გოდერძი შარაშია: „ვიცი, რომ ამ სტატიასაც დიდი ამბავი მოჰყვება...“

სტუმრად ცნობილებთან

7 ივნისი 20:00, 2017 წელი

„ღირსეულ სასიძოს დიდხანს ვეძებდით. უამრავი შემოთავაზება გვქონდა, ხან თავადისგან და ხანაც გლეხისგან, მაგრამ ის ერთადერთი ბოლოს ჩემმა ცოლმა, ცირამ იპოვა. კოკო ჯიშკარიანი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძოა, ისეთი მაგარი ბიჭია, ძუ იორკშერული ტერიერების რიგი უდგას. ყურადღება მასზე შევაჩერეთ. კოკოსა და ენდის ერთმანეთი ძალიან მოეწონათ და შვილებიც შეეძინათ. ლეკვებმა მხოლოდ ჩვენს ოჯახში კი არ შემოიტანეს სიხარული, მათ სანახავად მეგობრებიც ხშირად გვსტუმრობენ“, - გვიყვება ჟურნალისტი გოდერძი შარაშია, რომლის ოჯახშიც დიდი მატებაა. შარაშიების იორკშერულ ტერიერს ენდის 5 ლეკვი შეეძინა.

- როგორც ვიცი, ენდი თქვენმა მეუღლემ, ცირამ ამშობიარა, რომელიც პროფესიით გინეკოლოგია...
გოდერძი:
ამ დროს „იმედის დილა“ მიმყავდა, ცირა ენდის ამშობიარებდა და ლეკვების ფოტოებს მიგზავნიდა. ენდი ძალიან კარგი დედაა. ჩვენი ფისო, გადუნა კი დიდი ინტერესით უყურებს ლეკვებს. ვეტერინარმა გაგვაფრთხილა, იორკშერული ტერიერი ის ჯიშია, რომელმაც არ იცის, რომ ძაღლიაო. აგვიხსნა, რომ შვილების გაჩენის შემდეგ მათი მოვლა ჩვენ უნდა გვესწავლებინა. ორი ბიჭი და სამი გოგო გვყავს!
ცირა: ენდი მთელი ფეხმძიმობა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ გვყავდა. იორკშერული ტერიერისთვის ფიზიოლოგიური მშობიარობა, განსაკუთრებით კი პირველი, სარისკოა. ამიტომ საკეისროს გაკეთებას ვგეგმავდით, მაგრამ გავრისკე და ენდი მე ვამშობიარე. მშობიარობის წინა ღამე თეთრად გავათენე. ვესაუბრებოდი, რომ თავი მარტო არ ეგრძნო. ჩემი დახმარების გარეშე აუცილებლად საკეისრო დასჭირდებოდა, რადგან ფეხით წინამდებარეობაც იყო. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მშობიარობა 3 საათს გაგრძელდა. ყოველ ნახევარ საათში თითო იბადებოდა.
გოდერძი: სხვათა შორის, ამას წინათ ერთ-ერთ ინტერვიუში ცხოველებზე ვსაუბრობდი, რაზეც სოციალურ ქსელში მთელი ამბავი ატყდა - თავში ტვინი არ გაქვსო, ჩვენს ქვეყანაში ძაღლებს კი არა, ადამიანებს შიათო, მწერდნენ. ვიცი, რომ ადამიანებს შიათ და ისიც ვიცი, რომ ბევრი უსაქმურად დადის, მაგრამ ცხოველს რომ არ სცემ პატივს, ადამიანის პატივისცემაზე რა უნდა თქვა? ვიცი, რომ ამ სტატიასაც დიდი ამბავი მოჰყვება.
ცირა: კომენტარებში იმასაც წერდნენ, კატისა და ძაღლის ყოლას მეორე შვილი გაეზარდათო. 

 - გოდერძი, ახლა რაც შეეხება „იმედის დილას“, სადაც სულ ახლახან გამოჩნდით. ამ ცვლილებას როგორ შეეგუეთ?
გოდერძი: ვერასოდეს წარმოვიდგენდი, დილით თუ ვიმუშავებდი, რადგან აქამდე გაღვიძება მიჭირდა. „იმედის დილის“ ფორმატი იმდენად მომწონს, რომ სიზარმაცეს ვერ ვგრძნობ. ექვსის ნახევარზე ვიღვიძებ და ცოლ-შვილი რომ არ გავაღვიძო, ფეხაკრეფით დავდივარ.
ცირა: გოდერძის ტანსაცმელს გამზადებულს ვუტოვებ და იცის, დილით რა უნდა ჩაიცვას. ასე რომ, ჩემი გაცილება არ სჭირდება, რადგან დილით არც საუზმობს.

- ცირა, „იმედის დილაში“ მეუღლეს ხშირად უყურებთ?
ცირა:
რა თქმა უნდა. პირველივე გადაცემიდან ვუყურებ და მისი ყველა ფრაზა ვიცი. რასაც არასწორად ამბობს, ამას განვიხილავთ კიდეც. არცერთ შეცდომას არ ვპატიობ!
გოდერძი: რაც არ უნდა მაგრად წავიყვანო გადაცემა, ერთი სიტყვაც რომ შემეშალოს, მაინცდამაინც იმას არ მაპატიებს (იცინის).
ცირა: გოდერძი ახალ ამპლუაში მომწონს, მაგრამ კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები და შეგრძნება მაქვს, თითქოს კლასში ჩატოვეს. მენანება ის წლები, როცა ეკრანზე აქტიურად არ ჩანდა. წვერი აბერებსო, კი ამბობენ, მაგრამ ეს იმიჯიც მომწონს.
გოდერძი: სხვათა შორის, მაყურებელს ყურადღების მიღმა არაფერი დარჩება. სოციალური ქსელი არ მაქვს დახურული და ვისაც რა უნდა, იმას მწერს. შეიძლება მომწერონ, წვერი შესათხელებელი გაქვსო ან პიჯაკი სხვა უფრო გიხდებაო. ყველას ვპასუხობ, მადლობას ვუხდი და ვეუბნები, რომ რჩევას გავითვალისწინებ. ჩემი მაყურებელი ხშირად მწერს, მათ შორის გადაცემა „გრიფით საიდუმლოს“ შესახებ, რომელიც დაიხურა. სპონსორებიც ვეძებეთ, მაგრამ მათ, სამწუხაროდ, ღლიცინა გადაცემების დაფინანსება ურჩევნიათ.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?