ზოდიაქოს ხუთი ნიშანი, რომელიც ურთიერთობებში ძალიან მძიმეა

თემატური ჰოროსკოპი

20 თებერვალი 14:00, 2018 წელი

მოძებნეთ საკუთარი თავი ზოდიაქოს ამ ხუთ ნიშანში და გაიგეთ, რატომ მიგიჩნევენ მძიმე ადამიანად, რა არის თქვენი პრობლემა...

ქალწული
ქალწული მიიჩნევს, რომ ურთიერთობა ისეთს ვერაფერს შესთავაზებს, რისი მიღწევაც მას დამოუკიდებლად არ შეუძლია. მასთან ურთიერთობა სასამართლო პროცესს ჰგავს: ის თქვენ ყოველი მხრიდან შეგისწავლით და თქვენს ყოველ საიდუმლოს, სუსტ წერტილსა და ვნებებს ბოლომდე გაარკვევს.
ქალწული, ასევე, ძალიან სუბიექტურია. მას ურჩევნია, გაშლილი ხელის მანძილზე ჰყავდეთ და ვითარების კონტროლი შეეძლოს. მისი გახსნა თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან ის ზედმეტად ჩაციკლულია თვითკონტროლზე.


მორიელი
მორიელი ურთიერთობაში ძალიან ვნებიანი და იმავდროულად ცივსისხლიანია. ის ამ წუთას შესაძლოა, ნაზი და სათუთი იყოს, ხოლო წუთის შემდეგ - გაბრაზებული და გაუცხოებული. მისი ხასიათის ცვლილებებს ვერ დაეწევით და ვერც ვერასდროს გამოიცნობთ.
მორიელი საკუთარ გულს გრძნობებისგან იცავს და თავს აიძულებს, სიყვარულის მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშაოს. დიდი ძალისხმევა მოგიწევთ იმისთვის, რომ მისი უნდობლობის ჯავშანი გაარღვიოთ. სანამ მორიელი გრძნობებში გაერკვევა, ემოციურად არამდგრადი და გამოუცნობი იქნება.


მშვილდოსანი
მშვილდოსანს არ უყვარს მიჩვევა. მას ისეთი კავშირები მოსწონს, როცა ვალდებულებებისგან თავისუფალია - მაგალითად, ურთიერთობის საწყისი ეტაპი. შემდეგში ის გზიდან გადახვევას შეეცდება.
მშვილდოსანს სერიოზულ ურთიერთობებს, ახალგაცნობილებთან ფლირტი ურჩევნია. ის, ასევე, იმპულსური და ქარაფშუტაა.


თხის რქა
თხის რქას ურთიერთობა გაუადვილდებოდა, ასეთი ფრთხილი რომ არ იყოს. მისი პრაქტიკული ბუნება, სიყვარულის გარდა, ყველა სფეროში მომგებიანია. იმის გამო, რომ სიყვარული გარკვეულწილად რისკიცაა, თხის რქას გადაწყვეტილების მიღება უჭირს. ვინმეს რომ მიეჩვიოს, ვაიდა ტკივილი მიაყენონ?
თხის რქა პაემანისთვის მეტისმეტად სერიოზულია. მომავალ პარტნიორთან შეხვედრა უფრო ინტერვიუს დაემსგავსება, ვიდრე პაემანს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ თხის რქა გონებას უფრო ენდობა, ვიდრე გულს.


მერწყული
მერწყული დამოუკიდებელი ნიშანია. ამას გარდა, მას მარტო ყოფნა ურჩევნია. იცის, რომ ურთიერთობით შეიძლება, ადვილად დაზარალდეს, გული გაუტყდეს. ამის გამო, ერთი შეხედვით ძალიან ცივია. ამით მას ტკივილისგან და გაუგებრობისგან თავის დაცვა სურს. ამიტომაც ურთიერთობისთვის ძალიან რთული ადამიანია.


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?