ლიზა ვადაჭკორია: „თუ ჩემს რომელიმე სტუმარს პრობლემა შევუქმენი, ბოდიშს ვუხდი...“

სტუმრად ცნობილებთან

5 აპრილი 20:00, 2017 წელი

გადაცემა „კრაზანას“ წამყვანს, ჟურნალისტ ლიზა ვადაჭკორიას ტელეკომპანია „იბერიაში“ ვეწვიეთ. „კრაზანას“ ბოლო გადაცემას, სადაც სტუმრად მოდელები, ალექსანდრა პაიჭაძე, ემილია სისაური, თამო ვაშალომიძე და მაკო კობერიძე იყვნენ, კრიტიკა მოჰყვა. საუბარიც ამ თემით დავიწყეთ.

ლიზა ვადაჭკორია: თითოეულ მოდელზე ლამაზი კადრებით დამოუკიდებელი რეპორტაჟი გავაკეთეთ, რომელსაც ინტერვიუც ახლდა. გოგონებს შევთავაზე, დაგვემსხვრია სტერეოტიპი იმაზე, რომ მოდელები მხოლოდ სულელი გოგონები არიან და უმარტივესი შეკითხვები დავუსვი. მეგონა, ყველა უპასუხებდა, თუმცა როცა მივხვდი, რომ პრობლემა შეიქმნა, საბავშვო ბაღის პროგრამიდან დავსვი შეკითხვა - რამდენი ფერია ცისარტყელაში. შეკითხვებს სწორად მხოლოდ ალექსანდრა პაიჭაძემ უპასუხა. არავის დამცირება არ მქონია აზრად და ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ ვინმეს უმარტივეს კითხვაზე პასუხი გაუჭირდებოდა. შევეცადე, გადაცემა ისე დამემონტაჟებინა, საზოგადოებაში გაღიზიანება არ გამოეწვია. ეთერში გასვლის შემდეგ კი ემილიამ დამირეკა - პრობლემები შემექმნა, დამცინიანო. ეს გოგონა ბულინგის მსხვერპლი გახდა. ძალიან შემეცოდა. მისდამი სიმპათიით ვარ განწყობილი. შეიძლება ფორმაში არ იყო, ინერვიულა და შეკითხვებს ვერ გასცა პასუხი, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა ჩავქოლოთ ან დავცინოთ? თუ ჩემს რომელიმე სტუმარს, მოდელებს პრობლემა შევუქმენი, ბოდიშს ვუხდი.


- თქვენს გადაცემას, „კრაზანას“ უკვე საკმაოდ ბევრი მაყურებელი ჰყავს. ელოდით ასეთ წარმატებას?
- ჯერ ერთი წელიც არ არის, რაც „კრაზანა“ ეთერში გადის. გადაცემის თემები დიდხანს არის აქტუალური, რაც იმის მაჩვენებელია, რომ სწორ გზაზე ვდგავარ, კარგი ჟურნალისტი ვარ და კარგ გადაცემას ვაკეთებ. მეორე მხრივ, კრიტიკოსები ყოველთვის მყავს და არიან ადამიანები, რომლებისგანაც ნეგატიური კომენტარებიც მოდის.


- ეს როგორ მოქმედებს თქვენზე?
- კრიტიკას შეგუებული ვარ, რადგან ყველას ვერ მოვეწონები. უარყოფით კომენტარებზე პასუხს არავის ვცემ და სიმართლე გითხრათ, ყველას არც ვკითხულობ, რადგან შეიძლება ღამე არ დამეძინოს. ალბათ, ჩვენ, ყველანი, ვინც ეკრანზე ვჩანვართ, ცნობილ ადამიანებზე ვწერთ თუ გადაცემას ვაკეთებთ, მორალურად და ფსიქოლოგიურად მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ყოველთვის კარგად არ მიგვიღებენ. 


- უკვე წლებია ჟურნალისტიკის სფეროში ხართ. რა ეტაპების გავლა მოგიწიათ?
- ამ სფეროში მუშაობა 18 წლის წინათ, კოკა და ნონა ყანდიაშვილების რადიოსადგურ „აუდიენციაში“ დავიწყე. მას შემდეგ უამრავი ეტაპი გამოვიარე. „იბერიამდე“ კი ტელეკომპანია „მიუზიკ ბოქსი“ იყო, სადაც 11 წელი პროგრამების დირექტორი ვიყავი. ახალი ეტაპის დაწყებას არ ვნანობ, თუმცა „მიუზიკ ბოქსი“ დღესაც შვილივით მიყვარს.


- საყვარელი საქმიანობა არასდროს მოგბეზრებიათ?
- მობეზრებით არა, მაგრამ მქონია მომენტები, როცა კრიტიკულ წერტილამდე მიდიხარ და ამბობ, რომ აღარ შეგიძლია, თუმცა დილით მაინც დგები და მიდიხარ იქ, სადაც ხალხი გელოდება და შენზე ბევრი ვინმეა დამოკიდებული. ჩემი პლუსიც და მინუსიც პასუხისმგებლობაა. ძალიან კოლეგიალური და სოლიდარული ვარ. როდესაც მესმის, რომ გამომცემლობა ან ტელევიზია დაიხურა, ამას ისე განვიცდი, როგორც პირად დრამას. ვიცი, როგორი რთულია, გაიარო გზა, რაღაცას მიაღწიო და მერე ხელმოცარული ქუჩაში დარჩე. ჩემს ყველა კოლეგას სოლიდარობას ვუცხადებ და მინდა, რომ ეს პრობლემა არასდროს ჰქონდეთ. 


- ჟურნალისტის გარდა, მეუღლის, დედისა და ბებიის სტატუსსაც ირგებთ. ოჯახსა და საქმიანობაზე დროს როგორ ანაწილებთ?
- დროის სწორად გადანაწილება არ გამომდის. უბრალოდ, მყავს ოჯახი, რომელიც ყველანაირად მიწყობს ხელს და მიქმნის კომფორტს. მეუღლე ძალიან მანებივრებს, ხელისგულზე მატარებს. ჩემი შვილი, 26 წლის ია მოდებაძე ბიზნესლედი გახლავთ. ერთ-ერთ მსხვილ საავტომობილო კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერია. ოჯახის ყველა წევრი პროფესიაში რეალიზებული ვართ. ჩემს 2 წლის შვილიშვილ დაჩი შუბლაძეს კი მე ვანებივრებ. დაჩი ლიზა ბებოს მეძახის. განახლებულ აღმაშენებელზე ხშირად ვასეირნებ. ამას წინათ დარბოდა და განწირული ხმით ყვიროდა - ლიზა ბებო! იქვე ვიდექი, მაგრამ ყვირილს არ წყვეტდა. დაცვის ბიჭებმა შემომხედეს, ჩათვალეს, რომ ლიზა ბებო მე ვერ ვიქნებოდი და დაჩის ჰკითხეს - პატარა, ბებო დაგეკარგა?


- რაც ეკრანზე გამოჩნდით, გარეგნულად თითქმის არ შეცვლილხართ. ეს რისი დამსახურებაა?
- ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ, სიგარეტს არ ვეწევი და სისტემატურად ვვარჯიშობ. ლისის ტბასთან ახლოს ვცხოვრობ და გაზაფხულსა და ზაფხულში იქ დავრბივარ. თუ რამე დამემართა, იცოდეთ, რომ ტრასაზე მანქანამ გამიტანა! 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?