სოფო ბედია: „ჩემს შვილს მიშა რომ არ ჰყვარებოდა, ოჯახსაც ვერასდროს შევქმნიდით!“

სტუმრად ცნობილებთან

25 იანვარი 20:00, 2017 წელი

მომღერალ სოფო ბედიასა და მის მეუღლეს, „ქართული ოცნების“ კრწანისის რაიონის თავმჯდომარე მიშა მესხს Funtime სახლში ესტუმრა…


- ბოლო პერიოდში
თქვენს მეუღლეზე, მიშა მესხზე, ინტერნეტსივრცეში ბევრს ხუმრობენ. ამას როგორ ხვდებით?
სოფო:
მსგავსი ტიპის ხუმრობას ჩვენც იუმორით ვხვდებით. არასდროს ვვარდებით და არც გვწყინს. „სოფო ბედიას ქმარმა ვარჯიში დაიწყოო“, ამ სათაურით სტატია რომ გამოქვეყნდება, როგორ შეიძლება ავვარდეთ? ქრისტინა აგილერას ქმარი სოფო ბედიას ქმრის ქვეყანაში იმღერებსო, ამასაც ხუმრობდნენ. ვსხედვართ და ვიცინით ხოლმე, თუმცა ვერც იმას გეტყვით, რომ ამხელა დოზით ხუმრობა გვსიამოვნებს, მაგრამ მეც და მიშასაც ისეთი იუმორი გვაქვს, ვცდილობთ, ორივე ავყვეთ.
მიშა: ჩემზე ამდენს რომ ხუმრობენ, ამაში საწყენს ვერაფერს ვხედავ. იუმორს იუმორით ვპასუხობთ. მთავარია, ეს ყველაფერი ჯანსაღი იყოს და არა შეურაცხმყოფელი. ხან რომის პაპი ჩამოდის ჩემ გამო საქართველოში და ხანაც ქრისტინა აგილერას ქმარი! მსგავსი ტიპის ხუმრობას, ხანდახან მეც „ფეისბუკით“ ვპასუხობ. მაგალითად, ბათუმიდან მატარებლით წამოვედი და სოციალურ ქსელში ესეც დავწერე. რა თქმა უნდა, ამაზეც სტატია გამოაქვეყნეს. ვარჯიშის პროცესში ფოტოების გადაღების მეშინია უკვე, რომ ხუმრობების ახალი ტალღა არ წამოვიდეს.


- თქვენს მეუღლეს, მიშა მესხს, ხომ არ სწყინს, უფრო მეტად სოფო ბედიას ქმრის სტატუსით რომ იხსენიებენ და არა, როგორც პოლიტიკოსს?
სოფო:
არა, პირიქით. როგორც მიშა ამბობს, ამით ამაყობს კიდეც!
მიშა: სად იყო სოფო ბედია, შენ რომ იყავიო, მეგობრები მეხუმრებიან ხოლმე. სიმართლე გითხრათ, ამაში პრობლემას ვერაფერს ვხედავ, რადგან სოფო ბედიას ქმრობა ჩემთვის სასიამოვნო სტატუსია.


- თქვენზე იმასაც ამბობენ, რომ ეჭვიანი ქმარი ხართ...
მიშა:
ეს დიდი სისულელეა! ჩემი ცოლის ტელეფონი გადამოწმების მიზნით ხელში არასდროს ამიღია. ჩემ გარეშე, უცხოეთში მეგობრებთან ერთადაც წასულა და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ შორის ეჭვიანობა არასდროს ყოფილა. ღმერთმა დამიფაროს! ეჭვიანი რომ ვიყო, საკუთარ თავს არ ვაპატიებდი!
სოფო: როცა ადამიანი გიყვარს, მესაკუთრე ხარ და გინდა, რომ გამუდმებით გვერდით გყავდეს, თუმცა ქალზე არასდროს მიეჭვიანია. სიტუაციაზე უფრო შეიძლება ვიეჭვიანო. სამსახურის გამო ყურადღებას თუ მომაკლებს, შეიძლება გავუბრაზდე და ვუსაყვედურო კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი შეყვარებულების კინკლაობას უფრო ჰგავს, ვიდრე სერიოზულ დაძაბულობას. მიშა ყველაზე საყვარელი შერიგების პროცესშია.
მიშა: ჩვენი კამათი მხოლოდ ელემენტარული თემებით შემოიფარგლება, შეიძლება, პოლიტიკას ან რომელიმე მომღერალს ეხებოდეს. შერიგების პროცესი კი იმიტომ უყვარს, რომ საჩუქრებს იღებს, ოღონდ გაბრაზების დონეს გააჩნია. თუ მსუბუქად ბრაზდება, „მძიმე არტილერია“ აღარ მჭირდება ხოლმე.


- მიშა, თქვენი მეუღლე 21 იანვარს იუბილარი იყო. რა აჩუქეთ?
მიშა:
სუნამოს ყიდვას ვფიქრობდი, თუმცა ბოლოს ოქროს საყურე ვაჩუქე.
სოფო: მიშა ყოველთვის ცდილობს ისეთი საჩუქარი გამიკეთოს, რომ არ დასრულდეს და სიცოცხლის ბოლომდე მქონდეს. ჩემი გემოვნება კარგად იცის და სამკაულსაც ხშირად მჩუქნის.
მიშა: გემოვნება დავხვეწე, თორემ პირველად სამკაული რომ ვაჩუქე, დამიწუნა! არადა ის ბეჭედი ერთ-ერთ ბრენდულ მაღაზიაში შევურჩიე.
სოფო: მაშინ ახალი გაცნობილი მყავდა. უზარმაზარი ვარდებითა და ბეჭდით მომადგა. ერთი სული ჰქონდა, ყუთი გამეხსნა და დაენახა, როგორ გამიხარდებოდა საჩუქარი! ღირებულებას არასდროს ვანიჭებ მნიშვნელობას. მთავარია, ადამიანისგან ყურადღება გამიხარდეს, მაგრამ ჩემი სტილი ხომ უნდა იყოს და მომეწონოს?
მიშა: ბეჭედი დაინახა თუ არა, იცით, რა მაჯახა? - არ შეიძლება, გადავცვალოთო?
სოფო: ისე ეწყინა, გიჟივით შეტრიალდა და წავიდა! კიბეზე მივდევდი, არ წახვიდე-მეთქი. ავუხსენი, რომ ჩემი გემოვნების ბეჭედში გადაცვლას ვთხოვდი, მაგრამ აღარ გამოვცვალეთ. მას შემდეგ მისი საჩუქარი ხელიდან არ მომიშორებია.


- დღეს რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა?
მიშა:
დღემდე აქტიურ წყვილად ვრჩებით, ოღონდ ამ ყველაფერს ხელოვნურად არ ვაკეთებთ. გამუდმებით ყურადღების ცენტრში რომ ვართ, ესე თავისთავად ხდება. ერთმანეთი კიდევ უფრო კარგად გავიცანით. არ არსებობს, სოფომ თვალებში შემომხედოს და ვერ მიხვდეს, სიმართლეს ვეუბნები თუ არა. სანამ ოჯახს შევქმნიდით, კარგად მაკვირდებოდა. როგორი სიმთვრალე მქონდა, ესეც დაოჯახებამდე გაიგო.
სოფო: მიშა ნაკლებად სვამს, თუმცა ადრე მეგონა, რომ ამით ჩემს მოხიბვლას ცდილობდა. როცა ნასვამია, ვერავინ შეამჩნევს. არაჩვეულებრივი სიმთვრალე აქვს! იუმორით ლექსების წერის მუზა ეხსნება და დაუსრულებლად შეუძლია გვაცინოს. ძალიან პოზიტიური ადამიანია!


- მიშა, სოფოსგან როგორი დიასახლისი დადგა?
მიშა:
ვერ გეტყვით, რომ სამზარეულოდან არ გამოდის, მაგრამ თუ შევიდა, მტრისას! რასაც ხელს მოჰკიდებს, იქნება ეს ბრაუნი, კატლეტი, პეროგი თუ სხვა რამ, უგემრიელესი გამოსდის! 200 სხვადასხვა „სოუზში“ სოფოს ნახელავს ვიცნობ! სიყვარულითაა დამზადებული!
სოფო: მიშასაც მოუმზადებია ჩემთვის ბრინჯის ტკბილი ფლავი ფორთოხლის არომატით! სხვათა შორის, პირველად შეყვარებულობის პერიოდში მომიმზადა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კაცს თუ სამზარეულოში მიუშვებ, მას ბადალი არ ეყოლება!


- ნიკოლოზი რა როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში?
სოფო:
მიშა და ნიკოლოზი ისეთ ამბავში არიან ხოლმე, ვიდეოს ვუღებ ჩუმად, მაგრამ „ფეისბუკზე“ გამოქვეყნების მერიდება! ერთად ძალიან საყვარლები არიან!
მიშა: მე და ნიკოლოზს ბევრი ერთობლივი თამაში გვაქვს!
სოფო: ერთხელ ნიკუშა დედაჩემთან იყო და ჩემთან რომ წამოუყვანია, გზაში რაღაც თოფი მოსწონებია. სახლში მოვიდა თუ არა, იტირა, მიყიდეო. წავედით სათამაშოების მაღაზიაში. მე მანქანაში დავრჩი და ნიკოლოზი მიშამ გადაიყვანა ასარჩევად. ორი ავტომატით მომადგნენ და მეორე ვისია-მეთქი, რომ ვიკითხე, აღმოჩნდა, რომ ჩემს ქმარს თავისთვისაც უყიდია.
მიშა: მისგან იმხელა სითბოს ვიღებ, ჩემგანაც იგივე რომ არ იგრძნოს, ხომ ეწყინება? ნიკოლოზისგან დიდი სიყვარული და პოზიტივი მოდის. ისე ვძმაკაცობთ, თამაშისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ!


- სოფო, ნიკოლოზს მიშაზე არასდროს უეჭვიანია?
სოფო:
თავიდან ჰქონდა ეჭვიანობის მომენტები. სანამ გავთხოვდებოდი, სულ ჩემთან ეძინა და მერე თავის ოთახში რომ მოუწია ძილი, ამაზე ცოტა დარდობდა, თუმცა ისე მივუდექი, რომ მისთვის ეს ცვლილება მტკივნეული არ ყოფილიყო. ახლა კი, თუ დაგვინახა, რომ მე და მიშა ერთმანეთს ვეხუტებით, თვითონაც მორბის და ხელს გვხვევს. ნიკოლოზს მიშა რომ არ ჰყვარებოდა, ოჯახსაც ვერ შევქმნიდით. ბედნიერი ვარ, რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?