როგორ იღვიძებს დილით ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

თემატური ჰოროსკოპი

24 მარტი 14:00, 2018 წელი

ასტროლოგები ამბობენ, რომ იმის მიხედვით, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადეთ, მარტივია, ვივარაუდოთ, როგორ იწყება თქვენი დილა და როგორი დღის განრიგით ცხოვრობთ... 

ვერძი



აქ ყველაფერი რთულადაა. საქმე ისაა, რომ ვერძი დილის შვიდ საათზე უკვე ფეხზეა, მხნედაა და მაკიაჟის გაკეთებაც მოასწრო. ამიტომაც შეუძლებელია იმის გაგება, როგორ იღვიძებს ვერძი. მხოლოდ ერთი შესაძლო ვერსია რჩება: ვერძებს არასდროს სძინავთ.


 კურო



კუროს სძულს დილის შვიდი საათი, მაღვიძარა, კვირა-ორშაბათის ღამე და ყველაფერი, რაც ადრე გაღვიძებას უკავშირდება. ყველაზე წყნარი კუროც კი (წყნარი კურო - ეს უკვე ნონსენსია) ახალგაღვიძებულზე მაღვიძარას კედელს მიანარცხებს. მისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ გაღვიძებიდან პირველი ნახევარი საათი მაინც. ვინც დამალვა ვერ მოასწრო, მერე არ თქვათ, რატომ არ გაგვაფრთხილეთო.


ტყუპები



ტყუპების ყოველ სუბპიროვნებას რიგრიგობით სძინავს. ამიტომაც ტყუპების ორგანიზმი მთლიანად არასდროს იღვიძებს. მისი ბიორიტმები სტროოსკოპის სიჩქარით იცვლება - ხან დილის ექვსზე იღვიძებს და ხან საღამოს ექვსამდე სძინავს. რაც შეეხება „გრაფიკით გაღვიძებას“, ამ ცნებამ შესაძლოა, ტყუპების ცხოვრება დაანგრიოს და არამარტო მათი: ყველასი, ვინც გასროლის მანძილზე აღმოჩნდება.


კირჩხიბი



კირჩხიბებისთვის სიტყვა „საჭიროა“ მაგიური ძალისაა. ამიტომაც ისინი საწოლიდან ადგომის ალტერნატივას თეორიულადაც კი არ განიხილავენ: საჭიროა ადგომა, ესე იგი, უნდა ავდგე. ისინი ბედს შეგუებულები დგებიან და მამაცურად მიემართებიან სააბაზანოსკენ.


 ლომი



ლომები საწოლიდან მხნედ წამოხტებიან. ისინი მზად არიან ნახტომისა და მსხვერპლისთვის ყელის გამოსაღადრად. საქმე ისაა, რომ ლომები ახერხებენ, საკუთარი ცხოვრება მხოლოდ სასიამოვნო საქმეებით შეავსონ. ის, რომ სხვა ადამიანებს ასე არ აქვთ აწყობილი ცხოვრება, ლომებს სულაც არ ადარდებთ. ლომები მუდამ გაოცებულები არიან - რა ყველა გამოუძინებელია დღეს. გამოუძინებლებს კი ლომები ჩუმად ეჯავრებიან.


ქალწული



ქალწულები, რომლებიც ამ ჰოროსკოპს კითხულობენ, გაოცდებიან: დილას მაღვიძარათი გაღვიძება რა პრობლემაა? მაღვიძარა რეკავს, მტკვარი - კასპიის, ხოლო რიონი შავ ზღვაში ჩაედინება. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დილას ბალიშიდან თავს ვერ იღებენ, ქალწულებს მხოლოდ თანაგრძნობა შეუძლიათ. ასეთივე თანაგრძნობით უყურებენ ისინი რაიმე იშვიათი და მოურჩენელი დაავადებით გათანგულებს.


 სასწორი



სასწორებისთვის დილით ადგომა უხალისო, მაგრამ გაცილებით ადვილია, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნებისთვის. არსი კი გაღვიძების უალტერნატივობაშია. საქმე ასარჩევად რომ იყოს - ადგეს თუ არა - აი, აქ კი საქმე ცუდადაა. რაც მთავარია, ამ არჩევანის მომსწრეებს სასწორები ცოცხალს არ დატოვებდნენ.


 მორიელი



მორიელებისთვის დილით ადგომა პრობლემა არაა, მაგრამ, სასწორებისგან განსხვავებით, სრულიად სხვა მიზეზით. მორიელი მიზეზების გენიოსია. თუკი მას ადგომა არ უნდა, არ ადგება და მორჩა. უფროსის, ნათესავის ანდა საკუთარი თავის წინაშე მორიელს მიზეზის გამოძებნა არ გაუჭირდება.


 მშვილდოსანი



მშვილდოსნებისთვის გამოუძინებლობა საშინელი ტანჯვაა. გამოუძინებლები ცუდად აზროვნებენ და ხელით სატარებლები ხდებიან. რა ასაკისაც არ უნდა იყოს მშვილდოსანი, ის მაღვიძარას ყოველ დილას ისე უყურებს, როგორც მოღალატეს. და საერთოდ, ბევრი მშვილდოსანი ისე იძინებს, თითქოს აღარასოდეს გათენდება. მათთვის აპოკალიფსი მაღვიძარას ზარის საკმაოდ მისაღები ალტერნატივაა.


თხის რქა



თხის რქა ჯერ იმ დღის საქმეებს გადაითვლის გონებაში და უკვე შემდეგ ჩამოაყალიბებს თავის დამოკიდებულებას ყოველ კონკრეტულ დილასთან მიმართებაში. თუკი კარგი საქმეები ელოდება, თხის რქა შემართებით დგება და კბილებს იხეხავს. თუკი საქმეები არც ისე კარგია, მაშინ ასევე შემართებით იცვლის გვერდს და ძილბურანში ბურდღუნებს: „ერთი თქვენც, მოგცლიათ“.


მერწყული



 მერწყული მხოლოდ აუტოტრენინგის მეშვეობით იღვიძებს. თქვენ ვერ იპოვით მერწყულს, რომელიც გათენებამდე იღვიძებდეს, ანდა არ იცოდეს აუტოტრენინგი. ამიტომაც თუკი მერწყულს მხოლოდ 2 საათი ეძინა, ყავა მიირთვა და მასობრივი განადგურების იარაღიც აქვს, ის თავს მშვენივრად იგრძნობს. ეს უკანასკნელი მას მხოლოდ შინაგანი სიმშვიდისა და სამყაროსთან ჰარმონიისთვის სჭირდება.


 თევზები



გაღვიძებული თევზები - ეს ერთგვარი შრედინგერის თევზებია. ვერასოდეს გაიგებთ, უკვე გაიღვიძა თუ არა. კარგ ხასიათზეა თუ ეს, უბრალოდ, ტკბილი ძილის გაგრძელებაა. ცუდ ხასიათზეა თუ სიზმარში ურჩხულს ეომება. იმის გამო, რომ თევზებს ძილი უყვართ, მათ მთელი ცხოვრების ძილში გატარება შეუძლიათ, თანაც ისე, რომ ამას ვერც კი მიხვდებით.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?