლოყაშვილის შვილიშვილი იხსენებდა, რომ ლილი ზელენსკაიას სუნამოს შესაძენად რომელიღაც პარფიუმერულ მაღაზიაში შეჰყვა. საკმაოდ მოხუცებული, მაგრამ უწინდებურად მშვენიერი ქალის დანახვაზე, მაღაზიაში მყოფი ადამიანები გაშეშდნენ - შანელის ყოფილი მოდელის გარეგნობა და მანერები გულგრილს არავის ტოვებდა..


ალექსანდრია... ყარაბულახი...
ასტრალი წევარი, ღმერთი მელიტა
მოდგება ლექსი როგორც ულაყი
მადონა, აფთარი, ღმერთი მელიტა...
პოეტის ოცნების დიდი ხნის წვალება
მაღალ ტროტუარზე თვითონ კლეოპატრა
გამვლელს და გამომვლელს
ლოცვას ავალებდა
ეს გულიც ეს ლექსიც ამან გამოფატრა.
ასტრალი წევარი, მადონა აფთარი
მელიტა - კახეთის გვირგვინი გამტყდარი..

ტიციან ტაბიძე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?