როგორ მოვაწონოთ თავი ბიჭს მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თემატური ჰოროსკოპი

3 იანვარი 14:00, 2018 წელი

თუკი ამ წესებს მოხერხებულად გამოიყენებთ, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ...

თუკი ბიჭი ვერძია
აქ დიდი მოხერხებაა საჭირო, ვინაიდან ვერძები იდეალურ გოგოს ეძებენ. გოგო უნდა იყოს თავმდაბალიც და ნებისმიერ გარემოში საუბარიც უნდა შეეძლოს. იმის გარდა, რომ ვერძებს ინტელექტი მოსწონთ, მათთვის გარეგნულ სილამაზესაც დიდი მნიშვნელობა აქვს.


თუკი ბიჭი კუროა
კურო პირად თავისუფლებას დიდად აფასებს, ამიტომაც გოგონა ძალიან მომაბეზრებელი არ უნდა იყოს. ბიჭი-ვერძი ძალიან დიდხანს ათვალიერებს და შემდეგ ირჩევს, ამიტომაც მოთმინებაა საჭირო.
და კიდევ, გოგონას უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა და გართობის უნარი. ვერძები გულჩათხრობილნი არიან და ამიტომაც მათ ასალაპარაკებლად დიდი ძალისხმევა, კომფორტული და მყუდრო გარემოა საჭირო. ყველაფერთან ერთად, გოგონა შემართებული და გაბედულიც უნდა იყოს.


თუკი ბიჭი ტყუპია
ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის მნიშვნელოვანია, რომ გოგონა მის გატაცებას იზიარებდეს და ამ საქმეში მისი მოკავშირე იყოს. ბიჭ-ტყუპებს მოსწონთ ჭკვიანი გოგონები, რომლებიც სიახლეების საქმის კურსში არიან და განვითარება სურთ. ამასთანავე, უნდა დაივიწყოთ ეჭვიანობა! ტყუპები ამას ვერ იტანენ. ნუ ეცდებით მის გაკონტროლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს გააფუჭებთ.


თუკი ბიჭი კირჩხიბია
კირჩხიბებს სითბო და ზრუნვა უნდა აგრძნობინოთ. ისინი გულწრფელობას, სიკეთეს, პატიოსნებასა და თვითდაჯერებულობას აფასებენ. კირჩხიბებს სულით ძლიერი გოგონები მოსწონთ, რომლებიც საგმირო საქმეებისკენ უბიძგებენ. ამასთანავე, კირჩხიბზე ზეწოლას არ გირჩევთ - ამით მხოლოდ დააფრთხობთ.


თუკი ბიჭი ლომია
მისი გულის დასაპყრობად საკმარისია, კომპლიმენტებით აავსო, მოიწონოთ მისი იუმორის გრძნობა და აუცილებლად გაიცინოთ მის ხუმრობებზე. ბიჭ-ლომს უყვარს ქება, მაგრამ ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეთ, თორემ მალე მობეზრდება. ეცადეთ, გააოცოთ რამეთი, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ თქვენც პიროვნება ხართ, სხვანაირად ლომს მალე მოსწყინდებით. მაგრამ თუკი შეგიყვარათ, ხელით გატარებთ.


თუკი ბიჭი ქალწულია
გახსოვდეთ, რომ მისგან რომანტიკულ პაემნებს არ უნდა ელოდოთ, მაგრამ უბრალოდ ბაღში გასეირნებაც რომ შემოგთავაზოთ, აღფრთოვანებით უნდა მიიღოთ. ქალწულებს უყვართ, როცა მათ გვერდით გოგონებს კარგად აცვიათ და ლამაზი ვარცხნილობა აქვთ. და კიდევ, იყავით პასუხისმგებელი, გონიერი, წესიერი და, რაც მთავარია, პუნქტუალური!


თუკი ბიჭი სასწორია
ბიჭი-სასწორი დიდხანს ეძებს თავის ერთადერთს. შეიძლება, ერთდროულად რამდენიმე გოგონას ხვდებოდეს, რათა შემდეგ მათგან აარჩიოს. აი, სწორედ ამ დროს გაქვს დიდი შანსი, მისი რჩეული გახდე. აი, კიდევ რა უნდა იცოდეთ: სასწორი იშვიათად დგამს პირველ ნაბიჯს, ამიტომაც შესაძლოა, ინიციატივის ხელში აღება თქვენ მოგიწიოთ. მთავარია, იყოთ ის, რაც ხართ, სასწორები ამას ნამდვილად დააფასებენ.


თუკი ბიჭი მორიელია
მორიელებთან სიფრთხილეა საჭირო! ისინი ძალიან მომთხოვნები არიან და საკუთარი მისამართით კრიტიკას ვერ იტანენ. ერთადერთი და განუმეორებელი უნდა იყოთ. ამასთანავე, მუდამ მისი მხარე გეჭიროთ. სხვანაირად ის ბრაზდება და შეიძლება, ქარაფშუტად მოეჩვენოთ. მორიელებს ზრუნვა ესაჭიროებათ. იყავით მის მიმართ ალერსიანი. ის სწორედ ასეთს ეძებს.


თუკი ბიჭი მშვილდოსანია
მისი სურვილია, რომ გოგონა მის ტალღაზე იყოს. ამიტომაც შეისწავლეთ მისი სპორტული, მუსიკალური ან სხვა რაიმე გატაცება. თქვენ უნდა შეგეძლოთ საუბრის წარმართვა და ინტერესის გამოხატვა ყველაფრის მიმართ, რაც მშვილდოსანს მოსწონს. მას მოგზაურობა და ექსტრემი უყვარს, ამიტომაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თუკი მოტოციკლით გასეირნებას შემოგთავაზებთ. არ შეშინდეთ, საიმედო ხელში იქნებით.


თუკი ბიჭი თხის რქაა
ბიჭი თხის რქები გოგონას დიდხანს არჩევენ. ისინი ყველა დეტალს აკვირდებიან. თხის რქებისთვის მნიშვნელოვანია, როცა მათ აზრს ითვალისწინებენ,  ამიტომაც ხშირად დაინტერესდით მისი აზრით რომელიმე ფილმის ან წიგნის შესახებ - ამით მის თავმოყვარეობასაც დააკმაყოფილებთ და პირველ ნაბიჯსაც გადადგამთ. ის კი ვალში არ დაგრჩებათ და ნამდვილად დაგპატიჟებთ სწორედ იმ ფილმის სანახავად.


თუკი ბიჭი მერწყულია
ამ ბიჭის „ამოცნობა“ არც ისე ადვილია, ამიტომ, თუ გსურთ, ვითარება თქვენკენ შემოაბრუნოთ, იყავით მიუკარებელი. ეს მას ძლიერ მოეწონება. თხის რქებს გოგონა მანამდე მოსწონთ, სანამ ის მათთვის ამოუცნობია. ამიტომაც თავიდანვე ყველაფერს ნუ მოუყვებით. ამასთანავე, მას უყვარს პირადი თავისუფლება და როგორც კი, ამ მხრივ, საფრთხეს იგრძნობს, მაშინვე გაქრება. არც იმის შეგეშინდეთ, თუკი მოულოდნელად რეკვას შეწყვეტს. ეს მის ხასიათშია. ცოტა ხანში ისევ დაგირეკავთ! და ამ დროს დაფიქრდით - გჭირდებათ კი ასეთი ბიჭი? 


თუკი ბიჭი თევზებია
მათი მონადირება ძალიან ადვილია! უბრალოდ, მთელი ხელისუფლება ხელში უნდა აიღოთ, სხვაგვარად იგი „გაგიცურდებათ“. ეს ბიჭი თქვენი მხრიდან ყურადღებას სათანადოდ დააფასებს და იმავენაირად გიპასუხებთ. ბიჭი-თევზები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს წვრილმანებს: მას არ დაავიწყდება თქვენი დაბადების დღე, თქვენი საყვარელი ყვავილი ან რა კაბა გეცვათ პირველ პაემანზე. თუკი მიხვდა, რომ გოგონას მოსწონს, ის შეეცდება, შესაბამისი იყოს. თევზებისთვის მთავარია, მიმართულება დაინახოს და მაშინ ის მიზნამდე აუცილებლად მიცურდება.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ოქტომბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი, რომლებიც სულს აგიფორიაქებთ

თუ ცოტა ხნით ბლოკბასტერებს მოსწყდებით და სერიოზული ფილმის საყურებლად განეწყობით, ეს ფილმები ღრმა შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
დღის ჰოროსკოპი

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ხრაშუნა კარტოფილის ჩხირები ლორით

ალბათ მიხვდით, რომ ეს არ არის კარტოფილი ფრი, თუმცა გარწმუნებთ, ფრიზე მეტად შეიყვარებთ!
დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 მიზეზი იმისა, რატომ არის ჰიუ ჯეკმანი გენიალური

იცოდით, რომ ეს ავსტრალიელი არტისტი ჰოლივუდამდე ჯამბაზად მუშაობდა და პატარებს ართობდა? და არამარტო ეს...
ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.




×

საბანერო პოზიცია
300x150