ვინ არიან „ქრისტინე ქალთევზაშვილის“ მამა და შეყვარებული რეალურ ცხოვრებაში?

სტუმრად ცნობილებთან

7 მარტი 20:00, 2018 წელი

ქრისტინე ქალთევზაშვილი ჩცდ-ს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული პერსონაჟია. ვერავინ იფიქრებდა, მდიდარი მამის ქალიშვილი სიყვარულისთვის ამდენს თუ გააკეთებდა, მაგრამ გააკეთა და მაყურებელიც გააოცა. დღეს მსახიობი ანა ჯავახიშვილი Funtime-ის სტუმარია.


- როგორ ფიქრობთ, მაყურებელს რა მოსწონს თქვენს გმირში?
- ქრისტინე ძალიან დადებითი პერსონაჟია და მგონია, რომ მაყურებელს ამიტომაც მოსწონს. ვფიქრობ, ქრისტინესა და სანის ურთიერთობაში პატარები საკუთარ თავს ხედავენ, ხოლო უფროს თაობას ახალგაზრდობა ახსენდება.


- თქვენს პერსონაჟთან რა მსგავსებას ხედავთ?
- ალბათ იმას, რომ ორივე მხიარულები ვართ. ხანდახან მეც ქრისტინესავით მორიდებული ვარ.


- ქრისტინე სიყვარულისთვის თავდადებული გოგოა. საყვარელი ბიჭის გამო მისნაირად მოიქცეოდით?
- კი, თუმცა სახურავიდან არ გადმოვხტებოდი. ჩცდ-ში ყველაფერი დრამატიზებულია. არ მგონია, დღევანდელ რეალობაში მსგავსი რამ ხდებოდეს.


- ქრისტინე ოჯახისგან განებივრებული გოგოა. თქვენზე რას გვეტყვით?
- მე ძმებისგან ვარ განებივრებული. ისინი ჩემზე უფროსები არიან, მათ გამზარდეს. დავყავდი ყველგან, სადაც მოვისურვებდი.


- მამასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- მამა პროფესიით ექიმია და ხშირად კლინიკაში მორიგეა, რის გამოც ერთმანეთს იშვიათად ვხედავთ. ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ, ერთმანეთს მაქსიმალურად მოვეფეროთ. ქრისტინესგან განსხვავებით, თავისუფლად ვიზრდები.


- მსახიობ ლუკა თარხან-მოურავზე ხართ შეყვარებული. მამასთან პირად ურთიერთობებზეც საუბრობთ?
- მამა ლუკას კარგად იცნობს, თუმცა მასთან პირადზე არასდროს ვსაუბრობ, რადგან მერიდება კიდეც და საჭიროდაც არ მივიჩნევ.


- ეკრანზე რომ გამოჩნდით, თქვენი შეყვარებული ძალიან გააკრიტიკეს. როგორ ფიქრობთ, რა იყო კრიტიკის მიზეზი?
- არ ვიცი... იმდენი აზრია, ყველას ყურადღებას ვერ მივაქცევ. მე და ლუკა ერთად რომ მოვდივართ ქუჩაში, გვცნობენ, თუმცა შეყვარებულებად ვერავინ აღგვიქვამს. საკმარისია, სერიალის შეყვარებულთან ერთად დამინახონ (მე და გიორგი ტაბიძე ჯგუფელები ვართ), მაშინვე ერთი ამბავი ტყდება - ვაიმე, სანი და ქრისტინე! პირდაპირ არ გვეუბნებიან, მაგრამ ხმამაღლა ამბობენ - ესენი მართლა ერთად არიან?


- ლუკას სად შეხვდით?
- ლუკა ორი წლის წინათ თეატრალურ უნივერსიტეტში გავიცანი. ყველაფერი მეგობრობით დაიწყო.


- ლუკაც სანივით თავდადებულია თქვენთვის?
- სანისა და ლუკას შედარება ძალიან მიჭირს, რადგან ერთმანეთს არაფრით ჰგვანან. სანი ფეთქებადი, სპონტანური და ავარდნილი ბიჭია. ლუკა სრულიად განსხვავებულია.


 


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ეტიკეტის 10 წესი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 10%-მა იცის ეს პუნქტები.
ამბები

31 წლის მარიკა მაკარიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის მარიკა მაკარიძეს მწვავე ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, დაავადება მეოთხე სტადიაშია.
დღის ჰოროსკოპი

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იყიდება!

სახლი, რომელიც ცნობილია, როგორც Casa Encantada (ჯადოსნური სასახლე), ლოს ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, Bel-Air-ში მდებარეობს და მისი გასაყიდი ფასი 225 მილიონია!
ამბები

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა

„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა.
დღის ჰოროსკოპი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ბარკლები თაფლითა და ნივრით

არომატული ქათმის ხორცი პიკანტურ სოუსში ერთდროულად ძალიან ნაზი, ტკბილი და ცხარეა.
დღის ჰოროსკოპი

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

კიანუ რივზი შეყვარებულ ქალთან ერთად გამოჩნდა

ჰოლივუდის ინტროვერტი მარტოხელა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში ქალის თანხლებით! 
დღის ჰოროსკოპი

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

დაუჯერებელი მსოფლიო რეკორდები, რომელთა შესახებ შეიძლება არც კი გსმენიათ

კაცობრიობა რომ ყოველდღე ახალი სიმაღლეების დაპყრობას არ ცდილობდეს, ვინ იცის ახლა სად ვიქნებოდით - ქვის თუ რკინის ხანაში?