ეკა ხოფერია: „ეს ჩემთვის სრულიად ახალი სფერო და დიდი გამოწვევაა“

სტუმრად ცნობილებთან

13 დეკემბერი 20:00, 2017 წელი

ჟურნალისტი ეკა ხოფერია, მართალია, ეკრანზე აღარ ჩანს, მაგრამ სხვადასხვა პროექტითა თუ ჟურნალ „სითის“ ნომრებით მაყურებელს თავს არ ავიწყებს და კიდევ ერთ საინტერესო პროექტს იწყებს. ამჯერად ეკას მომღერალ გიო ხუციშვილის კლიპისა და „სითიმენის“ ახალი ნომრის პრეზენტაციაზე შევხვდით.

- „ეკა ხოფერიას ტოქშოუს“ დასრულების შემდეგ ერთი წელი გავიდა. ამ გადასახედიდან როგორ აფასებთ თქვენს ნაბიჯს?
- ეს ნაბიჯი შეგნებულად და გააზრებულად გადავდგი. რაც ტელევიზიიდან წამოვედი, ტელევიზორს უფრო ხშირად ვუყურებ, თუმცა პროფესია არ მიმიტოვებია. ჟურნალისტად ვრჩები ცხოვრების ბოლომდე. ჩემს პროფესიულ მოვალეობას რა ფორმითა და რა სივრცეში შევასრულებ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აუდიტორიასთან სასაუბროდ დღეს უამრავი საშუალებაა. ტელევიზიაში ყველაფერი კარგ ეტაპზე დავამთავრე და დავგეგმე, რომ ჩემს საგამომცემლო სახლსა და სხვა იდეებს მივხედავდი, თუმცა არა სატელევიზიოს.

- დღეს საკმაოდ დიდ ღონისძიებაზე მოგვიწია შეხვედრა. ვინ დაგიდგათ გვერდში?
- დიახ, დღეს „სითიმენის“ ახალი ნომრისა და ჯგუფ „გიო +“-ის კლიპის პრეზენტაციაა. ჟურნალის ყდისთვის გიო თავისი ცნობილი ქუდით გადავიღეთ, საიდანაც გაჩნდა იდეა, რომ პრეზენტაციაზე დრეს-კოდიც გვექნებოდა. ყველა სტუმარი ქუდით მოვიდა. დღეს ჩემი პირველი ონლაინგადაცემის, „აუდიტორიის“ პრეზენტაციაც არის. აუდიტორის გარეშე ყოფნა ძალიან მიჭირს, ამასთანავე, მინდა, ვიყო სოციალურ ქსელში, სადაც ჩვენ დიდ დროს ვატარებთ. ამ სახელწოდების გადაცემა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ მქონდა და ამიტომაც გადავწყვიტე, ისევ დამებრუნებინა. დღევანდელი მასპინძელია ფანტასტიკური სივრცე, „რესპუბლიკა“, სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის წარმდგენი კი სამშენებლო კომპანია „ალიანს ჰაილაინი“ გახლავთ. მინდა, მათ ნდობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო.

- ჟურნალ „სითის“, „სითიმენისა“ და ონლაინგადაცემის გარდა, სხვა რა არის თქვენი საქმიანობის სფერო?
- რამდენიმე კომპანიას ვუწევ პიარკონსულტაციას. მათ შორის არის დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“. როცა ჩვენი შეხვედრა შედგა, მივხვდი, რომ ეს ჩემთვის სრულიად ახალი სფერო და დიდი გამოწვევაა.

- და რატომ დაინტერესდა ეკა ხოფერია ამ კომპანიასთან თანამშრომლობით?
- პირველ რიგში, პროექტი მომეწონა. წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს. მირჩევნია, ჩემ მიერ შესრულებული საქმე სხვამ შეაფასოს, თუმცა გეტყვით იმას, რომ „ალიანს ჰაილაინთან“ დაკავშირებით უამრავი საინტერესო გეგმა მაქვს.

- კარიერის მიღმა რა ხდება?
- ჩემი საყვარელი საქმის მიღმა ჩემი ოჯახი დგას. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საქმე მაქვს, საკუთარ განრიგს თავად ვადგენ და ერთად ყოფნისთვის ახლა უფრო მეტი დრო გვაქვს. ნიკოლა 8 წლისაა, იკა კი - 6-ის. შემიძლია, მათთან ერთად ვიყო, როცა ისინი სპორტზე არიან. ანანო 18 წლის გახლავთ. უცხოეთში სწავლობს და როცა ჩამოდის, ერთად ყოფნის საშუალება გვეძლევა. ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი მაგრად გამომდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ.

- თქვენი მეუღლე მიშა ხუჯაძე ცნობილი ექიმია. ორი წარმატებული და დატვირთული რეჟიმის მქონე ადამიანის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება რთული არ არის?
- მერწმუნეთ, ეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ჩვენი ოჯახური ჰარმონიის ერთ-ერთი მთავარი პირობა ის არის, რომ ორივეს ცხოვრება პროფესიის სიყვარულით არის სავსეა. ორივეს მოგვწონს და გვაინტერესებს ერთმანეთის სფეროები. 

 - თავისუფალ დროს რას უთმობთ?

- შაბათ-კვირას ბავშვები ბებია-ბაბუასთან შინდისში ატარებენ და მე და მიშაც მათთან ერთად ვისვენებთ.

 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?