ზოდიაქოს ყველაზე ძუნწი ნიშნები

თემატური ჰოროსკოპი

2 თებერვალი 14:00, 2018 წელი

სიძუნწე ნაკლი არ არის, მაგრამ პრობლემას მართლაც ქმნის - განსაკუთრებით გვერდით მყოფისთვის. ნახეთ, რომელ ადგილზე ხართ სიძუნწის რეიტინგში...

მე-12 ადგილი - მშვილდოსანი
ამ ნიშნის წარმომადგენლები რეიტინგში ბოლო, მე-12 ადგილზე მოხვდნენ, რადგან მათ სიძუნწეს ვერ დააბრალებთ. პირიქით - ისინი ძალიან ხელგაშლილები არიან. მშვილდოსანს უმართლებს ფულში, ამიტომაც მის სიუხვეს ხშირად საზღვარი არ აქვს და, ერთი შეხედვით, უანგაროა. „ერთი შეხედვით“ იმიტომ, რომ მშვილდოსნები სანაცვლოდ მადლობას და დაფასებას ელიან. უყვარს მშვილდოსანს, რომ ყველასთან კარგი გამოჩნდეს და ამას ვერაფერს უზამ.


მე-11 ადგილი - მერწყული
მშვილდოსნისგან განსხვავებით, მერწყული სასარგებლო საქმეში ინვესტიციას ყოველგვარი ქვენა აზრის გარეშე აკეთებს. ის გახარებულია, როცა ვინმეს ეხმარება და ფულს ხარჯავს. თუმცა არის პრობლემაც: ფინანსების გაცემისას ის საღ აზრს კარგავს და გაჩერება არ შეუძლია. ამასთანავე, მისი ხელგაშლილობით შესაძლოა, სრულიად უცხო ადამიანებმა ისარგებლონ.


მე-10 ადგილი - ლომი
ლომებს უყვართ, როცა მათ ირგვლივ ყველაფერი ლამაზი და მდიდრულია. მაგრამ მათი ხელგაშლილობა შერჩევითია და მხოლოდ შინაურებს მოიცავს. დანარჩენების თვალში კი ლომი ძუნწად მოჩანს. თუმცა ლომის ახლობლობაში თუ გაერევით, ის ბარაქას თქვენზეც გადაანაწილებს.


მე-9 ადგილი - ვერძი
ვერძი გულით გასცემს, მაგრამ ჭკუასაც ატანს. თუკი ის ხარჯავს, ესე იგი, საქმეს ასე სჭირდება.  შეიძლება ის ზედმეტად ხელგაშლილად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე არ არის: ვერძი იმ დონემდეა ხელგაშლილი, რამდენადაც ეს მისთვის საჭირო და სასარგებლოა.


მე-8 ადგილი სასწორი
ფული გასცეს? ეს სასწორს არ უჭირს, ოღონდ მთავარია, ფული სხვისი იყოს - მშობლების, სპონსორის, არა აქვს მნიშვნელობა. როგორ გასცემს? ამ კითხვაზე  სასწორი დილას დაფიქრდება.


მე-7 ადგილი - მორიელი
მორიელი ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს ფულს სხვებისთვის უფრო ხშირად ხარჯავს, ვიდრე საკუთარი თავისთვის. ის თავს  არ დაიზოგავს, ოღონდაც გულუხვად მოგაჩვენოთ თავი. საერთოდ, მორიელისთვის ფინანსური საკითხი სულიერ სიმშვიდეს უკავშირდება. ნაღდი ფულის გარეშე ის ნერვიულობასა და ცმუკვას იწყებს.

მე-6 ადგილი - ტყუპები
თუკი ვინმეს თვალში ნაცრის შეყრა უყვარს, ეს ტყუპებია. მათი ქცევა საზოგადოებაში და ვიწრო წრეში ძალიან განსხვავებულია. ამიტომაც თუკი ტყუპებთან ფინანსებზე მოლაპარაკებას აწარმოებს სხვა ადამიანებიც დაისწარით და თქვენსას მიაღწევთ.


მე-5 ადგილი - თევზები
თევზები ფულის საკითხში ხასიათზე არიან დამოკიდებულები. კარგ ხასიათზე მყოფები ადვილად გასცემენ, რაც აქვთ, ხოლო თუკი ცუდ გუნებაზე არიან, ერთ ლარსაც ვერ დასტყუებთ ან ამას უსაშველო წვალებით მიაღწევთ.


მე-4 ადგილი - კურო
კურო საოცარი ნიშანია. ისინი ცდილობენ, მუდმივად სხვის ხარჯზე იცხოვრონ და საკუთარ თეთრებს აქტიურად ითვლიან. ბოლომდე გაჯიუტდებიან, რათა არ გადაიხადონ. მათ შორის ბევრია ალფონსი და სხვის კისერზე მცხოვრები. მაგრამ როგორც კი გაიგებენ, რომ ფინანსური პრობლემები გაქვთ, მაშინვე დაივიწყებენ საკუთარ სიძუნწეს და დახმარების ხელს გამოგიწვდიან.


მე-3 ადგილი კირჩხიბი
კირჩხიბები პრაქტიკულები და ხელმოჭერილები არიან. კირჩხიბი სისულელეებზე ფულს არ დახარჯავს. სამაგიეროდ საჭირო და სასარგებლო ნივთებში ფული არ დაენანება.


მე-2 ადგილი - ქალწული


ამ ნიშნის წარმომადგენლებს სხვებზე ფულის ხარჯვა არ უყვართ, სამაგიეროდ საკუთარ თავს ანებივრებენ. ქალწულებს შეგიძლიათ, გარკვეული თანხა უპრობლემოდ გამოართვათ, თუმცა ქალწული ყველაფერს იმახსოვრებს და თქვენზე დახარჯულ თანხას ბოლო თეთრამდე დაიბრუნებს უკან.


1-ლი ადგილი - თხის რქა
სიძუნწეში თხის რქები ლიდერები არიან. ისინი მზად არიან, უფრო იაფი საქონლის ძებნაში ბევრი დრო დახარჯონ, მაშინაც კი, როცა ფასებში სხვაობა მინიმალურია. ამას გარდა, თხის რქას ჰგონია, რომ ყველა მის მოტყუებას ცდილობს, ამიტომაც ხშირად ეჭვიანია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?