მაინც ზოდიაქოს რომელი ნიშნები სცოდავენ ყველაზე მეტად გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღებაში?
ვერძი
ვერძები ძლიერ იმპულსურები და მოუთმენლები არიან. გააერთიანეთ ეს ყველაფერი რისკის სიყვარულთან და სპონტანურობასთან, რომლებიც ესოდენ ახასიათებთ ვერძებს და მუდმივად არასწორი გადაწყვეტილებების მიღების რეცეპტი მზადაა. ზოდიაქოს ეს ნიშანი შესაძლო შედეგების ანალიზზე დროს არ ხარჯავს. ის არ ამოწმებს ფაქტებს და არ კრებს ინფორმაციას. არ არის წინდახედული: უბრალოდ, აკეთებს იმას, რაც სურს და როცა სურს. ვერძი ის ადამიანია, რომელიც მყისიერ დაკმაყოფილებას ესწრაფვის და სულაც არ აინტერესებს გრძელვადიანი შედეგები.
ტყუპები
ტყუპები ორბუნებოვანი პიროვნებაა, ამიტომაც მისთვის გადაწყვეტილების მიღება ძნელი და თითქმის შეუძლებელი ამოცანაა. მათ არ მოსწონთ არჩევანით შეწუხება, ვინაიდან ეს მოსაწყენად მიაჩნიათ. შედეგად ტყუპები სპონტანურ და „ნედლ“ ვარიანტზე ჩერდებიან, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ საკითხზე ფიქრი და რაიმე უფრო საინტერესოზე გადავიდნენ. ტყუპები, როგორც წესი, დეტალებზე ყურადღებას არ ამახვილებენ, არადა, როგორც ამბობენ, „ეშმაკი დეტალებშია“. ტყუპები მუდმივად იცვლიან აზრებს და გადაბმულად მერყეობენ.
თხის რქა
თქვენი აზრით, ამ პრაქტიკულმა, საიმედო და შრომისმოყვარე ზოდიაქოს ნიშანმა იდეაში ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილება უნდა მოძებნოს, მაგრამ ეს ასე სრულიადაც არაა. თხის რქებმა იციან, რომ მათგან გააზრებულ და ფრთხილ გადაწყვეტილებას ელიან და ამიტომაც ზოგჯერ საპირისპიროდ მოქცევის სურვილი უჩნდებათ. მათ კარგად იციან, რომ არასწორად იქცევიან და და შემდგომში მწარედაც ნანობენ ამას.
თევზები
თევზებს ჩვეულებრივ არ სურთ, რაიმესთან საქმე იქონიონ და ამიტომაც ნაჩქარევ და უიღბლო გადაწყვეტილებებს იღებენ. მათ უჩნდებათ სურვილი, პრობლემაზე თვალი დახუჭონ და ამით მათი გაქრობა დააჩქარონ. თევზებს არ სურთ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება და გარეშეთაგან ელიან კარნახს. ამით ისინი სამომავლოდ განტევების ვაცს პოულობენ - უკვე შეეძლებათ, წარუმატებლობაში რჩევის მიმცემს დასდონ ბრალი და არა საკუთარ თავს.