ვანიკო გალუაშვილი: „საქართველო მსოფლიოსთვის ხმების დიდი საბადოა“

სტუმრად ცნობილებთან

25 იანვარი 18:00, 2018 წელი

ყველაფერი 5 წლის ასაკიდან დაიწყო. მის კარიერში ანზორ ერქომაიშვილმა, ნოდარ ანდღულაძემ, ჯანსუღ კახიძემ და გურამ მელივამ გადამწყვეტი როლი ითამაშეს. Funtime-ის სტუმარია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მომღერალი, ბარიტონი ვანიკო გალუაშვილი.

- ბავშვობიდან უდიდესი ადამიანების გვერდით ვიზრდებოდი. 5 წლის ვიყავი, როცა პაპამ ბიჭუნათა ანსამბლ „მართვეში“ მიმიყვანა, რომლის ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი გახლდათ. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მუსიკოსი უნდა ვყოფილიყავი, თუმცა სკოლის შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებაც მინდოდა. სწორედ ამ პერიოდში ნოდარ ანდღულაძესთან მოვხვდი და გადაწყვეტილება მან შემაცვლევინა. კონსერვატორიაში ვოკალის ფაკულტეტზე ჩავაბარე, სადაც მაგისტრატურაც გავიარე.


- ოპერის თეატრში როგორ აღმოჩნდით?
- ოპერა იტალიურმა რომანსმა dicitencello vuie-მ შემაყვარა. სურვილი გამიჩნდა, რომ მეც მემღერა. ასე აღმოვჩნდი მუსიკალურ სასწავლებელში პედაგოგ გოდერძი გველესიანთან. შემდეგ იყო კონსერვატორია. პირველი კურსის შემაჯამებელ კონცერტს ოპერის თეატრის მაშინდელი ხელმძღვანელობა ესწრებოდა. მათ შორის - ჯანსუღ კახიძე და თამაზ ლაფერაშვილი. კონცერტის შემდეგ მათ თეატრის სოლისტობა შემომთავაზეს, თუმცა ჩემს მაესტროსთან, ნოდარ ანდღულაძესთან შეთანხმებით, უარი ვთქვი, რათა ვოკალურ განვითარებაში ხელი არ უნდა შემშლოდა. ოპერის სოლისტი ოდნავ მოგვიანებით - 21 წლისა გავხდი. ერთ დღეს „დაისის“ წარმოდგენაზე დავაგვიანე. დარბაზში შესულს ერთი ლოჟა დამხვდა ღია და იქ შევედი, თუმცა გვედით ვინ იჯდა, არ შემინიშნავს. შესვენებაზე, შუქი რომ აინთო, ლოჟაში თეატრის ხელმძღვანელობა დავინახე. ჯანო კახიძემ რომ დამინახა, დანარჩენებს მიუტრიალდა: ნახეთ, თავის ფეხით მოვიდაო. მაშინვე კონტრაქტზე მომაწერინეს ხელი. როგორც აღვნიშნე, იმ დროს 21 წლის ვიყავი. ალბათ, ძალიან გამიმართლა, რომ ჩემს ცხოვრებაში ჯერ შესანიშნავი მუსიკოსი ანზორ ერქომაიშვილი იყო, შემდეგ ნოდარ ანდღულაძე და ჯანსუღ კახიძე.



- ოპერის თეატრთან წლები გაკავშირებთ. ეს რას ნიშნავს თქვენთვის?
- 21 წელია, თეატრის სოლისტი ვარ და ჩემთვის ეს ყველაფერს ნიშნავს. სხვაგან ერთი დღეც არ მიმუშავია. ბევრს ჰგონია, რომ სცენაზე დგომა ძალიან ადვილია, თუმცა ეს უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. მით უმეტეს, ჩვენს თეატრში, რომელიც დიდი ტრადიციების მატარებელია. ხელოვნების ნებისმიერ დარგში ხელოვანი ინსტრუმენტთან ზის ან ხელში უჭირავს. ჩვენ კი ინსტრუმენტი ყელში გვაქვს. ზედმეტი ჰაერი რომ ჩავისუნთქოთ, ამანაც შეიძლება დისკომფორტი შეგვიქმნას. სახის მიმიკებზეც კი საათობით ვმუშაობ. გარდა ამისა, ნაწარმოებზე, რომელიც უნდა დავდგათ, ბევრს ვკითხულობ. სტუდენტებს სულ ვეუბნები, რომ ახლა ყველაფერი შედარებით მარტივადაა, წავიდნენ უცხოეთში და იქ მიიღონ გამოცდილება, რადგან ის დიდი შრომა, რასაც საოპერო ხელოვნება მოითხოვს, აქ ნაკლებად ფასდება. ინტერნეტში საუკეთესო პედაგოგის გაკვეთილებიც შეგვიძლია მოვისმინოთ და ჩვენს ქვეყანაში მაგარი მუსიკოსები ჩამოჰყავთ კიდეც. საქართველო მსოფლიოსთვის ხმების დიდი საბადოა.


- 21 წლის განმავლობაში თქვენ მიერ შესრულებულ როლებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- უამრავი როლი მაქვს შესრულებული - „აბესალომ და ეთერი“, „კარმენი“ , „სიყვარულის ნექტარი“... რომელი ერთი ჩამოგითვალოთ? ჯანო კახიძემ თეატრში რომ მომიყვანა, ყველაფერს - პირველ და მეორე პარტიებსაც ვმღეროდი. ეტაპობრივად ვვითარდებოდი. მახსოვს, ერთხელ „ქეთო და კოტე“ გადიოდა. საქოს როლის შემსრულებელი ავად გახდა და მისი პარტია ორ დღეში მომამზადებინეს. სცენაზე ოპერის ლეგენდები - თემურ გუგუშვილი, ომარ ხოფერია, მზია დავითაშვილი, თამარ გურგენიძე, ჯემალ მდივანი, ლიანა კალმახელიძე იდგნენ და ამ დროს, 22 წლის ასაკში მეც მათ გვერდით ვიყავი!


- გარდა ამისა, ანსამბლ „სულიკოს“ ხელმძღვანელიც ხართ.
- ფოლკლორის მომღერლები საოპერო ნაწარმოებებსაც რომ ასრულებდნენ ან პირიქით, ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, თუმცა გადაწყდა, რომ ოპერის თეატრთან არსებული ანსამბლი შეგვექმნა. უკვე 10 წელია, რაც „სულიკოს“ვხელმძღვანელობ და ამ ხნის განმავლობაში 45 გასტროლზე ვართ ნამყოფები. ვამაყობ იმით, რომ ამ ანსამბლის ისტორიას ჩვენ ვქმნით.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავეხმაროთ გაუწყლოვანებულ კანს სახლის პირობებში?

თქვენც ფიქრობთ, რომ მშრალი და გაუწყლოვანებული კანი - ერთი და იგივეა? 
საკნატუნო ამბები

საწოლში პრეზიდენტთან: პოლიტიკოსების 5 ყველაზე ხმაურიანი სექს-სკანდალი

მორიგი სექს-სკანდალს ცნობილ მომღერალსა ან მსახიობზე ლამის ყოველდღე ვაწყდებით ინტერნეტსივრცეში და შეიძლება, გვერდიც აუიაროთ, თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით იმ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრება მეტ-ნაკლებად გასაიდუმლოებულია. 
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

დისნეის პრინცესები პირბადეების დეფიციტის დროს

კორონავირუსის გამო მთელ მსოფლიოში სამედიცინო ნიღბების დეფიციტი გაჩნდა. პრონცესები არ დაიბნენ და პრობლემიდან სახალისო გამოსავალიც იპოვეს.