„ყველაზე მართალი სწორედ სახლში ვარ...“

სტუმრად ცნობილებთან

24 ნოემბერი 22:00, 2015 წელი

სტუმრად თამრიკო ჭოხონელიძის მოგონებებით სავსე სახლში...  

ჩემი სახლი „პლეხანოვიდან“ იწყება, იმ ძველი უბნიდან, სადაც ძველი სახლი იყო. იმ სახლის სული აქ, შედარებით ახალ უბანში - დიდუბეში გადმოვიტანეთ, - გვიყვება ჩვენი დღევანდელი მასპინძელი. თამრიკო ჭოხონელიძის სახლი მართლაც ძალიან საინტერესო და „ძველია“. ნივთებით, რომლებსაც სხვაგან ვერსად შეხვდებით. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სუვენირების ჩამოტანის ტრადიცია მომღერლის ბაბუისგან იწყება. ის „სუხიშვილების“ ანსამბლის პირველი თაობის წარმომადგენელი იყო და ხშირად მოგზაურობდა. უყვარდა სახლში ისეთი ნივთების ჩამოტანა, რომლებიც კონკრეტულ ქალაქს გაახსენებდა.


 


ტრადიცია თამრიკოს მამამაც გააგრძელა. მას მოგზაურობებიდან ჭიქები ჩამოჰქონდა იმ ქალაქებისა თუ ქვეყნების ფოტოებით, სადაც თავად იმყოფებოდა. თავად თამრიკოს კი მინიატურული ნივთები უფრო იტაცებს, ამიტომ ამ სახლში ბევრ ასეთ სუვენირს ნახავთ. თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს.


 


სახლში თამრიკოსთან ერთად დედა, შვილი - მარიამ როინიშვილი და შვილიშვილი ელენე ცხოვრობენ.
ამ სახლში ხშირად არის სტუმრიანობა. თამრიკო ამბობს, რომ მისი სახლი „ჯადოსნურია“ და ადამიანებს იზიდავს. მომღერალი ურთიერთობებით არასდროს იღლება, პირიქით - ეს ყველაფერი ავსებს და ენერგიას მატებს. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახლში ხშირად იყოს. მაშინაც კი, როცა სახლში მარტოა, ძალიან დიდ კომფორტსა  და საოცარ აურას გრძნობს. „მიმაჩნია, რომ ქალის მშვენება სახლია. ყველაზე მართალი სწორედ სახლში ვარ“.


 


სამზარეულოში ხშირად ფანტაზიორობს, უყვარს სხვადასხვა კერძების მზადება. რაც შეეხება დალაგებას, ეს მისთვის რიტუალია და ამ დროს სახლში მარტო ყოფნა ურჩევნია. აღებს ყველა ფანჯარას და სახლში ბევრ სუფთა ჰაერს უშვებს. ყველა სხვა დროს თამრიკოს ხალხმრავალი სახლი უყვარს. მისი კიდევ ერთი, მართლაც ახდენილი ოცნების სახლი საგურამოში დგას - ზაფხულს სულმოუთქმელად ელოდება. ელოდება, რადგან ერთ დიდ სახლში მთელი სანათესაო იკრიბება, ოცამდე ადამიანი და ამ დროს მართლაც სიხარულის ზეიმია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?