ქეთი ხუციშვილი: „ლუნამ ყველა გზა მონახა იმისთვის, რომ წარმატებული ქალი ყოფილიყო“

სტუმრად ცნობილებთან

19 მაისი 20:00, 2017 წელი

ჩცდ-ს მსახიობი ქეთი ხუციშვილი Funtime-ს საკუთარ პერსონაჟსა და პირად ცხოვრებაზე უყვება.

ქეთი ხუციშვილი: ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, სანამ ცოცხალი ხარ, რაღაც აუცილებლად უნდა აკეთო და წინ იარო. დღევანდელი ლუნა ძალიან მაგარი ქალია! ყველა გზა მონახა იმისთვის, რომ წარმატებული ქალი ყოფილიყო და ისეთი ამბიციურია, რომ ვფიქრობ, უფრო მეტს მიაღწევს. ძალიან მიზანდასახულია და ჩემს გმირს მხოლოდ ამ თვისებით ვგავარ, სხვა არაფრით. 

- თუმცა, ქმართან თანაცხოვრების პარალელურად, ლუნამ სხვა მამაკაცთან ფლირტი გააბა...
- ფლირტი კი გააბა, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ ოლო არ უყვარს? მას მხოლოდ იყენებს. ოლოს კი ლუნა აშკარად უყვარს, მაგრამ რაღაც მომენტში ლუნასაც ვამართლებ.


- რა მიზეზით ამართლებთ?
- ლუნამ შანსი გამოიყენა. რეალურ ცხოვრებაში რთულია, მამაკაცი ასე გამოიყენო, მაგრამ ლუნამ ეს შეძლო.


- ლუნას ოლეგმა ბიზნესი აჩუქა. რეალურ ცხოვრებაში ასეთ საჩუქარს მიიღებდით?
- არ ვიცი... შეიძლება ასეთი საჩუქარი მიმეღო, შეიძლება არა. კონკრეტულ სიტუაციაში რას გავაკეთებდი, ასე შორიდან ვერ ვიტყვი.


- ბესო ბარათაშვილთან ერთად მუშაობა რა პროცესია?
- რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ბესო ძალიან მიყვარს. მაგარი ადამიანი და სასწაული კაცია. მისით აღფრთოვანებული ვარ!


- მაყურებელმა ეკრანზე გამოჩენისთანავე შეგიყვარათ. როგორ გამოხატავენ სითბოს თქვენ მიმართ?
- ბავშვიდან დაწყებული, მოხუცით დამთავრებული, მაჩერებენ და მეფერებიან. სიტყვებით ვერ გამოვხატავ, ეს რამხელა ბედნიერება და სიხარულია. ერთხელ მაღაზიაში შევედი, ქალები წამოდგნენ, გეხვეწები, ლუნას ხმით დაგველაპარაკეო, მაგრამ ღიმილითა და ბოდიშის მოხდით, უარი ვუთხარი. მესმის, რომ ხალხს ვუყვარვარ, თუმც,ა სადაც დამინახავენ, არ შეიძლება, ყველგან ჩემი პერსონაჟის ხმით საუბარი მთხოვონ.


- პოპულარობა თქვენთვის გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული?
- შეიძლება ფორმაში არ ვიყო და ამ დროს, მობილურით ვიღაცამ ჩუმად ფოტო გადამიღოს, რასაც ვხვდები ხოლმე, თუმცა არ ვღიზიანდები. ხშირია, როცა მაღაზიაში თანხას არ მახდევინებენ, რაც უხერხულობას მიქმნის. ვიბნევი, მრცხვენია და მიხარია, როცა ხალხისგან ასეთ სიყვარულს ვგრძნობ.


- როგორ ცხოვრობს ეკრანს მიღმა ლუნა?
- შვილთან, 15 წლის გიორგი ცანკაშვილთან ერთად ვცხოვრობ. ის ჩემი ყველაზე დიდი და გულწრფელი გულშემატკივარია. შვილს ვაცილებ სკოლაში და თუ ვასწრებ, საჭმელს ვუმზადებ. თუ ამისთვის დრო არ მაქვს, დედას ვთხოვ დახმარებას, რომელიც მეზობლად ცხოვრობს. როცა თავისუფალი დრო მაქვს, დავწვები, მუსიკას ვუსმენ და სიამოვნებას მივეცემი ხოლმე. სახლში ყოველთვის ვვარჯიშობდი, თუმცა უკვე 3 თვეა, ჯანსაღი ცხოვრების წესს კიდევ უფრო სერიოზულად მივუდექი და ფიტნესზე დავიწყე სიარული, სადაც ტრენერიც მყავს. ჯანსაღად ვიკვებები და ჩემი სხეულის ფორმებიც შესაბამისია.


- ვარჯიში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად დაგჭირდათ?
- ზედმეტი წონის პრობლემა არასდროს მქონია. უბრალოდ, ჯანსაღი ცხვრების წესით ცხოვრება მიყვარს. არც სიგარეტს ვეწევი და არც ღამეებს ვათენებ.


- თაყვანისმცემელი მამაკაცები თუ ცდილობენ თქვენი გულის მოგებას?
- თაყვანისმცემლები უფრო მომრავლდნენ, თუმცა გულწრფელად გეტყვით, რომ სერიოზულად ჯერ ვერავის ვუყურებ.


- ამაში რა გიშლით ხელს?
- ალბათ, არ მივსულვარ იმ კონდიციამდე, რომ გვერდით მამაკაცი მყავდეს. სიმართლე გითხრათ, ამაზე ორიენტირებულიც არ ვარ, თუმცა, ალბათ, ამის დროც მოვა. დაგეგმილი არაფერი მაქვს, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაც დაიწყოს.


- ქეთი, შვილი დამოუკიდებლად, მეუღლის გარეშე გაზარდეთ. ალბათ, ცხოვრებაში არაერთი რთული პერიოდიც გამოიარეთ...
- დიახ, ასეა. ბევრი რთული პერიოდი და დეპრესიული დღეც მქონია, მაგრამ საკუთარ თავს შენ თუ არ უშველე, სულში ბოლომდე არავინ ჩაგიძვრება. სიცილი და იუმორი მშველის, დეპრესია დიდხანს არასდროს მიგრძელდება. როცა მეუღლეს დავშორდი, გიორგი 4 წლის იყო. ჩემი მშობლები ისე დამიდგნენ გვერდით, ბავშვის გაზრდაში სირთულე არ მიგრძნია. ჯობია, ქალი მარტო იყოს, ვიდრე მხოლოდ იმიტომ იცხოვროს მამაკაცთან, რომ ოჯახი ერქვათ.


- როგორი მამაკაცი წარმოგიდგენიათ თქვენ გვერდით?
- ძალიან მამაკაცური უნდა იყოს. იუმორის გრძნობა აუცილებლად უნდა ჰქონდეს და ურთიერთპატივისცემა გვაკავშირებდეს. განსაკუთრებულ თვისებებს არავისში ვეძებ.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?