2018 წლის სილამაზის ჰოროსკოპი თითოეული ნიშნისთვის

თემატური ჰოროსკოპი

18 იანვარი 14:00, 2018 წელი

რომელ თვეში უნდა დაიწყოთ დიეტა, როდის გაიკეთოთ ახალი ვარცხნილობა, რომელია იდეალური დრო კოსმეტოლოგთან მისასვლელად? როგორც აღმოჩნდა, ვარსკვლავებს ყველა კითხვაზე აქვთ პასუხი!

ქალი ვერძი
თქვენთვის მთელი ეს წელი უჩვეულო კოსმეტიკური ექსპერიმენტების დრო იქნება. შესაძლოა, იაპონური თვითმასაჟის ხელოვნებასაც დაეუფლოთ ანდა სუპერაქტუალური ჰოლივუდური ტალღები გაიკეთოთ. დატკბით საკუთარი თავით და თქვენი ახალი უნარებით, ეს ხომ თქვენი წელია!


ქალი კურო
2018 წელს კრეატიული იდეებით სავსე იქნებით: მაისურებს სახელოებს მოაჭრით, ჯინსებს სტრაზებით გააფორმებთ და მაკიაჟის ექსპერიმენტებს ჩაატარებთ. დაფიქრდით, ხომ არ სჯობს, YouTube-ზე საკუთარი არხი გახსნათ? თქვენი ვიდეოები არტ-მაკიაჟის შესახებ ათასობით ხელმომწერს მოაგროვებს!


ქალი ტყუპები
გარეგნობაში სერიოზული ცვლილებებისთვის მოემზადეთ. თუკი მოულოდნელად თამამი ვარცხნილობა ან თმის უცნაურად შეღებვა მოგინდეთ, უარს ნუ იტყვით. მით უფრო, რომ 2018 წელს ბევრი არჩევანი გექნებათ!


ქალი კირჩხიბი
2018 წელს მოულოდნელად  ძვირფასი და ხარისხიანი ნივთები შეგიყვარდებათ. ტუჩების საცხი? მხოლოდ Guerlain-ისგან! კაბა? მხოლოდ Dior-ისგან. ბიუთი-პროცედურა? მხოლოდ პლასტიკური ოპერაცია!


ქალი ლომი
2018 წელს ვარსკვლავები ჯანმრთელობის მიხედვისკენ მოგიწოდებენ. უარი განაცხადეთ აგრესიულ დიეტაზე და ის ჯანსაღი პროდუქტებით შეცვალეთ. დალიეთ სუფთა წყალი და იოგათი დაკავდით. რაც შეეხება ბიუთი პროცედურებს - მხოლოდ გამოცდილ მეთოდებს მიმართეთ.


ქალი ქალწული
2018 წელს თქვენთვის ბინის სილამაზე იქნება პრიორიტეტული. სავარაუდოდ, გლობალური გადაკეთება ან კაპიტალური რემონტი მოგესურვებათ. ჩვენი რჩევაა, ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. ეს სახის მოვლასაც ეხება!


ქალი სასწორი
ამ წელს ფუფუნებით ცხოვრებისადმი თქვენი ლტოლვა ყველას გააოცებთ. სოლარიუმი, პირადი კოსმეტოლოგი და მასაჟისტი, ძვირფასი სამკაულები - თუ ეს ყველაფერი თქვენი მამაკაცის ასანაზღაურებელია, მაშინ მას იოლი წელი ნამდვილად არ ელის!


ქალი მორიელი
2018 წელს ძალიან აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება გელით.  ამიტომაც არ არის გასაკვირი, თუკი ხანგრძლივ კოსმეტიკურ პროცედურებს მომენტალური ეფექტის მქონე პროცედურებს ამჯობინებთ, მაგრამ გახსოვდეთ ზომიერების გრძნობა!


ქალი მშვილდოსანი
წელს თქვენი თვალები, თმა და კანი ერთნაირად იბრწყინებს, თავად თქვენ კი ოპტიმიზმისა და კარგი ხასიათის წყარო იქნებით. ამიტომაც მოემზადეთ, კოსმეტოლოგიის სიახლეების შესახებ და ამ მხრივ რჩევებსაც ხშირად შეგეკითხებიან. 


ქალი თხის რქა
დიეტების კუთხით ეს წელი თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება. ზედმეტი კილოგრამების მოშორებაზე თქვენი ოცნება, ბოლოს და ბოლოს, ახდება! უფრო მეტი ეფექტისთვის, არ დაივიწყოთ გარდერობის განახლება და ექიმ კოსმეტოლოგსაც მიმართეთ.


ქალი მერწყული
2018 წელს რაღაც ახლის მოსინჯვის სურვილი გაგიჩნდებათ: თევზებით პილინგი, კაქტუსებით მასაჟი ან აიურვედა. თუმცა კარგი იქნება, თუკი, ეგზოტიკურ პროცედურებთან ერთად,  თავის მოვლის გამოცდილ ხერხებსაც არ დაივიწყებთ.


ქალი თევზები
ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელება მცირედით დაიწყეთ - მაგალითად, ვარცხნილობით. როცა სარკეში საკუთარ გამოსახულებას დაინახავთ, მაშინვე მოგინდებათ გარეგნობაში კიდევ რაღაცის შეცვლა და არ მოერიდოთ. თქვენი სილამაზე თქვენს ხელშია, დაიწყეთ მოქმედება!

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?