ხატია ბრაჭული: „ყოველ სეზონზე ვფიქრობ, რომ ჩემი გმირი ჩცდ-დან გაქრება...“

სტუმრად ცნობილებთან

20 იანვარი 20:00, 2017 წელი

სიღნაღის თეატრის მსახიობი ხატია ბრაჭული, რომელიც ფართო საზოგადოებამ პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული თამუნას როლით გაიცნო, დღეს Funtime-ის სტუმარია.

- ხატია, უკვე რამდენიმე სეზონია „ჩემი ცოლის დაქალებში“ თამუნას პერსონაჟს ასახიერებ. როგორ შეიცვალა შენი გმირი?
- ჩემი თამუნა უკვე მდიდარი ქმრის ცოლია და ამას ნელ-ნელა იფერებს კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, ხასიათი მკვეთრად არ შეცვლია. თამუნა ჯერ მსუბუქი ყოფაქცევის იყო, მერე კი გათხოვდა და მზრუნველი ცოლის ამპლუაც კარგად მოირგო, თუმცა ადრეც მორჩილი, კეთილი და მშვიდი გოგო იყო და ახლაც. იანვრის ბოლოს მეათე სეზონი დასრულდება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.


- მაყურებლის შეფასება და ემოცია რამდენად შეიცვალა შენი გმირის მიმართ?
- კი, ნამდვილად შეიცვალა. ადრე თუ ვაღიზიანებდი მაყურებელს, „ბოზ თამუნად“ მიხსენიებდნენ და უარყოფით გმირად აღმიქვამდნენ, ახლა ყველა მეფერება. სერიალში დედამთილს „დედას“ რომ ვეძახი და ზრდილობიანად ველაპარაკები, ამ დამოკიდებულებას დადებითად აფასებენ.


- თავად როგორ აფასებ, როცა დედამთილს დედას ეძახიან?
- ერთი დედა მყავს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში არც ის იქნება პრობლემა, რომ დედამთილს დედა დავუძახო, თუ ეს ჩემს მეუღლეს ესიამოვნება. დღეს სახელით მიმართვაც ჩვეულებრივი ამბავია. დედას დაუძახებ თუ არა მეუღლის მშობელს, სიყვარული ამით ხომ არ განისაზღვრება.


- რეალურ ცხოვრებაში როგორი წარმოგიდგენია საკუთარი თავი მეოჯახე ქალის ამპლუაში?
- მზრუნველი დედა და ცოლი ვიქნები, თუმცა თამუნასნაირად ყველაფერზე თვალს ნამდვილად არ დავხუჭავ და პრინციპებს არ გადავაბიჯებ. ბაქარს თამუნას ღალატის მცდელობა რომ ჰქონდა, ცოლმა მაშინვე აპატია და ერთი თბილი სიტყვით შეურიგდა. მე კი სიყვარულის გამო მარტივად თვალს არაფერზე დავხუჭავ.


- 26 წლის ასაკში ოჯახის შექმნაზე თუ ფიქრობ უკვე?
- მართალია, ხანდახან მაქვს ოჯახის შექმნის სურვილი, თუმცა ვხვდები, რომ კარიერაზე უფრო ვარ ორიენტირებული. ამის მიუხედავად, ფლირტები ხშირია, რაც ბრწყინვალებას კიდევ უფრო მმატებს. არ თხოვდები? - უკვე ძალიან ხშირად მეკითხებიან და სიმართლე გითხრათ, შევწუხდი! ოჯახის შექმნა ისეთ რამაა, ვერ დაგეგმავ. ამიტომ ამ თემაზე შეკითხვებს მხოლოდ ღიმილით ვპასუხობ.


- როგორი ბიჭი წარმოგიდგენია შენ გვერდით?
- რეალიზებული უნდა იყოს, ვუყვარდე მეც და ჩემი პროფესიაც. როცა ადამიანი შემდგარი და განათლებულია, ურთიერთობას პასუხისმგებლობით ეკიდება. მეუღლე პროფესიასთან დაკავშირებულ ულტიმატუმს თუ წამომიყენებს, გამოდის, რომ არ ვყვარებივარ. სიყვარულის გამო ქმართან ურთიერთობაში რაღაცები შეიძლება დათმო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საყვარელი საქმე. ბევრი მსახიობი ვიცი, ვისაც იდეალური, სტაბილური ოჯახი აქვს.


- ბოლო პერიოდში რა ჭორი გსმენია საკუთარ თავზე?
- ამბობენ, რომ ორსულად ვარ. ალბათ, ამას იმიტომ ფიქრობენ, რომ წონაში საგრძნობლად მოვიმატე, თუმცა ეს ის წონა არ არის, რაც შეიძლება ტრაგედიად აღვიქვა. ზოგს ისიც ჰგონია, რომ ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. სიმართლე გითხრათ, უხერხულმა შეკითხვებმა დამღალა. ამ ეტაპზე ვცდილობ, სასურველ ფორმებს დავუბრუნდე. დიეტა დავიწყე და მალე ვარჯიშსაც ვაპირებ. ისეთი პროფესია მაქვს, გარეგნობაზე განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნო. 


- სერიალის გარდა, სად ხარ დაკავებული?
- სიღნაღის თეატრის მსახიობიც ვარ. იქაც აქტიურად ვთამაშობ სპექტაკლებში, რის გამოც რამდენიმე კვირა კახეთშიც მიწევს ხოლმე ყოფნა.


- „ჩემი ცოლის დაქალებში“ მსახიობები მოდიან და მიდიან. შენი გმირის წასვლაზე თუ გიფიქრია?
- ყველა სეზონზე ვფიქრობ, რომ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ თამუნა გაქრება, თუმცა ასე რომ მოხდეს, ძალიან დამწყდება გული.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?