ია ფარულავა: „ვანო ჯავახიშვილმა მითხრა, შენი ხელფასის გადახდას ვერ გავწვდებითო“

სტუმრად ცნობილებთან

16 მაისი 20:00, 2018 წელი

მსახიობმა ია ფარულავამ გარკვეული პაუზის შემდეგ ტელეწამყვანის ამპლუა ისევ მოირგო. ამჯერად მას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „ფარული კონვერტი“ მიჰყავს. 

- რა მოლოდინით დაიწყეთ ახალი გადაცემა?
- სიმართლე გითხრათ, ამაზე არც მიფიქრია. პირველი და მეორე გადაცემის შემდეგ, როგორც პროდიუსერებმა მითხრეს, საუკეთესო შედეგი გვქონია. მომდევნო გადაცემებზეც თუ იგივე მითხრეს, ესე იგი, რეიტინგების დედა ვყოფილვარ. „ფარულ კონვერტზე“ სოციალურ ქსელშიც მწერენ, ქუჩაშიც მაჩერებენ, მეზობლებიც მესაუბრებიან და ასე მივხვდი, რომ პირველივე გადაცემას დიდი გამოხმაურება ჰქონდა.


- პირველი გადაცემა ეკრანზე რომ ნახეთ, როგორ შეაფასეთ?
- საკუთარი თავი, მთლიანი შოუ და ენერგეტიკა ისე მომეწონა, 4-ჯერ გადავახვიე და ვუყურე. ჩვენს მემონტაჟეს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა.


- „ფარულ კონვერტზე“ უარყოფითი კომენტარი არსად წაგიკითხავთ?
- ტელეკომპანიის გვერდზე წერდნენ, ეს რუსული პროექტი რომ „გადმოაკატავეთო“. რუსული კი არა, ინგლისური პროექტია. ასეთი ტიპის უარყოფითი კომენტარები იშვიათად მხვდება.


- „ნიჭიერისა“ და „დღის შოუს“ შემდეგ ეკრანზე არ გამოჩენილხართ. ალბათ, გენატრებოდათ კიდეც...
- არა, ამაში ვერ დაგეთანხმებით. ეკრანის მონატრება არასდროს მქონია. მოსკოვში ერთი მეგობარი მყავს, ძალიან მაგარი მუსიკოსი. ფანტასტიკურად გამოიყურები და ეკრანზე აუცილებლად უნდა იყოო, მირჩია. მისი ნათქვამი ისე ჩამრჩა გულში, ამ საკითხზე ფიქრიც დავიწყე. ტელეკომპანია „იმედში“ ჩემი დასაქმება ტაბუდადებული თემაა, თუმცა არ ვიცი რატომ, აზრზე არ ვარ, ვინ დამბლოკა. თავის დროზე „იმედზე“ საკმაოდ დიდი ხელფასი მოვითხოვე. ფარულავა კი რეიტინგულია, მაგრამ მასთან თანამშრომლობა ძვირიაო, ამასაც აღნიშნავდნენ. მერე ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე ვანო ჯავახიშვილი შემხვდა და დავილაპარაკეთ. ჩვენ შენი ხელფასის გადახდას ვერ გავწვდებითო, მითხრა. ხელფასი არ მჭირდება, სიმბოლური თანხა დამინიშნეთ-მეთქი, შევთავაზე. ვანო დამიკავშირდა და მითხრა, რომ „ფარულ კონვერტს“ იწყებდნენ. საპილოტე გადაცემა ჩავწერეთ და გამოვიდა კიდეც.


- გადაცემის სტუმრებს როგორ არჩევთ?
- სტუმრების შერჩევის პროცესში არ ვარ ჩართული. მთავარი პროდიუსერები ვანო ჯავახიშვილი და ოთო ლომთაძე არიან. ავთო ჩიტიძე, ნათია დედანაშვილი, ქეთი გუნცაძე, ეკა გვახარია - არაჩვეულებრივი საპროდიუსერო გუნდი მყავს. ისინი არჩევენ სტუმრებს, წერენ სცენარს. სცენარს განვიხილავთ და მოვდივარ ჩაწერაზე.


- ეკრანსმიღმა რა ხდება, როგორია თქვენი ყოველდღიურობა?
- ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო, რაც იმაში გამოიხატება, რომ სახლში ვვარჯიშობ. ამისთვის შესაბამისი ინვენტარიც მაქვს. ერთ-ერთ სატრენაჟორო დარბაზში მეპატიჟებიან, მაგრამ ჯერ არ ვიცი, დავიწყებ თუ არა სიარულს.


- ასეთი კარგ ფორმაში რომ ხართ, ალბათ, კვებასაც აქცევთ ყურადღებას? 
- ძალიან ცოტას ვჭამ. შაქარი და ცომეული კვებიდან ამოღებული მაქვს. ასეთი რეჟიმის ფონზე უფრო გამხდარიც უნდა ვიყო. არ მაქვს ის წონა, რაც მინდა რომ მქონდეს, მაგრამ ისეთ ასაკში ვარ, ამის მიღწევა რთულია. 


- პირადზეც შეგეკითხებით. ტარიელ სუარი ისევ თქვენ გვერდით არის?
- ტარიელი ჩემს ცხოვრებაში „სუ არი“. ის ძალიან კარგი ბიჭია. ვამაყობ ტარიელით, როგორც პიროვნებით.


 

დღის ჰოროსკოპი

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კარტოფილი ბადრიჯნით - არასტანდარტული და გემრიელი

შემწვარი კარტოფილისა და ბადრიჯნის ეს ვარიაცია გემოთი საოცრად ჰგავს სოკოს.
დღის ჰოროსკოპი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

12 როლი, რომლებიც ვარსკვლავებს ბედნიერებადაც ექცათ და წყევლადაც

ზოგიერთი მსახიობი ერთი რომელიმე როლის მძევალი ხდება და მაყურებლისთვის მუდმივად ამ გმირთან ასოცირდება. თავიანთი პროფესიონალიზმის წყალობით ისინი სხვა პერსონაჟებსაც ვირტოუზულად ძერწავენ, მაგრამ ჩვენთვის რენე ზელვეგერი მაინც ბრიჯიტ ჯონსია, კოლინ ფერტი კი - მისტერ დარსი.
საკნატუნო ამბები

ინტიმური ფოტოდღიური (+18)

ჩრდილებისა და სხივების ურთიერთობა სხეულზე - გამოცდილი ფოტოგრაფის გასაოცარი ექსპერიმენტი, რომელმაც შესანიშნავად გადმოსცა საკუთარი ფანტაზიები.  
დღის ჰოროსკოპი

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

კინოს მაგია: 16 დაუჯერებელი კადრი გადასაღები მოედნიდან

თანამედროვე სპეცეფექტებით განებივრებულებს საერთოდ აღარ გვახსოვს, როგორ ართმევდნენ თავს ამ რთულ ამოცანას კინოდეკორატორები და რეჟისორები წარსულში, თანამედროვე პროგრამების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ნამდვილი მაგიაა.
დღის ჰოროსკოპი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად საინფორმაციო კამპანიას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და  „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კულინარია

ქათმის ფრთები ახალი კარტოფილითა და შავი ქლიავის ჩირით - გემრიელი, ნოყიერი და იოლი

ამ კერძს არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული სახელწოდება, მისი ზომიერად მოტკბო გემოც დიდხანს გაგყვებათ და არაერთხელ მოგინდებათ მისი მომზადება.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელიც მგრძნობიარე ფანტაზიებს გაგიღვიძებთ (+18)

ამას ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანიც კი ვერ შეხედავს გულგრილად!  
დღის ჰოროსკოპი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?