ბორის ბედია: ,,არ მაჩენენ სცენაზე, თორემ არავისზე ნაკლები ტაში არ მაქვს“

სტუმრად ცნობილებთან

10 მაისი 20:00, 2017 წელი

„უმუშევრობის გამო სავაჭრო ცენტრებში იშვიათად დავდივარ. წელიწადზე მეტია, სამსახური არ მაქვს და მაღაზიებს ტანსაცმლის დასათვალიერებლად თუ ვესტუმრები“, - გვითხრა მომღერალმა ბორის ბედიამ, რომელსაც თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შევხვდით.

-ბორის, რატომ აღარ ჩანხართ?
-არ ვიცი... კონცერტებზე აღარავინ მეძახის. ალბათ, არიან ისეთი ადამიანები, ვისაც ქართული კულტურის არასწორ პოლიტიკაზე ჩემი ნათქვამი სიმართლე არ მოსწონთ. გასულ წელს დიდგორობის შემდეგ არც ერთ კონცერტზე არ მიმღერია. მით უმეტეს, უამრავი პატრიოტული სიმღერა მაქვს, რომლებსაც ჩემნაირად ვერავინ შეასრულებს.


- ამის მთავარ მიზეზად რა მიგაჩნიათ?
- კარგია მუდამ მტრიანი, ხომ გაგიგიათ? უამრავი მტერი მყავს. ალბათ, იმიტომ, რომ წესიერი ადამიანი ვარ. დღევანდელობის მიმართ ანტიპათია რომ მაქვს, ამას გრძნობენ და ვიღაც-ვიღაცებს არ მოსწონთ. დრო მოვა, როცა კონკრეტულად დავასახელებ ამ ადამიანს და სათქმელს პირადადაც ვეტყვი.


- იქნებ, ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ პოლიტიკურ მოსაზრებებს ხმამაღლა აფიქსირებთ იქ, სადაც არაფერს უნდა ამბობდეთ?
- ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ. არც „ნაციონალური მოძრაობა“ მომწონდა და არც „ქართული ოცნებით“ ვარ მოხიბლული, მაგრამ წინა მთავრობის დროს უფრო მეტი კონცერტი იმართებოდა, სადაც მეც ვმღეროდი. „ჯეოსტარშიც“ იმ პერიოდში მივიღე მონაწილეობა.


- თქვენი და, მომღერალი სოფო ბედია შემოქმედებითად წინა ხელისუფლების დროსაც აქტიური იყო და ახლაც ყურადღების ცენტრშია...
- სოფო მხოლოდ სამთავრობო კონცერტებში მონაწილეობს. სხვა რამე ხდება? გარდა ამისა, რესტორანშიც მღერის, რომელიც სტაბილური სამსახური ნამდვილად არ არის. გეთანხმებით იმაში, რომ სოფო უფრო ყურადღების ცენტრშია. არ მაჩენენ სცენაზე, თორემ არავისზე ნაკლები ტაში და სიყვარული არ მაქვს. არიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები არიან იმით, რომ წინ არ წავიდე. ქალ მომღერლებში კონკურენცია არ არის. ჩვენს ქვეყანაში კარგი მამაკაცი მომღერლის, კაცური ხმის დეფიციტია.


- სოფო რას გირჩევთ?
- ჩემი და მეუბნება, ამ ქვეყნისთვის ძალიან ცოდო ხარ და აქედან უნდა წახვიდეო. გეგმაშიც მაქვს უცხოეთში კონკურსებზე წასვლა. ერთი პერიოდი კონსერვატორიაში ჩაბარებას ვგეგმავდი, თუმცა საქართველოში სწავლა გადავიფიქრე. ალბათ, უცხოეთში ვისწავლი და ვიმუშავებ. რუსეთშიც სიამოვნებით წავიდოდი. ყველასთან მეგობრული დამოკიდებულებაა საჭირო. კლასიკურ ვოკალში დღესაც დამოუკიდებლად ვმეცადინეობ. სახლში ინსტრუმენტი არ მაქვს და სოფოსთან მივდივარ ხოლმე. სიმღერას რომ მოვამზადებ, ჩემი და მსაყვედურობს, გასალახი ხარ, შენნაირ მომღერალს საქართველოში რა უნდაო.


- ამ ეტაპზე არსად მღერით?
- არა. უმუშევარი გახლავართ. დასავლეთში, ჩემს სოფელში ვარ ან ქუთაისში ბიძასთან. ბუნებით ვტკბები ხოლმე... სიმღერის ჟინს სახლში ან ძმაკაცებთან ქეიფში ვიკლავ ხოლმე. იმედია, ეს ყველაფერი მალე დასრულდება და ფართო არეალზე გავალ.


- იყო პერიოდი, როცა სხვადასხვა რესტორნებში აქტიურად მღეროდით. ამ საქმიანობაზე უარი თქვით?
- რესტორანში სიტუაცია ისე გაუარესდა, იქაურ გარემოს გამოვერიდე. კარგ ნაწარმოებს რომ იმღერებ და ამის მერე იდიოტობა სიმღერას მოგთხოვენ, ხელოვანი ადამიანისთვის ამაზე დიდი საშინელება არაფერი მგონია. საქეიფო სიმღერები მეც მიყვარს, მაგრამ „აბობოქრებულ ზღვაში გატარებ“?! თანაც იცით, როგორ პოპულარულ რესტორნებში? რამდენჯერმე სტუმრებთან შელაპარაკებაც კი მომივიდა. ასეთ სიტუაციაში საქმე უკვე ჩემს ჯანმრთელობას ეხებოდა, რომელიც ფულში ვერ გავცვალე.


- ამ ეტაპზე შემოსავლის არანაირი წყარო არ გაქვთ?
- არა. რამდენიმე კარგი მეგობარი მყავს, რომლებიც გაჭირვებას არ მაგრძნობინებენ. კომუნალურ გადასახადებსაც კი ისინი მიხდიან.


- პირად ცხოვრებაში სიახლე ხომ არ გაქვთ?
- 33 წლის გახლავართ. ქრისტეს ასაკში ვარ. მანდილოსნები არასდროს მაკლდნენ, მაგრამ მინდა, გვერდში კარგი ადამიანი მყავდეს და მიყვარდეს ისე, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ შევძლო. ჯერჯერობით კი ისე არასდროს მყვარებია, რომ ოჯახის შექმნაზე მეფიქრა.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?