ჰოროსკოპი კაცებისთვის და საინტერესო მინიშნებები ქალებისთვის!

თემატური ჰოროსკოპი

24 თებერვალი 14:00, 2018 წელი

ნახეთ, რომელი ზოდიაქო როგორი ფსიქოტიპია. იმედია, დაგაინტერესებთ.

1. კაცი-ჩირაღდანი - ვერძის ფსიქოტიპი
„იწვოდე ყოველთვის, იწვოდე ყველგან!“ - ასეთია მამრობითი სქესის ამ წარმომადგენელთა დევიზი. ფრთხილად იყავით! ისინი ზოგჯერ იმდენად გზას არ გაგინათებენ, რამდენადაც დაგწვავენ! ამიტომაც, თუ ცეცხლის მიმართ მდგრადები არ ხართ, მათგან თავი შორს დაიჭირეთ.


2. კაცი-მძინარე გოლიათი - კუროს ფსიქოტიპი
„მიყვარს გართობა, განსაკუთრებით ძილი და ჭამა!“ - ეს ფრაზა კარგად აღწერს ამ ნიშნების წარმომადგენლებს. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ შესაფერისი ობიექტი არ გამოჩნდება. თუ ასე მოხდა, ეს დევგმირები ტახტიდან წამოიწევენ და საგმირო საქმეების ჩასადენად გაეშურებიან!


3. კაცი-ფოტოაპარატი - ტყუპების ფსიქოტიპი
ეს ბიჭები ერთობლივი დასვენებისთვის საუკეთესო კანდიდატები არიან! ისინი არაჩვეულებრივად გულისხმიერები არიან. ადვილია მათი ამოძრავება და რამდენიმე ენას ფლობენ. და საერთოდ, მათ ძალიან ბევრი რამ იციან! ერთი კია - ისინი ფოტოებს მხოლოდ თქვენ არ გადაგიღებენ.


4. კაცი-წყნარი მორევი - კიბოს ფსიქოტიპი
ისინი ფსიქოტიპური ჰოროსკოპის ყველაზე ამოუცნობი წარმომადგენლები არიან. შესახედავად წყნარები, მაგრამ ზოგჯერ თვალებში ისეთი ნაპერწკალი გაუელვებთ, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი ქალის გადარევა შეუძლიათ. ძალიან ფხიზლად იყავით, რათა ორიოდე წლის შემდეგ თავი მორევის ნაცვლად ჭაობში არ იგრძნოთ!


5. კაცი-როიალი - ლომის ფსიქოტიპი
„მდიდრულია თეთრი როიალივით!“ - ეს სწორედ მათზე ითქმის. თეთრი როიალივით ხმაურიანია, ძვირფასი და ცხოვრებაშიც იმდენივე ადგილს იკავებს, ანუ პრაქტიკულად მთელ ცხოვრებას. ზოგჯერ თავს გაბეზრებს, მაგრამ გადასაგდებად გენანება! მით უფრო როიალი, თანაც თეთრი, არც ისე ადვილი საშოვნელია.


6. კაცი-კომპიუტერი - ქალწულის ფსიქოტიპი
ეს ბიჭები ყველაფერში იდეალური დამხმარეები არიან. უარს არაფერზე ამბობენ, ჩუმები და ინტელექტუალურები არიან. თუმცა ზოგჯერ მათში რაღაც ტყდება და მაშინ მათი ჭრიალი მთელ სახლს ავსებს! მათთან ურთიერთობისას მთავარია, გადახურებისგან დაიცვათ!


7. კაცი-სარკე - სასწორის ფსიქოტიპი
ისინი კარგად გამოიყურებიან, საუკეთესო მანერები აქვთ და  მაშინვე გრძნობა გიჩნდებათ - თითქოს დიდი ხანია იცნობთ. მათში ყველაფერი ისე ჩანს, როგორც სარკეში, მაგრამ ზოგჯერ სარკეები იმას არ გვანახვებენ, რისი დანახვაც გვსურს.


8. კაცი-საწამლავი - მორიელის ფსიქოტიპი
აქ ყველაფერი მარტივადაა: კონცენტრაციის მიხედვით, ამგვარი მამაკაცები ან საწამლავები არიან ანდა ეფექტური წამლები... ზოგ ქალს წამლავენ, ზოგსაც მკურნალობენ. ამიტომაც ყოველთვის დოზის დაცვა ჯობს.


9. კაცი-ქარი - მშვილდოსნის ფსიქოტიპი
ქარში სუნთქვა ადვილია, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ გაივლის ორიოდე თვე და ეძებე ქარი მინდვრად. ისინი გულებს ამსხვრევენ და მაინც რად გინდათ ფრთები, თუკი ქარის ქროლვას არ იგრძნობთ?


10. კაცი-შავი კატა - თხის რქის ფსიქოტიპი
ისინი ყოველთვის თავის ჭკუაზე დადიან და ძალიან უყვართ ზღაპრების მოყოლა. თუ ნამდვილად შეუყვარდით, მაშინ შორ გზაზეც კი ერთად ივლით. ამასთანავე, შავი კატები ჯადოქრების მუდმივი თანამგზავრები არიან - გაითვალისწინეთ!

11. კაცი-შორეული ვარსკვლავი - მერწყულის ფსიქოტიპი
ისინი შორეული ვარსკვლავებისკენ ილტვიან, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ყოველი პლანეტა არ გამოდგება დასასახლებლად. ასე გადის ცხოვრება ძიებაში. მათი საუკეთესო გასართობი შორიდან ნათებაა.


12. კაცი-ზღვის მოქცევა - თევზების ფსიქოტიპი
ისინი მთვარესთან ზუსტი სინქრონიზაციით ცხოვრობენ, ამიტომაც თქვენს ცხოვრებაშიც ფაზების მიხედვით გამოჩნდებიან. მაშინაც კი, თუ დაქორწინებულები ხართ, ის ორიოდ კვირით „საზღვაო სიღრმეების საკვლევად“ წავა. ანუ მთელი თავით გადაეშვება შემოქმედებაში, კარიერაში ანდა კიდევ სადმე. ძლიერი და თვითუზრუნველყოფილი ქალისთვის იდეალური ვარიანტია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?