კახა გოგიძე: „ლუნა პრეზიდენტის შებმას კი შეძლებს, მაგრამ გაცურებას - ვერა“

სტუმრად ცნობილებთან

2 მაისი 20:00, 2018 წელი

ჩცდ-ს პერსონაჟს, პრეზიდენტ სულიკო დარდიანიძის როლის შემსრულებელს, მსახიობსა და რეჟისორს კახა გოგიძეს ინტერვიუსთვის „თავისუფალ თეატრში“ ვესტუმრეთ. რით ჰგავს საკუთარ გმირს ან როგორ მოირგო პრეზიდენტის ამპლუა? მსახიობი Funtime-ის კითხვებს პასუხობს.

- ჩემმა მეგობარმა, მსახიობმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა და მითხრა, ჩცდ-ში გვჭირდება მომღერალი კაცი, რომელსაც ქალები ძალიან უყვარს და ამ როლზე შენ განიხილებიო. ახალციხეში სპექტაკლს ვდგამდი, როცა ტექსტი გადმომიგზავნა. ვიდეო გადავიღე, გადავგზავნე და პრეზიდენტის როლზეც დამამტკიცეს.


- პრეზიდენტის ამპლუა როგორ მოირგეთ?
- თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება ამ სფეროში ვმოღვაწეობ. მსახიობობის გარდა, სხვადასხვა თეატრებში მიწვევით სპექტაკლებსაც ვდგამ. ამიტომ პრეზიდენტის როლის შესრულებაც ჩემი პროფესიაა და შესაბამისად, არ გამჭირვებია ამ გმირის განსახიერება.


- ბატონ გიორგი მარგველაშვილსა და სულიკო დარდიანიძეს შორის რაიმე მსგავსებას ხედავთ?
- იმას ვერ გეტყვით, რომ სულიკო დარდიანიძე ჩვენს რომელიმე პრეზიდენტს ჰგავს. ერთადერთ მსგავსებას, რასაც ჩემს პერსონაჟსა და ბატონ გიორგი მარგველაშვილს შორის ვხედავ, ეს ისაა, რომ ქვეყნის პრეზიდენტში ნეგატივს ვერ ვხედავ. პოზიტიური ადამიანია და მიყვარს მისი საუბრის მოსმენა.


- ეკრანიდან მოსმენას გულისხმობთ თუ პირადადაც გაქვთ შეხება?
- ბატონ გიორგის პირადად არ ვიცნობ და არც არასდროს მქონია შეხება, თუმცა დარწმუნებული ვარ, დადებითი ადამიანი იქნება. მისი მეუღლე, პირველი ლედი მსახიობი რომ არის, ეს ძალიან მახარებს.


- ჩცდ-ში სიტუაცია იძაბება. როგორ ფიქრობთ, ლუნა რას უმზადებს პრეზიდენტს?
- ლუნა რასაც ხლართავს, კარგად ჩანს. პრეზიდენტის შებმას კი შეძლებს, მაგრამ გაცურებას - ვერა, რადგან სულიკო გუშინდელი ბიჭი არაა. ისე, კი ბატონო, შეაბას!


- პოლიტიკაში რამდენად წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი?
- გაბრაზებულ გულზე პრეზიდენტობა ხშირად მინდა.


- პრეზიდენტი რომ იყოთ, რას შეცვლიდით?
- გადამფრენ ფრინველზე ნადირობა, რაც სეზონზე ნებადართულია, ძალიან მიყვარს. რეგიონებში გასვლა ხშირად მიწევს და ვხვდები, რომ ქვეყანა ცარიელია. გასულ წელს შქმერში ვიყავი, რომელიც ზამთარში ისე იცლება, ერთი ადამიანი რჩება. ასე არაერთი სოფელი ცარიელდება და პრეზიდენტი რომ ვიყო, მივიღებდი კანონს, რომლის მიხედვითაც ადამიანს, რომელსაც დიდი სასჯელი აქვს, საკანში ჯდომას იმ დაცარიელებულ სოფელში გავუშვებდი. დიდი სურვილი მაქვს, პატრიოტი ვიყო. მიყვარს ჩემი დროშა, ჰიმნი, გერბი...


- თქვენ რით ჰგავხართ სულიკო დარდიანიძეს?
- მხოლოდ იმით, რომ მეც და ჩემი პერსონაჟიც ვმღერით. იმედია, ამას ამპარტავნობაში არავინ ჩამომართმევს. სულიკოსგან განსხვავებით, სუფრასთან სიმღერა არ მიყვარს.


- თუმცა ერთი პერიოდი ანსამბლ „ალილოშიც“ მღეროდით...
- „ალილოში“ ერთი წელი გავატარე. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შემოთავაზება მქონია, ჩემთვის სიმღერა პრიორიტეტული არასდროს ყოფილა.


- ,,ალილოში“ თქვენს მეგობართან, ლაშა ღლონტთან ერთად მღეროდით, რომელიც დღეს ჩცდ-ში თქვენი პერსონაჟის ძმაკაცის როლშია. მეგობრების ერთ სცენაში თამაში დისკომფორტია თუ პირიქით?
- ლაშა ღლონტი და დათო არჩვაძე წლებია, ჩემი მეგობრები არიან და სერიალშიც ერთად აღმოვჩნდით. ეს კიდევ უფრო დიდი კომფორტია და მათთან ერთად გადასაღებ მოედანზე იმედიანად ვარ. ერთი სცენის გადაღება მახსენდება, როცა ლაშასთვის „გიტარა გააჩერე“ უნდა მეთქვა, რაც გამიჭირდა. ამ კაცს სიმღერა შეაწყვეტინო, ნიშნავს იმას, რომ ქირურგს ოპერაცია შეაჩერებინო.


- გინდათ თქვათ, რომ, თქვენი პერსონაჟისგან განსხვავებით, ქეიფსა და სიმღერას ნაკლებ დროს უთმობთ?
- 5-6 წლის წინათ მქონდა პერიოდი, როცა ბევრს ვქეიფობდი. ამის გამო ღვინოზავრსაც მეძახდნენ. ვსვამდი და არასდროს ვთვრებოდი. ეს სულაც არ იყო ჩემი ძლიერი მხარე. ვოცნებობდი, სამ ჭიქაში დავმთვრალიყავი. ახლა კი ალკოჰოლს საერთოდ აღარ ვიღებ.


- ალკოჰოლზე უარის თქმა გაგიჭირდათ?
- არა, რადგან ეს გადაწყვეტილება ჩემში წლების მანძილზე მწიფდებოდა. ტყუილს ავიტან და ადამიანს ღალატსაც ვაპატიებ, მაგრამ სიყალბის ატანა არ შემიძლია. სუფრაც, დალევაც და ერთი და იგივე სადღეგრძელოც ყალბი იყო.


- ალკოჰოლსა და ქეიფზე უარის თქმის შემდეგ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?
- სამყაროს გაცილებით რეალურად ვუყურებ და კარგად ვიცი, რა არის ჩემი ვალდებულება. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, 160 კილოგრამს ვიწონიდი. 4 წელია, რაც 84 კილოგრამი დავიკელი. ფაქტობრივად, ერთი კაცი შემომაკვდა.


- ამხელა წონის დაკლება როგორ მოახერხეთ?
- ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა. მოვასწარი, რომ ინსულტი ან შაქრიანი დიაბეტი არ დამემართა. კუჭის ოპერაცია გავიკეთე და ნელ-ნელა დაკლებაც შევძელი. კვებას ვაკონტროლებ და ვვარჯიშობ.


- აქსესუარები ყოველთვის გიყვარდათ თუ გარეგნული ცვლილების შემდეგ მოირგეთ?
- ყოველთვის მიყვარდა. კაჭკაჭი ვარ! მამაჩემი მეუბნება, რკინაკავეული მოიხსენიო. მეგობრები მეხუმრებიან, წვიმაში გარეთ ნუ გახვალ, მეხი არ დაგეცესო.


- ოჯახზეც გვიამბეთ...
- დედაჩემი, ლია სულუაშვილი, რომელიც ჩცდ-ში სკოლის დირექტორის, გრიზელდას როლს ასრულებდა, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. მამა, ელგუჯა გოგიძეც ამავე თეატრში თამაშობდა და ამჟამად პენსიაშია. ჩემი მეუღლეც მესხეთის თეატრშია დასაქმებული და უფროსი გოგონაც. სამი შვილის მამა ვარ. ლიაკო გოგიძე 27 წლის გახლავთ. 25 წლის ნიკოლოზიც მსახიობია. მოძრაობისა და ილიაუნის თეატრში თამაშობს. უმცროსი შვილი, ლაზარე 10 წლის გახლავთ. თავისუფალი სივრცის შეზღუდვის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, თუმცა მისი მსახიობობა კატეგორიულად არ მინდა.


- რატომ?
- მამა, დედა, ბაბუა, ბებია, ძაღლი, კატა - ყველა რომ მსახიობია, ოჯახური ვახშამი კი არა, დასის კრებაა ხოლმე.


 

დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.
დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

კამასუტრა დღეს: 5 საუკეთესო პოზა აუჩქარებელი სექსისთვის

კამასუტრას შესახებ ყველამ იცის, ხოლო 1985 წლამდე დაბადებულებს ალბათ უნახავთ კიდეც წიგნში დაბეჭდილი პოზები საშინელ ხარისხში. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კლასიკა არ ბერდება! 
კინო

5 ჰიჩკოკური ფილმი, რომლებიც ჰიჩკოკს არ გადაუღია

მათში ყველაფერია, რაც კი ფილმს საგანგაშო გაურკვევლობას სძენს, თანაც ისე მაღალპროფესიონალურ დონეზე, რომ დიდი მაესტროც იამაყებდა.
ამბები

„ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდისას მომხმარებლებს საჩუქრები ელით

„ვისოლ ჯგუფმა“ საქართველოში უკონტაქტო ანგარიშსწორების უახლესი მეთოდის - Apple Pay-ის გამოყენების სტიმულირებისათვის VISA International Service Association-თან ერთად წამახალისებელი აქცია დაიწყო.
დღის ჰოროსკოპი

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

25 უცნაური რეკორდი „გინესების წიგნიდან“

ნახეთ, იქნებ თქვენთვისაც გაიღოს „გინესების“ კარი...
საკნატუნო ამბები

პიცა, ლუდი და ელ-ფოსტა: რაზე ფიქრობენ პორნოვარსკვლავები გადაღების პროცესში

პორნოში გადაღება - ესეც სამსახურია, მართალია, არამაღალზნეობრივი, თუმცა, არც თუ ისე მარტივი. ეს საქმე აშკარად მოითხოვს ძალისხმევას, ვნებას და, რა თქმა უნდა, ცოტაოდენ მსახიობურ ნიჭსაც.
დღის ჰოროსკოპი

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

5-კილომეტრიანი სასტუმრო, რომელსაც სტუმრები არასოდეს მიუღია!

მსოფლიოში უდიდესი სასტუმრო გერმანულ კუნძულ რიუგენზეა განთავსებული, მაგრამ მას სტუმრები არასოდეს მიუღია და ამას საშინელი მიზეზი აქვს...
ამბები

ელექტრონული მუსიკა ორკესტრის შესრულებით თბილისში

Summer Set Festival-ის შემოდგომის სერია Fall Set ორ ნაწილად გაიმართება. მუსიკალური ფესტივალი შემოდგომის ორ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას წარმოგიდგენთ: 5 ოქტომბერს - Worakls Orchestra Tour და 2 ნოემბერს - Boris Brejcha.