ზოდიაქოს ექვსი ყველაზე პირში მთქმელი ნიშანი

თემატური ჰოროსკოპი

24 იანვარი 14:00, 2018 წელი

ზოდიაქოს ზოგი ნიშანი ცდილობს, მაქსიმალურად გულღია იყოს და პირში მოგვახალოს, რასაც ფიქრობს. ასეთი ნათქვამი კი ხშირად უხეშია და წყენას იწვევს. ნახეთ, თქვენი ზოდიაქოც არის თუ არა ამ ნიშნებს შორის? 

1. ვერძი
ვერძები იმით არიან ცნობილები, რომ თქვენც ყველაფერს მოგიყვებიან და სხვებსაც ყველაფერს გაუმხელენ თქვენ შესახებ, გინდათ თუ არა ეს თქვენ. ვერძის ენა მისი პირველი მტერია. მას არ შეუძლია ენაზე კბილის დაჭერა და ეს არც მიაჩნია სავალდებულოდ. მის შეგნებაში პატიოსნება ყველაზე მაღლა დგას. ის ცეცხლოვანი ელემენტია და ამიტომაც მას შეუძლია, სიტყვით დაგწვათ - ის ზოგჯერ ძალიან სასტიკია.

2. კურო
თუკი კონფლიქტის თავიდან აცილება შეიძლება, კურო სწორედ ასე მოიქცევა, თუმცა ზოგ შემთხვევებში თავს ვერ შეიკავებს და პირში მოგახლით იმას, რასაც ფიქრობს. ტყუილის თქმა მას დისკომფორტს უქმნის. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კურომ შეიძლება მოიტყუოს, ეს რეპუტაციის შენარჩუნებაა. მაგრამ ამის მიუხედავად, სიმართლის თქმის უნარი მისი ძლიერი მხარეა, რის გამოც ხანდახან უხერხულ მდგომარეობაშიც კი ვარდება.

3. კირჩხიბი
კირჩხიბისთვის რაც უფრო ახლობელი ხართ, მით უფრო მალე გამოცდით მის პირდაპირობას, რომელიც ხშირად უტაქტობაშიც კი გადადის. კირჩხიბი ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე ნიშანია, მაგრამ ის ყოველთვის დარწმუნებულია, რომ სიმართლეს გეუბნებათ. სამწუხაროდ, კირჩხიბი ამაში ძლიერ ცდება! ის ვერც კი ამჩნევს, თავისი სიტყვებით როგორ ტკივილს გაყენებთ. თუმცა კირჩხიბის მეგობრები და ოჯახის წევრები მის ასეთ გამოხტომებსა და არადელიკატურ საქციელზე თვალს ხუჭავენ.

4. ლომი
ლომს აბსოლუტურად არაფრის ეშინია, მათ შორის არც სიმართლის პირში მიხლის, თუნდაც ამან უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს. თუმცა ხშირად ის სიმართლეს „კითხვა-პასუხის“ რეჟიმში გეტყვით, ვინაიდან ლომი თავად ინიციატივით იშვიათად გამოდის. ის ბუნებით ლიდერია. ამისთვის კი სხვებისთვის პატიოსნების ეტალონი უნდა იყოს. ლომი ძალიან ამაყობს თავისი პირდაპირობით და ამ იმიჯის შენარჩუნებაზე ბევრს ზრუნავს.

5. ქალწული
ქალწულის სიმართლე ყოველთვის ძალიან მკაცრია. ამიტომ ადამიანებს ზოგჯერ ურჩევნიათ, ქალწული საერთოდ გაჩუმდეს, ვიდრე სიმართლე ილაპარაკოს. საქმე ის არის, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს ვინმესთვის ტკივილის მიყენება არ სურს, მას კარგი მიზნები ამოძრავებს. უბრალოდ, ქალწული  ვერ ითმენს, როცა ხედავს, რომ ადამიანი სწორ გზას აცდენილია. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი ეკლიანი პირდაპირობა.

6. მშვილდოსანი
მშვილდოსნისთვის ტყუილი ყველაზე საშინელი საქციელია. მას უყვარს, იყოს გულღია და პატიოსანი. ეს ზედმეტი პატიოსნება ზოგჯერ იმით მთავრდება, რომ მასზე სერიოზულად ბრაზდებიან. ის ძალიან ხისტად წარმოაჩენს თავის აზრს და თავს ვერ იკავებს მაშინაც კი, როცა ეს არავის სჭირდება ან უადგილოდ ჟღერს. მშვილდოსანი თავისი მისამართითაც, ასევე, პირდაპირობას ითხოვს, ოღონდ მას ყველაფერი მოწიწებითა და მეგობრულად უნდა უთხრათ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავეხმაროთ გაუწყლოვანებულ კანს სახლის პირობებში?

თქვენც ფიქრობთ, რომ მშრალი და გაუწყლოვანებული კანი - ერთი და იგივეა? 
საკნატუნო ამბები

საწოლში პრეზიდენტთან: პოლიტიკოსების 5 ყველაზე ხმაურიანი სექს-სკანდალი

მორიგი სექს-სკანდალს ცნობილ მომღერალსა ან მსახიობზე ლამის ყოველდღე ვაწყდებით ინტერნეტსივრცეში და შეიძლება, გვერდიც აუიაროთ, თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით იმ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრება მეტ-ნაკლებად გასაიდუმლოებულია. 
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

დისნეის პრინცესები პირბადეების დეფიციტის დროს

კორონავირუსის გამო მთელ მსოფლიოში სამედიცინო ნიღბების დეფიციტი გაჩნდა. პრონცესები არ დაიბნენ და პრობლემიდან სახალისო გამოსავალიც იპოვეს.
ამბები

ონლაინდისკუსია თემაზე პერსონალური მონაცემების დაცვის ევროკავშირის რეგულაციები და ქართული კანონმდებლობა

25 მაისს, 17:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია IRC-ის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/IRC111 გაიმართება ონლაინდისკუსია https://www.facebook.com/events/245085283386708 თემაზე: GDPR და ქართული კანონმდებლობა.
ამბები

კიბოს რისკისგან დაზღვევა - ფონდი სიმშვიდისთვის

ავთვისებიანი სიმსივნის პირისპირ: 27 წლის ნინოს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“, კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამა „ონკო ქეარით“, 150 000 ლარი აუნაზღაურა.
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?