ვინ არის ჩცდ-ს დეტექტივი რეალურ ცხოვრებაში?

სტუმრად ცნობილებთან

21 ივნისი 22:00, 2018 წელი

გონიერმა და მოკრძალებულმა დეტექტივმა აკაკი შუკაკიძემ სერიალში გამოჩენისთანავე მოიგო მაყურებლის გული. როგორ გამოიყურება ეკრანსმიღმა მსახიობი ირაკლი ჩხიკვაძე, რით ჰგავს საკუთარ პერსონაჟს ან რა ინტერესები აქვს რეალურ ცხოვრებაში? ამის შესახებ ის Funtime-თან საუბრობს.

- თქვენს პერსონაჟზე რას ფიქრობთ?
- ჩემი პერსონაჟი უსამართლობის მსხვერპლია, თუმცა ამის მიუხედავად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პროფესიულად უფრო განვითარდეს. უყვარს ოჯახი, თავისი საქმე და... მოკლედ, კარგი ადამიანია.



- ჩცდ-ში მოძალადე მათესა და ჯეკოს საქმის მოგვარება გიწევთ. მათესნაირი ბიჭები ბავშვობაში რამდენად ხშირად გხვდებოდნენ?
- ჩემს ბავშვობაში მათესნაირი ბიჭი უამრავი იყო და ამას მიზეზიც ჰქონდა. წლების წინათ ქუჩაში ბევრი ცუდი რამ ხდებოდა და შესაბამისად, ბავშვები მაგალითს ქუჩიდან იღებდნენ.


- და როგორ აგვარებდით მსგავს ურთიერთობას?
- ჩხუბი მოხდებოდა, მერე უფროსები ჩაერეოდნენ და ასე გვარდებოდა სიტუაცია. კარგი იქნება, რომ ეს წარსულში დარჩეს, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ჩხუბისა და საქმეების ქუჩაში გარკვევის მომხრე არ ვარ. მგონია, რომ მშობლებმა უნდა შეძლონ და ბავშვები იმ აგრესიას მოარიდონ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი დოზით გვხვდება. მე მჯერა მომავალი თაობის და მივიჩნევ, რომ  ბევრ სწორ ნაბიჯს გადადგამენ ქვეყნის სასიკეთოდ, რადგან ისინი გაცილებით თავისუფლები, ლაღები და ჭკვიანები არიან. უფროსმა თაობამ ეს კარგად უნდა გაიაზროს, მათ გზა გაუხსნას და არა პირიქით.



- სამართალდამცველებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- ისინი თავის საქმეს პირნათლად ასრულებენ და ამისთვის მადლობასაც იმსახურებენ. უბრალოდ, ხანდახან ისეთი დავალების შესრულება უწევთ, რაც ადამიანებში უსამართლობის განცდას ბადებს და ეს სისტემის ბრალია. ვფიქრობ, კანონები რაღაც საკითხების მიმართ უფრო ჰუმანური უნდა გახდეს.


- პოლიციელობასა და დეტექტივობაზე ბავშვობაში არასდროს გიფიქრიათ?
- ჩემს ბავშვობაში პოლიცია კორუმპირებული იყო, არ ჰქონდა კარგი სახელი და ამის შესახებ ბავშვებს ეზოშიც გვესმოდა. ამიტომ ამის სურვილი არასდროს გამიჩნდებოდა.


- მაყურებლისგან რა ემოცია მოდის თქვენი მისამართით?
- ყველა თაობის ადამიანი მესალმება და მიღიმის, რაც სასიამოვნოა.


- პროფესია როგორ აირჩიეთ?
- 90-იან წლებში, როცა არაფერი ხდებოდა, ერთადერთი გასართობი თეატრი იყო, სადაც ხშირად დავდიოდი და ძალიან შემიყვარდა. მსახიობობაც ამიტომ გადავწყვიტე. დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი. დღეს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ და საკმაოდ დატვირთული რეჟიმით ვმუშაობ, რაც ძალიან მახარებს.


- ფიქრობთ, რომ გაგიმართლათ?
- კი, ასეა. ლევან წულაძის დიდი მადლობელი ვარ, რომ დასში ამიყვანა. მიმაჩნია, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, ან როგორ შეიძლება ეს არ აღვნიშნო, როცა ჩემი ასაკის უამრავი ნიჭიერი მსახიობი ვიცი, რომლებიც თეატრში არ არიან და სხვა გზით წავიდნენ.



- დღეს მხოლოდ თეატრითა და საყვარელი საქმით ხართ დაკავებული თუ ამ ყველაფერს პირადი ცხოვრებაც ახლავს?
- დაოჯახებული არ გახლავართ და ჩემს პირად ცხოვრებაშიც სერიოზული ჯერ არაფერი ხდება.


- ალბათ, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც ხშირად გისვამენ...
- დიახ, ასეა.


- როგორი გოგონები იქცევენ თქვენს ყურადღებას?
- ლამაზი, ენერგიული და გახსნილი გოგოები მომწონს.

დღის ჰოროსკოპი

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

50 უფასო სპინი საჩუქრად ყველას!

კომპანია ევროპაბეთი თვის ბოლოდან გრანდიოზულ აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც 23, 24, 26 და 27 ნოემბერს 12:00 საათიდან 23:59 საათამდე დადებულ მინიმუმ 5 ლარიან ბილეთებზე, მოთამაშეებს 50 უფასო სპინს ჩუქნის.
ამბები

სად არის ყველაზე ხელსაყრელი ფსონის დადება ?

თუ უახლოეს დღეებში აპირებთ ტოპ ლიგებზე ფსონის დადებას, უნდა იცოდეთ რომ ამის გაკეთება ყველაზე ხელსაყრელად ევროპაბეთზე შეგიძლიათ. ერთი ფსონის დადებით 3 აქციაში მიიღებთ მონაწილეობას და მომენტალურად 50 უფასო სპინითაც დასაჩუქრდებით.
კინო

7 ფილმი ქალებზე, რომლებიც დიდ ყურადღებას იქცევს

ეს ლამაზი, ჭკვიანი და კაშკაშა გმირები, სულ რაღაც, „საუკუნის ძარცვებს“ ასრულებენ.
ამბები

„სმარტი“ „ტრუჩილოს“ იტალიური ყავების არჩევანს ზრდის

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში იტალიური „ტრუჩილოს“ ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა და „სმარტში“ „ტრუჩილოს“ ყავების არჩევანი მნიშვნელოვნად გაზარდა.
დღის ჰოროსკოპი

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვენეციის ქუჩებში ცოცხალი ვეშაპი გამოჩნდა!

ერთ დილასაც ვენეციელებმა გაიღვიძეს და თავიანთ ქალაქში ატლანტიკელი სტუმარი იხილეს!
დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბერისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ენ ჰეთეუეის 15 შესანიშნავი როლი

ეს ის ფილმებია, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ეს მსახიობი.
ამბები

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...