#3 ქალწული
ძველი საქმეების დასრულებისთვის იდეალური დროა.
საგაზაფხულო სიურპრიზი ქალწულებს საოჯახო და სასიყვარულო ურთიერთობებში ელით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებს დაალაგებთ და უსაფუძვლო კამათი შეწყდება.
გაზაფხულის ინტუიცია ქალწულებს სწორ გადაწყვეტილებებს უკარნახებს. შეცდომები და უიღბლობა უკან დაიხევს. მოწყენილობის საბაბი არ გექნებათ.
თუკი იღბალი ასეთ შანსს გაძლევთ, მაშინ აიღეთ ცხოვრებიდან ყველაფერი და არაფერზე უარი არ თქვათ.
#2 მორიელი
ყოველდღე რამე ახალი მოხდება. მოწყენილობისა და წუხილის დრო არ დაგრჩებათ. სამუშაოზე კარდინალური ცვლილებებია მოსალოდნელი. სავარაუდოდ, ან ძველ ადგილზე დაწინაურდებით, ან ახალ, უფრო სარფიან სამსახურს დაიწყებთ. სწორედ ეს სურდათ მორიელებს ამდენი ხანი. არ გაუშვათ ეს შანსი და უარი არ განაცხადოთ.
სასიყვარულო ფრონტზე მორიელებს ემოციური პერიოდი უდგებათ. შესაძლოა, ძველმა გრძნობამ გაიღვიძოს, პარტნიორმა თავისი შეცდომები აღიაროს, რაც ძირეულად შეცვლის თქვენს ურთიერთობებს.
ვარსკვლავები რაღაც გრანდიოზულს გიმზადებენ. რას? დაელოდეთ თვის შუა რიცხვებს და გაიგებთ.
#1 მერწყული
ეს ნიშანი მარტში ყველაზე იღბლიანი იქნება. მერწყულებს ყველა მიმართულებით წარმატება ელით.
სამუშაოზე ყველაფერი მშვიდად და ადვილად გამოგივათ. მოსალოდნელია პრემიები ან სხვა მატერიალური წახალისება. მართალია მერწყულები ამის იმედზე არ ყოფილან, მაგრამ იღბალი გაძლევთ და რატომაც არა?
მერწყულებს ბევრი გრანდიოზული იდეა გაუჩნდებათ, მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა და ცხოვრებაში მოულოდნელი მოსახვევი. მთავარია, პოზიტიურად იაზროვნოთ.
ოჯახში სრული თანხმობა და სიყვარული გამეფდება. მარტოხელა მერწყულები კი იპოვიან მას, ვისზეც ასე ოცნებობდნენ.