როგორი დედოფალი ხართ დაბადების თვის მიხედვით?

თემატური ჰოროსკოპი

8 იანვარი 14:00, 2018 წელი

საინტერესოა, დედოფლის რა თვისებები გაქვთ. მოდი, ვნახოთ...

იანვარი
იანვარში უავგუსტესი პირები იბადებიან, რომელთაც დიდი მოთმინება და გამძლეობა აქვთ. ამგვარ ქალებს ცხოვრებაში ნებისმიერი ცვლილების ღირსეულად მიღება შეუძლიათ. ისინი არასდროს სასოწარკვეთაში არ ვარდებიან და გაჭირვების დროს სხვებისთვის „მაშველი ჟილეტის“ როლს ასრულებენ.


იანვრის დედოფლებს მართლაცდა ანგელოზის მოთმინება აქვთ, რომელიც ერთხელაც ივსება და ამ დროს ჯობია, მათ ხელში არ მოხვდეთ - გაგთელავს და არც შეგამჩნევს.
ღალატი ამგვარი ქალებისთვის მიუღებელია.


თებერვალი
თებერვლის დედოფლები თავიანთი მიზნის მიღწევაში შეუპოვრები არიან.
ისინი თვითუზრუნველყოფილები, დაჟინებულები და ზოგჯერ ქედმაღლებიც არიან, მაგრამ ამის მიუხედავად არ ქაჯობენ.


თებერვალში დაბადებულ ქალბატონებს სიძნელეების არ ეშინიათ. მათ შეუძლიათ მყისიერად მოახდინონ მობილიზება და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. მათ ეადვილებათ ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება. კარგად განვითარებული მეექვსე გრძნობა მათ ადამიანის ბუნებისა და ხასიათის უკეთ გამოცნობაში ეხმარებათ.


თებერვალში დაბადებული დედოფლები ბავშვებთან საერთო ენას ადვილად პოულობენ.

მარტი
ესენი უბრალოდ დედოფლები კი არა, ნამდვილი ლედები არიან.
მარტის ქალები ძალიან მგრძნობიარენი, ნაზები, ურთიერთობისას რბილები, ადვილად მოწყვლადი და მორიდებულები არიან.


მათი სიჯიუტეც კი, რომელიც ზოგჯერ ხასიათში ჩნდება, არ გვაღიზიანებს, პირიქით, მოგვწონს კიდეც.


მათ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა ახასიათებთ. ისინი თავისთვის ნამდვილ რაინდებს პოულობენ, რომლებიც მთელი ცხოვრება მათ გვერდით არიან, იცავენ და უფრთხილდებიან თავიანთ დედოფლებს.

აპრილი
აპრილში მეამბოხე დედოფლები იბადებიან.


მათი აჯანყებული სული სულაც არ გამოიხატება მიღებული ქცევის ნორმების უარყოფაში, ისინი სამყაროს თავისებურად ხედავენ.


ისინი მამაცი, შემართებული, გულითადი და უაღრესად ქალურები არიან. ისინი ყოველთვის და ყველგან ახერხებენ, მიიღონ ის, რაც სურთ. ამასთანავე, არავინ არ აპროტესტებს მათგან თავსმოხვეულ იდეებს.


ვერც ერთი მამაკაცი გულგრილად ვერ აუვლის გვერდს აპრილის დედოფალს.


მაისი
მაისი მთელ ქვეყანას დედოფალ-ვალკირიებს ჩუქნის.
გარეგნულად ეს შეიძლება სანდომიანი ქალიშვილი იყოს, მაგრამ მის შიგნით ნამდვილი ამაზონი, ქალი-მეომარი ბუდობს.


ის ერთდროულად მკაცრიცაა და სამართლიანიც - ეს ყველას აოცებს. ერთდროულად შეუძლებლის გაერთიანება - ნაზი, ქალური და ამავდროულად ძლიერი - ბევრს ხიბლავს.
როგორც წესი, მაისის დედოფლების პირადი ცხოვრება ბედნიერია.

ივნისი
ზაფხულის პირველ თვეს, ჩვეულებრივ, წინასწარმეტყველი დედოფლები იბადებიან. ამგვარი ქალები ადამიანებს „ღია წიგნივით“ კითხულობენ. ისინი ვერ იტანენ აგრესიის გამოვლენას. ასეთი ქალები გულჩვილობისა და სიკეთისთვის უყვართ.


ივნისის ქალების წინასწარმეტყველური ნიჭი ბევრისთვის უცნობია - თვითონაც ამას მხოლოდ მოწიფულ ასაკში აცნობიერებენ.


ყველასთვის გასაგები მიზეზის გამო, ივნისის დედოფლების ყვავილი გვირილაა.

ივლისი
ივლისის ქალები ნამდვილი გულთამპყრობელები არიან.
ჯერ კიდევ ბავშვობისას ისინი ლამაზ პრინცესებს განასახიერებენ. დედა-დედოფლის ტირანიაც კი (რაც ივლისის გოგონების ცხოვრებაში ზოგჯერ გვხვდება) მათ ძლიერ სულს ვერ ტეხს, მათ სილამაზეს ჩრდილს ვერ აყენებს.


ასაკის მატებასთან ერთად მათი მომხიბვლელობა სულ უფრო მატულობს. მათი ერთი შემოხედვის საფასურად მამაკაცები ნებისმიერი სიგიჟის ჩასადენად არიან მზად.
ივლისის დედოფლები თავიანთ გარეგნობას გონივრულად იყენებენ და მხოლოდ სილამაზისა და ეშხის იმედზე არასდროს არიან.


ზოგჯერ ახალგაზრდობაში ისინი ღირსეულ პარტნიორს ვერ ირჩევენ. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მათ ნამდვილი სიყვარული და ბედნიერება ეწვევათ.

აგვისტო
ზაფხულის ბოლო თვე ნამდვილ დედოფალთა დედოფალს შობს. აგვისტოს დედოფალი ნამდვილი ხელმძღვანელია. მას შეუძლია კოლექტივის შეკვრა და მოვალეობების სწორად გადანაწილება.
ამგვარი ქალები ცხოვრებაში საკმაოდ წარმატებულები არიან და კარიერაში დიდ სიმაღლეებს აღწევენ. მაგრამ უფრო მეტად ოჯახურ მყუდროებას აფასებენ. საოჯახო ფასეულობები - ქმარი, შვილები, სახლი - ყოველთვის პრიორიტეტულია.


ისინი ნამდვილი მეფური პიროვნებები არიან, რომელთაც პატიოსნება, კეთილსინდისიერება ახასიათებთ. ზოგჯერ ეს თვისებები ბოროტ ხუმრობას უწყობენ - ბოროტმა ადამიანებმა შესაძლოა, მათი კეთილშობილება გამოიყენონ.

სექტემბერი
სექტემბერი ფერია-დედოფლების თვეა. ეს ჯადოქრები მრავალნაირი თვისებებით არიან დაჯილდოებულები. მათ არაფრისგან ყველაფრის შექმნა შეუძლიათ. პედანტურები, კარგი კულინარები, შესანიშნავი დიასახლისები, ოჯახური გართობის მომწყობები, ლიტერატურული ალღოსა და არასტანდარტული შემოქმედებითი ნიჭის მქონენი არიან.
 
ოქტომბერი
ოქტომბერში ყველაზე მგრძნობიარე დედოფლები იბადებიან. ისინი მამაკაცებს მარტოდენ ერთი შეხედვით ატყვევებენ და ისინიც ვნებისა და სიყვარულისგან „იღუპებიან“.


ამგვარი ლამაზმანების გულში ემოციები გიზგიზებენ, მაგრამ გარეგნულად მშვიდები და უემოციონი არიან. მათ შესანიშნავად იციან მამაკაცების დამორჩილების საკუთარი უნარის შესახებ და ამით მანიპულირებენ, ამავდროულად კი თავს მიამიტ ბატკნებად აჩვენებენ.

ნოემბერი
შემოდგომის ბოლო თვე ჯადოქარ-დედოფლებს გვჩუქნის. ისინი ცეცხლოვანი, იმპოზანტური, ნამდვილი სიყვარულის შემძლე ქალები არიან. ნოემბრის დედოფლები კარგად ერკვევიან ადამიანების ფსიქოლოგიაში, უფრო მეტიც, გრძნობენ მას ქვეცნობიერ დონეზე.


ბევრი მამაკაცი ნოემბრის დედოფლებს კუდიანებსაც უწოდებს. და ამას გარკვეული საფუძველიც აქვს - მათ სურვილის შემთხვევაში მართლაც შეუძლიათ ჯადოს გაკეთება, ხოლო მათი სიზმრები ზოგჯერ წინასწარმეტყველურია.

დეკემბერი
ახალი წლის წინ მოგზაური-დედოფლები იბადებიან. მათი ერთ ადგილას გაჩერება ძალიან ძნელია.


თუკი რაიმე მიზეზის გამო მათ ხეტიალი არ შეუძლიათ, მათი სული მაინც ახერხებს ვირტუალურად მოგზაურობას - მთავარია, უმოქმედოდ არ იყვნენ.
მათგან შესანიშნავი მეუღლეები გამოდიან - სამაგალითოები, ერთგულები. მაგრამ სასურველი მეუღლის გვერდითაც კი შეიძლება რაიმე აკრძალულზე იოცნებონ - ცხოვრებისეული ცვლილებები და ემოციები მათ ჰაერივით ესაჭიროებათ. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მათი ოცნებები ზოგჯერ ახდება ხოლმე.


ყველაფერთან ერთად დეკემბრის დედოფლები ურთიერთობისას სასურველები არიან, მათ გვერდით ყოფნა ყოველთვის საინტერესოა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვინ იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, ვინც მე-19 საუკუნის ქუთაისში იმოგზაურა

ბავშვობიდან სხვანაირი იყო. მისი მშობლები მის მკაცრ ხასიათს ვერ უმკლავდებოდნენ. ბრწყინვალე განათლება მიიღო და სწავლობდა ანატომიასაც, რათა გაეგო, საიდან ჰქონდა ლტოლვა ქალების მიმართ... 
ამბები

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისა და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტებისა და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ვისოლი“ ავრცელებს.
საკნატუნო ამბები

ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

რა ხდება განქორწინების შემდეგ?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ყინულის დიეტა მსოფლიოს იპყრობს

ყინულის დიეტის დაწყების დროა... ერთად გავერკვეთ, რას გულისხმობს ეს და როგორ ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.  
დღის ჰოროსკოპი

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად?