კირჩხიბი
თუკი ბედმა თქვენთვის გამოცდის მოწყობა გადაწყვიტა, მას ფრიადზე ჩააბარებთ. მნათობთა იღბლიანი განლაგების გამო თქვენი პიროვნება საუკეთესო კუთხით წარმოჩინდება.
პარტნიორების ნდობის მოსაპოვებლად მათ სერიოზული მიზნები, შორსმჭვრეტელობა და პასუხისმგებლობა უნდა აჩვენოთ. პირად კონტაქტებში ნურავის ჩაუძვრებით სულში, მაგრამ არც საკუთარი გახსნათ, ზომიერი დისტანცია დაიჭირეთ.
ლომი
გართობის დრო აღარაა, ფულის კეთების დროა. შეებით უღელში და მუყაითად იმუშავეთ, პრაქტიკულობა და მიზანდასახულობა თქვენი მეგზურები გახდებიან.
ბედნიერი შემთხვევა ჩაგივარდებათ ხელში და აუცილებლად გამოიყენეთ. კონფლიქტურ გარემოცვაში თქვენი ამოცანაა, მშვიდობისმყოფლის როლი ბრწყინვალედ შეასრულოთ.
თხის რქა
გლობალური ცვლილებების დროა, ბრწყინვალე მომავლისკენ სტარტი აიღეთ! ორიგინალური იდეები, ჩანაფიქრები, პლუს ცოდნა - თქვენი საუკეთესო თანამგზავრები.
გარემოცვის რევიზია ჩაატარეთ. გაწყვიტეთ კავშირები, რომლებმაც თავისი რესურსები უკვე ამოწურეს. ზოგიერთ ურთიერთობას კი გვერდიდან შეხედეთ - ეს, პირველ რიგში, სიყვარულს ეხება.