სახლი, რომელსაც ნატო გელაშვილი „მიეკედლა“

სტუმრად ცნობილებთან

12 ნოემბერი 22:00, 2015 წელი

სახლში, ნატოსთან ერთად, 4 მამაკაცი ცხოვრობს... საყვარელი მამაკაცებისთვის კერძების კეთება უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. როცა მარტო ყოფნა სურს, დიდი ოთახის კარს გამოიხურავს და უკრავს. გვიყვება, რომ ასეთ დროს ბიჭები მოშორებით არიან, თუმცა უსმენენ...

ბოლო პერიოდში ყველაზე დიდ დროს სახლში ატარებს. კომპოზიტორი და მომღერალი ნატო გელაშვილი გვიყვება, რომ სახლს „მიეკედლა“ და ხშირად გარეთ გასვლა ძალიან უჭირს. ადგილი, სადაც ცხოვრობს, მისთვის ყველაფერია. სახლი ნიშნავს სიწმინდეს, სიმშვიდესა და დადებით აურას. „საერთოდ, ყველაზე მეტად სახლიდან გასვლა მიჭირს, საოცრად იცის მიჩვევა…“ - გვიყვება მომღერალი.


 


სახლში, ნატოსთან ერთად, 4 მამაკაცი ცხოვრობს: ორი შვილი, მეუღლე და ძმისშვილი. შესაბამისად, საქმე ყოველთვის თავზე საყრელი აქვს. დილით როცა ყველას გაისტუმრებს, სადილის მომზადებას იწყებს. ამბობს, რომ საყვარელი მამაკაცებისთვის კერძების კეთება უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. შემდეგ ბიჭების დაბრუნებას ელოდება და საღამოს ყველანი ერთად საინტერესო ფილმებს უყურებენ.


 


არის მომენტები, როცა მარტო ყოფნა სურს, ასეთ დროს დიდი ოთახის კარს გამოიხურავს და უკრავს. გვიყვება, რომ ასეთ დროს ბიჭები მოშორებით არიან, თუმცა უსმენენ. მერე ინტერესდებიან, ახალ სიმღერაზე მუშაობს თუ არა. ხშირად ინსტრუმენტის გარშემო იკრიბებიან. ნატოს მსგავსად, მისი შვილებიც კარგად მღერიან და ასეთ სიტუაციას მომღერალი ოჯახურ სიმყუდროვეს უწოდებს.



„მე და სამზარეულო ძალიან ვმეგობრობთ, მიყვარს ყოველდღე ახალი და საინტერესო კერძის მომზადება. ხშირად ვურეკავ მეგობრებს და ვეკითხები - რა გააკეთეთ დღეს? და მეც ვამზადებ ხოლმე ჩემი საყვარელი მამაკაცებისთვის. ეს არასდროს მღლის, პირიქით“. - გვიყვება ნატო გელაშვილი.


 


ამ სახლში სტუმრები თითქმის ყოველ მეორე დღეს მოდიან, ხან ნატოსთან, უფრო მეტად კი ბიჭებთან. „ხშირად გზიდან მირეკავენ და ვემზადები, ხშირად სუფრას 10 კაცზე ვაწყობ ხოლმე. ეს ჩემთვის ცხოვრების სტილია, არ ვნანობ, არც ვიღლები. მირჩევნია, ჩემი შვილები და მათი მეგობრები ჩემთან სახლში იყვნენ, ვიდრე არ ვიცოდე, მთელი დღე სად არიან“. - ამბობს ნატო გელაშვილი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?