საგაზაფხულო რჩევები დიზაინერ მანანა მანიასგან

სტუმრად ცნობილებთან

21 მარტი 20:00, 2018 წელი

„მსოფლიო მოდის ტენდენციების მიმდევარი არ ვარ, ჩემი ხედვა და სტილი მაქვს. ახლანდელ ტენდენციებში 4 ფერის თამაშია აქტუალური, მე კი ორი ფერის ერთმანეთთან თამაში მომწონს...“ - ამბობს Funtime-თან დიზაინერი მანანა მანია და ჩვენს მკითხველს საინტერესო რჩევებს აძლევს.

- 2 აპრილს გრანდიოზული, არასტანდარტული ჩვენება გაიმართება. ჩემს ჩვენებაზე ყოველთვის ოთხივე სეზონს წარმოვადგენ და არც ეს იქნება გამონაკლისი, სადაც რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები, ასევე, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას და 50-მდე განსხვავებულ სამოსს წარმოადგენენ.


- ძირითადად რა სეგმენტზეა გათვლილი მანანა მანიას სამოსი?
- ნებისმიერი ასაკის დამკვეთი მყავს და მათ სიამოვნებით ვარგებ სამოსს. მაღაზიები ლონდონსა და მოსკოვშიც მაქვს.


- როგორია მოდის საგაზაფხულო ტენდენციები ან რა უნდა გაითვალისწინონ ქალბატონებმა?
- ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემთვის მოდის ტენდენცია არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა. მსოფლიო მოდის ტენდენციების მიმდევარი არ ვარ, ჩემი ხედვა და სტილი მაქვს. ყველაზე ტრენდულ ჟურნალშიც კი ერთი და იგივე მეორდება. ახალს ვერაფერს ნახავთ! ადამიანი იმ სამოსში მომწონს, რაც მისია. ჩემთვის ყველაფერი მოდაშია და შეიძლება ამიტომაც მარჩევენ დამკვეთები. სარკეში ხომ ყველა იხედება? ქალს რაც უხდება, ისაა მისი მოდა.


- რა ფერისა და ქსოვილის სამოსს ურჩევდით საგაზაფხულოდ ქალბატონებს?
- ყველა ფერი მომწონს.ზამთარში ყავისფერს, უნაბისფერსა და ხაკისფერს ვირჩევ. გაზაფხულზე ნებისმიერი ფერის აბრეშუმს დიდ პატივს ვცემ. სადა აბრეშუმიც მომწონს და ნახატებიანიც, ოღონდ ეფექტური უნდა იყოს. მოდის ახლანდელ ტენდენციებში 4 ფერის თამაშია აქტუალური, მე კი ორი ფერის ერთმანეთთან თამაში მომწონს. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მესამე ფერი დავამატო, თუმცა მცირე დოზით. აჭრელება ჩემი სტილი არაა. ვფიქრობ, რომ გემოვნებიანი ადამიანი ყველა ფერს უნდა ირგებდეს და ყოველდღე ინდივიდუალური უნდა იყოს. მოდაში რა ფერია, არ მაინტერესებს.


- საქართველოში შავი ფერი განსაკუთრებულად უყვართ.
- შავი ცალკე მდგომი ფერია. ამ ფერს უპირატესობას ანიჭებენ ადამიანები, რომლებსაც ჩაცმის კომპლექსი ან წონის პრობლემა აქვთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ჭარბწონიანებსაც ვაცმევ ფერად სამოსს და ვახდენ კიდეც, რადგან ზუსტად ვიცი, სხეულის რა ნაწილი უნდა გამოვკვეთო ან სად უნდა დავუშვა ქსოვილი. ჩემი სალონიდან არ გავა ადამიანი, რომელსაც სხეულის ნაკლოვანებები აქვს წარმოჩენილი. დამკვეთს მოვწონვარ იმიტომ, რომ მათი შეცვლა შემიძლია. იმდენად მინდა, ისინი ლამაზად გამოიყურებოდნენ, ჩემს შეკერილს კაბას ფეხსაცმელს რომ მოარგებენ, მგონია, რომ მე მიყიდეს.


- რა არის ის ერთი აუცილებელი სამოსი, რაც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს გარდერობში?
- ორი შავი კაბა ყველა ქალს უნდა ჰქონდეს გარდერობში. ეს ფერი იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ცუდი რამ ხშირად ხდება და გარდა ამისა, ისეთი ფონია, კარგ სამკაულთან სხვადასხვანაირად შეიძლება წარმოაჩინო. ქალბატონსაც გააჩნია.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?