„მეოთხე სართულიდან გადმოვვარდი და ფილტვის პლევრა გამისკდა“ - რას ჰყვება კოსტა კარანაძე?

სტუმრად ცნობილებთან

27 ივნისი 20:00, 2018 წელი

Funtime დაინტერესდა, როგორ ცხოვრობს პროექტის შემდეგ 22 წლის მომღერალი, რომელმაც „მხოლოდ ქართულის“ მაყურებლის ყურადღება გამორჩეული იმიჯითა და შესრულების მანერით მიიქცია...

- „მხოლოდ ქართულმა“ დამარწმუნა, რომ მუსიკოსის პროფესია სწორად მაქვს არჩეული. ამ პროექტმა სასწაულ ადამიანებსა და მუსიკოსებს შემახვედრა. ისე გავიზარდე, ასეთი პროფესიონალი მეგობარი გვერდით არავინ მყოლია და უცბად ოქროს წიაღში აღმოვჩნდი. ამის გარდა, კონკურსმა ხალხის უდიდესი სიყვარული მომიტანა და ბედნიერი ვარ, რომ ქუჩაში მაჩერებენ და თბილ სიტყვებს მეუბნებიან, რასაც ფულით ვერასდროს იყიდი.


- პროექტის დასასრულს პრიზებიც დაიმსახურეთ...
- „ნანუკას შოუმ“ ბრეკეტები მაჩუქა და კბილებს გავისწორებ. ერთ-ერთმა კომპანიამ - გიტარა, ნიკა გვარამიამ კი 10 000 ევრო მაჩუქა, რომელიც რამდენიმე თვეზე გადანაწილდება და სტიპენდიის სახით ავიღებ.



- თანხის გამოყენებას რაში აპირებთ?
- ოჯახს ძალიან ვუდგავარ გვერდით და მინდა, იმ ვალების გასტუმრებაში დავეხმარო, რაც მე არ ამიღია. დანარჩენ თანხას კი მუსიკალური განვითარებისთვის გამოვიყენებ და ილიას უნივერსიტეტში, სადაც დავალიანების გამო სტუდენტის სტატუსი მაქვს შეჩერებული, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლას გავაგრძელებ.


- კონკურსის დროს სოციალური ქსელით მაყურებელს მოუწოდებდით, რომ თქვენთვის დაემესიჯებინა და ამ დროს სოფო ბათილაშვილის sms ნომერს წერდით. ამაზე რას გვეტყვით?
- სოფო „მხოლოდ ქართულში“ თუ გაიმარჯვებდა, მთელი საქართველო გადარჩებოდა, რადგან მისი კლასი ამ პროექტსაც აღემატებოდა. რაც კი შეასრულა, ყველა „დაღუნა“! მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი კონკურსანტი ჩემი მეგობარია, ყველაზე სამართლიანი სოფოს გამარჯვება იყო. მისი გამარჯვება ჩემს გამარჯვებაზე მეტად გამიხარდა!



- სოფოსთან განსაკუთრებულად მეგობრობთ. ამბობენ, რომ შეყვარებულებიც ხართ...
- ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და კომენტარს ვერ გავაკეთებ. მაყურებელს ამის შესახებ მოვუყვე, უაზრობა მგონია.


- გარდა იმისა, რომ სოფო კარგი მომღერალია, რით არის ის თქვენთვის გამორჩეული?
- სოფო ყველაფრით გამორჩეულია! ხალხი მასზე გიჟდება და ასეც უნდა იყოს. სოფო სულ რომ არ მღეროდეს, მაინც არაჩვეულებრივი გოგოა! ისეთი ხასიათი და იუმორი აქვს, იმ სიმაღლეზე იდგება, სადაც ახლაა.


- ერთმანეთს პროექტის დასრულების შემდეგაც ხვდებით?
- პროექტი დასრულდა, თუმცა გადაღებები ჯერ კიდევ გვაქვს და, ფაქტობრივად, მაინც ერთად ვართ.



- ერთობლივი მუსიკალური გეგმა თუ გაქვთ?
- ჯერ არაფერი დაგვიგეგმავს, თუმცა ამის სურვილი ორივეს გვაქვს.


- სიმღერა რა ასაკში დაიწყეთ?
- გულში სულ ვმღეროდი. 9 წლის ვიყავი, როცა ბებომ ხალხურ სიმღერაზე მიმიყვანა, თუმცა მალევე შევეშვი. შემდეგ დიდი ტრავმა მივიღე. მეოთხე სართულიდან გადმოვვარდი და ფილტვის პლევრა გამისკდა. ფაქტობრივად, ვკვდებოდი. ერთი წელი სკოლაშიც ვერ ვიარე და ამ დროს მუსიკისთვისაც არ მეცალა, რადგან ჩემს გადარჩენა-არგადარჩენაზე იყო საუბარი. გამოჯანმრთელების შემდეგ, 14 წლის ასაკში გიტარით დავინტერესდი. ნელ-ნელა ვისწავლე, თუმცა ვინმე პროფესიონალურად თუ მომამზადებს, მეტად განვვითარდები.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?