თხის რქა
ზოდიაქალური წრის ეს ნაწილი მუხლებს კურირებს და მის დაზიანებას იწვევს. ყველა მოძრაობის შემზღუდავი დაავადება, მათ შორის რევმატიზმი და ნიკრისის ქარი, დარღვევები ხრტილებსა და სახსრებში - ყველა ამაზე თხის რქა აგებს პასუხს.
სატურნის სამყოფლის დაზიანება კანის პიგმენტაციის დარღვევას, ჰერპესსა და დეპრესიას იწვევს.
მერწყული
სატურნის კიდევ ერთი სახლი, რომელიც წვივ-ტერფის სახსრებსა და კანჭებზე მოქმედებს. თხის რქის მმართველი მკაცრი პლანეტა მეთერთმეტე ნიშანში სისხლის ცუდი ცირკულაციით, ვენების ვარიკოზული გაფართოებით ვლინდება. და კიდევ ის იწვევს სპაზმებსა და კრუნჩხვებს.
თხის რქასავით მას ნერვული აშლილობის გამოწვევა შეუძლია. მერწყულის კიდევ ერთი გავლენის სფეროა მარცხენა ყური და მისი დაავადებები.
თევზები
ზოდიაქოს ბოლო ნიშნის დაზიანება ლიმფური სისტემის პრობლემებსა და ჯირკვლების მოქმედების დარღვევას იწვევს. იუპიტერის ეს ნიშანი არასასურველი ზემოქმედებისას სიმსივნის განვითარებასაც იწვევს. ქვედა კიდურების ნაწილებიდან თევზები ტერფებზეა პასუხისმგებელი.
დამატებით ზოდიაქოს ეს ნიშანი მნიშვნელოვანია თვალის ჯანმრთელობისთვის. მან შესაძლოა, მხედველობის პრობლემების პროვოცირება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მარცხენა თვალის.