ზოდიაქოს ამ ნიშანს წინ ფანტასტიკური აპრილი ელის!

თემატური ჰოროსკოპი

2 აპრილი 14:00, 2018 წელი

გჯერათ თუ არა ჰოროსკოპის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვარსკვლავები ნებისმიერ შემთხვევაში ზეგავლენას ახდენენ.

ამჯერად მერწყულებს გაუმართლათ. ასე რომ, თუ მერწყული არ ხართ, მაშინ ეს სტატია თქვენს მეგობარ მერწყულებს გაუზიარეთ.

აპრილი მერწყულებისთვის არაჩვეულებრივად ენერგეტიკული და აქტიური თვეა!

სამუშაოზე თქვენი მიზნების მიღწევა შეგიძლიათ: გაიუმჯობესოთ მდგომარეობა, განავითაროთ საქმე, მიიღოთ  მეტი შემოსავალი, მეტად დაოსტატდეთ, აიმაღლოთ კვალიფიკაცია. აუცილებლად გამოიყენეთ ეს დრო, თქვენ მიზნების მისაღწევად ყველა რესურსი გაქვთ. ერთი კია, განსაკუთრებული აქტივობა 15 აპრილის შემდეგ უნდა გამოიჩინოთ. მანამდე თქვენ რეტროგრადული მერკური გაქვთ. ამ დროს  რაიმეს გადაკეთება ჯობს.

თუკი სამუშაოს ეძებთ, შესაძლოა, ქალი დაგეხმაროთ. ის თქვენი ახლობლების წრიდან იქნება, წყლის სტიქიის წარმომადგენელი. გასაუბრებაზე თავი მხოლოდ კარგ სპეციალისტად არ უნდა წარმოადგინოთ - აჩვენეთ თქვენი კომუნიკაბელურობა და დამქირავებელი ემოციურად თქვენს საკეთილდღეოდ განაწყვეთ. თუკი ჯერჯერობით მიზანს ვერ აღწევთ, ზედმეტად ნუ იდარდებთ. ისევ და ისევ მერკური გაიხსენეთ. ეცადეთ, სამუშაო ხელშეკრულება 15 რიცხვის შემდეგ გააფორმოთ.

დაწყვილებულ მერწყულებს: თუკი უთანხმოება გაქვთ, მას ომში ნუ გადაზრდით. პოზიციის გასამყარებლად არაოჯახურ მეთოდებს ნუ გამოიყენებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ნახევარს სერიოზულად გაანაწყენებთ. უფრო მეტი დელიკატურობა გამოიჩინეთ და შეეცადეთ, ოჯახში მშვიდობა და ჰარმონია შეინარჩუნოთ.

მარტოხელა მერწყულებს საინტერესო ადამიანთან გაცნობის დიდი შანსი აქვთ. ასე რომ, უფრო მეტი დრო გაატარეთ საზოგადოებაში, რათა აპრილის ბოლოსთვის მარტო არ აღმოჩნდეთ.

თუკი რომელიმე მერწყული განშორების სიმძიმეს განიცდის, ნუ მოიწყენს და კარჩაკეტილი ნუ იჯდება. თქვენ უკვე გელიან და მომლოდინეთა შორის შესაძლოა, ის ერთადერთიც აღმოჩნდეს.

დაბოლოს რჩევა!

დატკბით ცხოვრებით. სამუშაოზე, სიყვარულში დიდი მიღწევებისა და შესაძლებლობების პერიოდი გაქვთ, ასე რომ გაიღიმეთ და ღიმილით შეხედეთ სამყაროს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?