სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის მაწუხებდა და მტკიოდა ქართული ფეხბურთი

სტუმრად ცნობილებთან

10 სექტემბერი 22:00, 2015 წელი

დიდ ფეხბურთში 17 წლიდან არის. 19 წლისამ ეროვნული ნაკრების მაისური მოირგო და ქართველ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი - 100 მატჩი ჩაატარა. როგორც გულშემატკივრები ამბობენ, ლევან კობიაშვილი ერთადერთი ფეხბურთელი იყო, ვინც ნაკრების თამაშებზე ტრავმებს არ ერიდებოდა და მოედანზე ბოლომდე იხარჯებოდა...

6 წლის ასაკში პირველად მიმიყვანა დედამ „ავაზას“ საფეხბურთო სკოლაში. 
ბავშვობიდანვე მონდომებული ვიყავი და პროფესიონალ ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი. საფეხბურთო სკოლაში მისვლისას არ მიფიქრია, რომ წარმატებული ფეხბურთელი გავხდებოდი - უბრალოდ, ძალიან მინდოდა თამაში , ეს ის პროფესია იყო, რომელსაც ჩემს ცხოვრებას მივანდობდი.
ჩემს ოჯახში დღემდეა დავა იმაზე, საფეხბურთო სკოლაში ჩემი მიყვანის ინიციატორი დედა იყო თუ მამა. მე როგორც ვიცი, ჩემს ფეხბურთელობას დედამ ჩაუყარა საფუძველი და ჯიუტად ინარჩუნებს ინიციატორის  პოზიციას (იცინის).



განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვად არასდროს მივიჩნეოდი. ჩემს გუნდში გაცილებით ბევრი ბიჭი იყო ისეთი, ვისაც მწვრთნელები დიდ ფეხბურთში კარგ მომავალს ჰპირდებოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მონდომება მე უფრო მეტი მქონდა.
მთელ დღეს ბურთთან ვატარებდი - იქნებოდა ეს სკოლაში, ეზოში, სახლში... მოკლედ, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყველგან მუდმივი კონტაქტი მქონდა ბურთთან. 



ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც შენ ან შენ გარშემომყოფნი აცნობიერებენ, შეგიძლია თუ არა საქმეში რაღაცის მიღწევა.  თითქმის ყველგან წარმატებით გამოვდოდი, მათ შორის - საერთაშორისო ტურნირებზეც, მქონდა საუკეთესო მცველისა და ნახევარმცველის ტიტულები, რადგან ყოველთვის განსხვავებულ პოზიციებზე ვთამაშობდი.



ჩემი კარიერული წინსვლა 1994 წელს დაიწყო, 17 წლის ასაკში. 
რუსთავში უმაღლეს ლიგაში ვითამაშე, ერთი წლის შემდეგ კი მივიღე მოწვევა თბილისის „დინამოდან“.
ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამ კლუბში თამაში დღემდე ყველა ბავშვის ოცნებაა, რადგან „დინამო“ განსაკუთრებული, ყველაზე წარმატებული, ტიტულოვანი გუნდია ჩვენს ქვეყანაში. მე კი მაშინ ამის შესაძლებლობა მომეცა. „დინამოს“ მაისურის ჩაცმა განსაკუთრებულ მუხტს მაძლევდა, მაგრამ გულის სიღრმეში უფრო და უფრო მეტი მინდოდა და დღემდე ასე ვარ - ერთ ადგილზე არასდროს ვჩერდები, მუდმივად ვცდილობ, უფრო მეტს მივაღწიო. თვითკრიტიკულიც ვარ. მაშინ კიდევ უფრო დიდი ამოცანა დავისახე - უცხოეთში თამაში მინდოდა. 



ჩემი მთავარი მრჩეველები, რასაკვირველია, ჩემი მშობლები იყვნენ, რომელთა აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებდი.  ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დედ-მამა გვერდში გიდგას და სწორ მიმართულებას გაძლევს.
მამა - ზურაბ კობიაშვილი - ველოსპორტსმენი იყო, საბჭოთა კავშირის დროს დიდი მიღწევები ჰქონდა. ჩემი უფროსი ძმაც ამ სპორტით იყო დაკავებული.



„დინამოში“ თამაშის პირველივე წელი წარმატებული გამოდგა. მალევე გავხდი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არ არსებობდა. ნაკრების პირველი თამაში დღემდე მახსოვს - ყველა ძალიან ცნობილი იყო და მე ვიყავი ერთი უცნობი ბიჭი. ნაკრებში ზუსტად 100 თამაში ვითამაშე. ბოლო მეასე ისევე კარგად მახსოვს, როგორც პირველი (იღიმის). 
ზოგადად ფეხბურთში ზოგი ნიჭიერია, ზოგიც ნაკლებად, ზოგი კი - მონდომებული და შრომისმოყვარე.
ყოველთვის მქონდა მიზანი და ვიცოდი, რა მინდოდა. ეტაპობრივად მივდიოდი ჩემი მიზნებისკენ.  სხვანაირად წარმოუდგენელია - თუ ნიჭს შრომა არ დააყოლე, ვერაფერს მიაღწევ და ყველაფერს დაკარგავ.
კარიერის დასრულების შემდეგ უფრო ვგრძნობ პატივისცემას და სიყვარულს გულშემატკივრებიდან.



ეროვნულ ნაკრებში 2011 წლის 10 მაისს მქონდა ბოლო თამაში და ეს ჩემთვის ორმაგად განსაკუთრებული თარიღი იყო - 10 მაისი დედაჩემის დაბადების დღეა. მოკლედ, დედამ მიმიყვანა ფეხბურთზე და მის დაბადების დღეზე წამოვედი.
წამოსვლამდე ბოლო ერთი კვირის მანძილზე მოედანზე რომ გავდიოდი, აბსოლუტურად ყველა დეტალს ვაკვირდებოდი. ცხოვრებაში წვრილმანებისთვის არასდროს შემიხედავს, მაგრამ ბოლო დღეებში ვცდილობდი, ამ დეტალებისგან მიმეღო ის, რაც წლები გამყვებოდა და არ წაიშლებოდა.



კარიერის მანძილზე გოლების საკმაოდ დიდი რაოდენობა დამიგროვდა.
ყოველთვის ისეთ დროს და ადგილზე გამქონდა, რომ, რაღაცნაირად, განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო. 
არ დამავიწყდება ჩემპიონთა ლიგის თამაშზე გატანილი სამი გოლი. განსაკუთრებული დღე იყო, გიორგობა. სტადიონიდან გამოსულს ტელეფონზე იმდენი ზარი და შეტყობინება დამხვდა, მთელი ცხოვრება რომ არ მქონია.



ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, კარიერის დასრულებამდე 2 წელი გერმანიაში სპორტულ მენეჯმენტს ვსწავლობდი. მაინტერესებდა საფეხბურთო კლუბის მმართველობა და მისი სტრუქტურა. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის მაწუხებდა და მტკიოდა ქართული ფეხბურთი, ვფიქრობდი დაბრუნებაზე და ქართული ფეხბურთის განვითარებაზე. მწვრთნელის ლიცენზიაც მაქვს. გემის კაპიტნის ლიცენზიაც კი მაქვს.



ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია. რომ არა ჩემი ოჯახი, ბევრ წინააღმდეგობას ვერ გადავლახავდი. სახლში შესულს ყველა პრობლემა მავიწყდება. ჩემს მეუღლესთან საქართველოშივე მქონდა ურთიერთობა. როდესაც გერმანიაში მომიწია წასვლა, იქაც წამომყვა და მაქსიმალურად გვერდში მედგა. ჩემი შვილებიც იქ დაიბადნენ და დღემდე იქ ვცხოვრობთ.
სიბერეში ალბათ შვილიშვილებს მოვუყვები, რომ ვიყავი ფეხბურთელი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი (იღიმის). 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?